USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
თბილისი
ევროკავშირის ლიდერებმა მიიღეს გადაწყვეტილება, უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფის საკითხთან ერთად განიხილონ ევროკავშირის გაფართოების საკითხიც
თარიღი:  

ევროკავშირის ლიდერებმა მიიღეს გადაწყვეტილება, უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფის საკითხთან ერთად განიხილონ ევროკავშირის გაფართოების საკითხი, ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებაზე კი ამის შემდეგ იმსჯელონ.

ევროპული საბჭო ბრიუსელში დღეს და ხვალ იმსჯელებს გაფართოების პაკეტზე, რომელიც 10 ქვეყანას მოიცავს. გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ლიდერებმა კონსენსუსის საფუძველზე უნდა მიიღონ. გაფართოების პაკეტი ეხება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, უკრაინასთან და მოლდოვასთან წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყებას, ასევე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს. ევროპული საბჭო საბოლოო გადაწყვეტილებას ორდღიანი სამიტის მიმდინარეობისას გამოაცხადებს

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის