განცხადების თანახმად, ისინი სამართლიანი არჩევნებისთვის საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას გმობენ და ითხოვენ საქართველოში ჩატარებული არჩევნების მიუკერძოებელ გამოძიებას.
„ღრმად ვართ შეშფოთებული საქართველოში არსებული ვითარებით. საერთაშორისო დამკვირვებლებმა აღნიშნეს დარღვევები საარჩევნო კამპანიის დროს და ასევე, არჩევნების დღეს. ჩვენ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას ვგმობთ.
ჩვენ ვიზიარებთ მათ შეშფოთებას და საჩივრების მიუკერძოებელ გამოძიებასა და გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრას ვითხოვთ. ამ რთულ დროს ჩვენ ქართველების გვერდით ვდგავართ. მნიშვნელოვანია, რომ საპროტესტო აქციები და, კერძოდ, ხელისუფლების რეაქცია მათზე, მშვიდობიანი იყოს. საარჩევნო მთლიანობის დარღვევა ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატისგან მოსალოდნელ სტანდარტებს არ შეესაბამება. ის ქართველი ხალხის ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებების ღალატია. კანონის უზენაესობის დაცვა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ნებისმიერი წინსვლის განუყოფელი ნაწილია. ჩვენ საქართველოში პრემიერ-მინისტრ ორბანის უდროო ვიზიტს ვაკრიტიკებთ. ის ევროკავშირის სახელით არ საუბრობს“, - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ: