USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
Tbilisi
ევროკავშირის 13 ქვეყნის მინისტრი საქართველოში არჩევნების შესახებ, განცხადებას ავრცელებს
Date:  618

განცხადების თანახმად, ისინი სამართლიანი არჩევნებისთვის საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას გმობენ და ითხოვენ საქართველოში ჩატარებული არჩევნების მიუკერძოებელ გამოძიებას.

„ღრმად ვართ შეშფოთებული საქართველოში არსებული ვითარებით. საერთაშორისო დამკვირვებლებმა აღნიშნეს დარღვევები საარჩევნო კამპანიის დროს და ასევე, არჩევნების დღეს. ჩვენ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას ვგმობთ.

ჩვენ ვიზიარებთ მათ შეშფოთებას და საჩივრების მიუკერძოებელ გამოძიებასა და გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრას ვითხოვთ. ამ რთულ დროს ჩვენ ქართველების გვერდით ვდგავართ. მნიშვნელოვანია, რომ საპროტესტო აქციები და, კერძოდ, ხელისუფლების რეაქცია მათზე, მშვიდობიანი იყოს. საარჩევნო მთლიანობის დარღვევა ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატისგან მოსალოდნელ სტანდარტებს არ შეესაბამება. ის ქართველი ხალხის ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებების ღალატია. კანონის უზენაესობის დაცვა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ნებისმიერი წინსვლის განუყოფელი ნაწილია. ჩვენ საქართველოში პრემიერ-მინისტრ ორბანის უდროო ვიზიტს ვაკრიტიკებთ. ის ევროკავშირის სახელით არ საუბრობს“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • ჩეხეთის ევროპის საკითხთა მინისტრი, მარტინ დვორაკი;
  • დანიის ევროპის საკითხთა მინისტრი, მარი ბიერი;
  • გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევროპისა და კლიმატის საკითხებში, ანა ლიურმანი;
  • ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა;
  • ფინეთის ევროპის საკითხთა და საკუთრების მართვის მინისტრი, იოაკიმ სტრანდი;
  • საფრანგეთის მინისტრ-დელეგატი ევროპის საკითხებში, ბენჟამინ ჰადადი;
  • ევროკავშირის საკითხებში ირლანდიის სახელმწიფო მინისტრი, ჯენიფერ კეროლ მაკნილი;
  • ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიულ ლანდსბერგისი;
  • ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი, კასპარ ველდკამპი;
  • ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა, საგარეო ვაჭრობის, განვითარების სფეროში თანამშრომლობისა და ჰუმანიტარულ საკითხთა მინისტრი, ქსავიე ბეტელი;
  • პოლონეთის ევროკავშირის საკითხთა მინისტრი, ადამ შლაპკა;
  • პორტუგალიის სახელმწიფო მდივანი ევროპის საკითხებში, ინეშ დომინგოსი;
  • შვედეთის ევროკავშირის საკითხთა მინისტრი, იესიკა როსენკრანცი.
society
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way