USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Тбилиси
«Reuters» (დიდი ბრიტანეთი): „უკრაინა, რვა სოფლის გათავისუფლების შემდეგ, „ყველაზე დიდ დარტყმას“ ამზადებს“
дата:  445

ბრიტანულმა საინფორმაციო სააგენტომ „როიტერმა“ (Reuters) 20 ივნისს გამოაქვეყნა სტატია სათაურით „უკრაინა, რვა სოფლის გათავისუფლების შემდეგ, „ყველაზე დიდ დარტყმას“ ამზადებს“ (ავტორები - ტომ ბალმფორტი და პაველ პოლიტიუკი), რომელშიც ბოლო დღეებში რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტებზე მიმდინარე საომარი მოქმედებებია განხილული და შეფასებული.

გთავაზობთ პუბლიკაციის შემოკლებულ ქართულ თარგმანს:

უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები ბოლო ორი კვირის განმავლობაში მიმდინარე კონტრიერიშის ფარგლებში უკვე რვა სოფლიდან განდევნა. ეს რუსული ძალების მიერ ერთ-ერთი ყველაზე მტკიცედ გამაგრებული ტერიტორიები იყო, რომლებიც აზოვის ზღვის სანაპიროსკენ მიმავალ გზასთან ყველაზე ახლოსაა.

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დანიშნული ადგილობრივი მმართველი კვირას ამბობდა, რომ უკრაინამ ზაპორიჟიის რეგიონის სოფელი პიატიხატკი აიღო. მოგვიანებით კი განაცხადა, რომ სოფლიდან უკრაინული ძალები განდევნეს, მაგრამ ისინი კვლავ უტევენ.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი კი ამბობს, რომ უკრაინულმა ძალებმა არათუ სოფელი პიატიხატკი აიღეს, არამედ რუსეთის ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით, 7 კმ-ით წაიწიეს წინ და 113 კვადრატული მეტრი ფართობის ტერიტორიაც გაათავისუფლეს. "ბერდიანსკისა და მელიტოპოლის მიმართულებით, ორკვირიანი იერიშის დროს, 8 დასახლებაა გათავისუფლებული", - დაწერა ანა მალიარმა "ტელეგრამზე".

ამ სოფლების აღება უკრაინისთვის მნიშვნელოვანი მინაპოვარია, რადგან სწორედ ამ მიმართულებით დაცვის ხაზებს რუსული საოკუპაციო ძალები თვეების განმავლობაში ამაგრებდნენ. სოფელი პიატიხატკი აზოვის ზღვის სანაპირო ზოლიდან 90 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯარისკაცებს მადლობა გადაუხადა, მათი ძალისხმევა შეაქო და თქვა, რომ თავადაც განაგრძობს მუშაობას იმისთვის, რომ დასავლელი პარტნიორებისგან იარაღი და ამუნიცია მიიღოს და ის ფრონტზე მყოფებს, რაც შეიძლება სწრაფად მიაწოდონ. "ჩვენი ძალები წინ მიიწევენ, ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მიდიან. მთავარი ახლა მომარაგების სისწრაფეა", თქვა მან კვირა საღამოს.

ორშაბათს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მათ მოიგერიეს უკრაინის მცდელობა, აეღო სოფელი ნოვოდონეცკი, რომელიც აღმოსავლეთ დონეცკში მდებარეობს. ეს კიევის კონტრიერიშის კიდევ ერთი მიმართულებაა.

რუსეთის თავდაცვის უწყებამ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც რუსულად მოსაუბრე ჯარისკაცი ამბობს, რომ მან ფრანგული წარმობის ტანკი ჩაიგდო ხლში. ამის შესახებ ცნობები არც კიევს დაუდასტურებია და არც დამოუკიდებელად ხერხდება მათი გადამოწმება.

უკრაინა ადასტურებს იერიშებს 1000 კმ სიგრძის ფრონტის ხაზის გასწვრივ რამდენიმე მიმართულებით, რომ მისი ტეერიტორის ოკუპირებული 18% გაათავისუფლოს. თუმცა, კიევი უსაფრთხოების მიზნით, ბოლო პერიოდში საბრძოლო გეგმების, მიმართულებების თუ სხვა ტაქტიკის შესახებ მაქსიმალურად ზღუდავს ინფორმაციის გავრცელებას.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ კონტრიერიშის უმთავრესი ეტაპი ჯერ წინ არის. სავარაუდოდ, დიდია მსხვერპლი ორივე მხარეს, თუმცა თითოეული მათგანი ამბობს, რომ მოწინააღმდეგეს ბევრად მეტი დანაკარგი აქვს.

დასავლეთში უკრაინის იერიშებს აფასებენ, როგორც რუსეთის თავდაცვის ხაზების გამოცდას, დატესტვას. ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მოსკოვი კიევის იერიშების მიმართულების გამოცნობას და გადაჯგუფებას, ძალების სხვაგვარ განლაგებას ცდილობს.

ბრიტანეთისა და ესტონეთის დაზვერვის წარმომადგენლები ამბობენ, რომ რუსები ძალებს აღმოსავლეთით, მდინარე დნიპროს სამხრეთით აჯგუფებენ, დატბორილი ტერიტორიების გასწვრივ. ესტონეთის შეფასებით, კიეევი კონტრიერიშს "მეთოდურად" უდგება".

წყარო: https://www.reuters.com/world/europe/ukraine-says-eight-villages-retaken-russian-forces-two-weeks-2023-06-19/

 

мир
პესკოვი: ირანის ლიდერების მკვლელობებს "მძიმე შედეგები“ ექნება

ირანის ლიდერების მკვლელობები ამერიკა-ისრაელის ოპერაციის დროს ძალიან მძიმე შედეგებს გამოიწვევს. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი იმედოვნებს, რომ მსგავსი სიტუაციები ნორმად არ გადაიქცევა.

„ეს მართლაც ის რეალობაა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ეს ნორმა არ გახდება. და ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არ არის ნორმა. ამას მომავალშიც ექნება ძალიან ღრმა შედეგები, — განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ ადრე Axios წერდა, რომ ირანის ახალი უმაღლესი ლიდერის დანიშვნის შემდეგ მოჯტაბა ხამენეი პრაქტიკულად არ ჩნდება საჯაროდ. ეს ფაქტი კითხვებს ბადებს საერთაშორისო სადაზვერვო სამსახურისა და ანალიტიკოსების მხრიდან.

Axios-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი აღნიშნავდა, რომ აშშ-სა და ისრაელს აქვთ ინფორმაცია, რომ მოჯტაბა ხამენეი კვლავ ცოცხალია. აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ იგი დაღუპულია ან სრულად ქმედუუნაროა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати