USD 2.7433
EUR 2.8862
RUB 2.7214
Tbilisi
«Reuters» (დიდი ბრიტანეთი): „რიგითი ირანელები შეშფოთებულები არიან დონალდ ტრამპის არჩევით, მაგრამ ზოგიერთებს უხარიათ“
Date:  151

ბრიტანული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „როიტერი“ (Reuters) ავრცელებს სტატიას სათაურით „ირანელები შეშფოთებულები არიან დონალდ ტრამპის არჩევით, მაგრამ ზოგიერთებს უხარიათ“ (ავტორი - ფარისა ჰაფეზი, დუბაიდან).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

 დონალდ ტრამპის გამარჯვება უბრალო რიგით ირანელებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია - ზოგიერთებს ეშინიათ, რომ ომის დაწყების რისკი გაიზრდება, ხოლო სხვებს იმედი აქვთ, რომ აშშ-ის მკაცრი პოზიცია ირანში პოლიტიკურ ცვლილებებს გამოიწვევს - უკეთესობისაკენ.

„ძალიან მიხარია, რომ დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. ვიმედოვნებ, რომ იგი გააგრძელებს ისლამურ რესპუბლიკაზე ზეწოლას და ეს რეჯიმის კრახს გამოიწვევს“, - უთხრა „როიტერს ტელეფონით 42 წლის დიასახლისმა ზოჰრემ, რომელიც თეირანში ცხოვრობს.

ზოგიერთი ირანელი - მაგალითად, პენსიაზე მყოფი მასწავლებელი ჰამიდრეზა, შიშობს, რომ დონალდ ტრამპის მიერ მოსალოდნელი ეკონომიკური ზეწოლა, თუ იგი ისევ გააგრძელებს ტავისი პირველი ვადის - 2017-2020 წლების პოლიტიკას, ირანზე ცუდად აისახება.

მე იმედგაცრუებული ვარ დონალდ ტრამპის არჩევით. გამოდის, რომ ჩვენზე კვლავ ეკონომიკური ზეწოლა განხორციელდება, მატულობს ისრაელთან ომის რისკიც. მოკლედ, მე შეშფოთებული ვარ“, - თქვა 66 წლის ჰამიდრეზამ, რომელიც ირანის ჩრდილოეთ ნაწილში, კასპიის ზღვის ნაპირზე მდებარე ქალაქ რეშტში ცხოვრობს.

„ჩემთვის სულერთია, ვინ იქნება ამერიკის პრეზიდენტი. ჩემი მთავარი საზრუნავი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობაა. მთავარია, რომ სანქციები მოგვიხსნან და თუ ეს ასე მოხდება, მაშინ შედარებით კარგად ვიცხოვრებთ“, - ამბობს 34 წლის სახელმწიფო მოსამსახურე, სახელად ნადერი, ირანის სამხრეთით მდებარე ქალაქ ახვაზიდან, ორი შვილის მამა.

„მე კმაყოფილი ვარ. დონალდ ტრამპი სერიოზული ლიდერია, რომელიც გავლენას მოახდენს ირანის სულიერ მმართველებზე. ეს კარგი იქნება ირანისათვის, რომელიც დემოკრატიულ მმართველონას საჭიროებს“, - განაცხადა თეირანის უნივერსიტეტის სტუდენტმა, 21 წლის პარასტმა.

ირანელმა პოლიტიკურმა ლიდერებმა თავიანთ საჯარო განცხადებებში განგებ შეამცირეს დონალდ ტრამპის გამარჯვების მნიშვნელობა თეირანის პოლიტიკისათვის, თუმცა შეშფოთებაც შეიმჩნევა - ვაითუ დონალდ ტრამპმა ისრაელის აგრესიულ პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს სრულ უფლებას მისცემს საჰაერო დარტყმა მიაყენოს ირანის ბირთვულ ობიექტებს, განახორციელოს მკვლელობები და ირანის ნავთობმრეწველობის მიმართ სანქციები გაამკაცროს.

ზოგიერთებს აზრით, დონალდ ტრამპი სიფრთხილეს გამოიჩენს ომთან დაკავშირებით: „დონალდ ტრამპი ბიზნესმენია და მან კარგად იცის, რომ იარანი ძლიერია. ირანს სეუძლია ახლო აღმოსავლეთი ჯოჯოხეთად გადააქციოს, თუ მას თავს დაესხმებიან. მან ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ცვენს რეგიონში ომი არ გაჩაღდეს“, - ამბობს რეზა მოჰამედი, ირანის ნებაყოფლობითი მოლაშქრეების ორგანიზაციის „ბასიჯის“ წევრი, რომელიც ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქ ისპაანში ცხოვრობს.

წყარო: https://www.reuters.com/world/middle-east/iranians-worried-elated-wary-mixed-reaction-trump-win-2024-11-06/

 

analytics
«Lauterbacher Anzeiger» (გერმანია): „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“

გერმანული გაზეთი „ლაუთერბახერ ანცეიგერი“ (Lauterbacher Anzeiger - იბეჭდება ჰესენის მხარეში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“ (ავტორი - ფლორიან ნაუმანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან სამ კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ ევროკავშირს ჯერ კიდევ არ აქვს გამოხატული მკაფიო პოზიცია და ამ ეტაპზე მხოლოდ განმარტებებს ითხოვს. ბრიუსელს ამისათვის საკმაო მიზეზები აქვ: არცევნებში რატომღაც მოულოდნელად გაიმარჯვა სულ უფრო ავტორიტარმა და პრორუსულად განწყობილმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რაც ბევრ კითხვას იწვევს. ოქტომბრის ბოლოდან ოპოზიცია არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების ფაქტებს აგროვებს, მაგრამ მნიშვნელოვანი კანონდარღვევების რაოდენობა, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის.

დებატები ევროპარლამენტში: საით მიდის საქართველო?

ამ კვირაში ევროპის პარლამენტში მიმდინარე დებატების დროს ორი მომენტი აშკარად გამოიკვეთა: პარლამენტართა ერთმა ნაწილმა ევროკავშირი ორმაგი პოლიტიკის გატარებაში  და არჩევნების შედეგების მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით შეფასებაში დაადანაშაულა, ხოლო მეორე ნაწილმა საქართველოს მთავრობის მიმართ უფრო ხისტი ზემოქმედება მოითხოვა. გადაწყვეტილება (ალბათ, სიმბოლური მნიშვნელობის მქონე) ჯერ მიღებული არ არის.

საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, ამჟამად საკითხის აქტუალობა იმაშია, გადავა თუ არა  საქართველო რუსეთის ორბიტაზე და გახდება თუ არა მისი თანამგზავრი - მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას ევროპული ორიენტაცია აქვს. ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს - იყო თუ არა არჩევნები დემოკრატიული და სამართლიანი.

გერმანიის „მწვანეთა“ პარტიის წარმომადგენელი სერგეი ლაგოდინსკი და ესტონელი სოციალ-დემოკრატი მარინა კალიურანდი ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ყოველ შემთხვევაში, ისინი დამადასტურებელ ფაქტებს ვერ ხედავენ. ორივე პოლიტიკოსი ევროპარლამენტის დელეგაციის - „ევრონესტის“ წევრები არიან, რომელთა მოვალებაშია ურთიერთობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ჰქონდეთ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და სომხეთი. სერგეი ლაგოდინსკი, თავის მხრივ, „ევრონესტის“ თავმჯდომარეა.

თბილისი მოსკოვსა და ბრიუსელს შორის

„საქართველო და მოლდოვა ჭადრაკის ფიგურები არ არიან, რომ ჩვენ ისინი დაფაზე გადავაადგილოთ. ისინი სახელმწიფოებს წარმოადგენენ და მათ თავიანთი მომავალი აქვთ“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, რომელსაც მხედველობაში აქვს ორივე ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები. თუმცა იგი ყურადღება ასევე ამახვილებს სავარაუდო გაყალბებაზეც და აღნიშნავს, რომ არსებობს არგუმენტები განმეორებითი არჩევნების ჩასატარებლად.

 „პირადად ჩემთვის საკითხი ასე გამოიხატება: რა უნდა ვუქნათ იმ პარტიას, რომელიც ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკას ატარებს? საქართველოს ძირითად კანონში ჩაწერილია, რომ ქვეყნის მიზანს ევროკავშირთან ინტეგრაცია წარმოადგენს“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სიტყვით ოფიციალურად ადასტურებს, რომ მისი მიზანი 2030 წლისათვის ევროკავშირში გაწევრიანებაა, მაგრამ საქმით მთავრობამ უკვე დიდი ხნის გადაუხვია ევროკავშირისაკენ მიმავალი გზიდან, როცა პრორუსული კანონები მიიღო, ბრიუსელის გაფრთხილებისა და საპროტესტო აქციების მიუხედავად. „ვფიქრობ, მართლაც გონივრული იქნებოდა არჩევნების განმეორებით ჩატარება - უბრალოდ, საზოგადოება რომ სიმართლეში დარწმუნდეს“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, - ნებისმიერ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ მანიპულაციები მართლაც მოხდა, ახალი არჩევნების ჩატარება აუცილებელია, თანაც საერთაშორისო კონტროლით“.

მარინა კალიურანდსაც ასეთივე თავალსაზრისი აქვს: „უნდა დაველოდოთ განმარტებებს [და სასამართლოს გადაწყვეტილებებს], სპეკულირება არ უნდა მოხდეს... მაგრამ თუ დამტკიცდება, რომ არჩევნები იმაზე უარესად ჩატარდა, როგორც ამას ეუთოს დამკვირვებლები აღწერენ, მაშინ ჩვენ მკაფიო რეაგირება უნდა მოვახდინოთ“. აღსანიშნავია, რომ ეუთოს მისიამ დაგმო ცალკეული დარღვევები, მიუთითა მთავრობისა და ოპოზიციის არათანაბარ პირობებზე, მაგრამ არჩევნებში მასშტაბური ფალსიფიცირება არ დაუფიქსირებია.

„ეუთოს მისიამ 2020 წლის არჩევნებიც დაახასიათა როგორც კონკურენტული და კარგად ორგანიზებული“, - ამბობს მარინა კალიურანდი, რომელიც ადრე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მანამდე კი ესტონეთის ელჩი რუსეთში, - „თუმცა ასეთი დახასიათება დემოკრატიული ქვეყნისათვის საკმარისი არ არის. ჩვენ ყველას გვსურს, რომ არჩევნები გამჭვირვალე და პატიოსნად ჩატარდეს“. მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაუქმება ლოგიკური იქნება, თუ ქვეყანა თამაშის წესებს არ დაიცავს.

განხეთქილება ევროპარლამენტის მემარჯვენეთა ბანაკში

სერგეი ლაგოდინსკის თქმით, საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაცია თვლის, რომ არჩევნებში მრავალი დარღვევა მოხდა. „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასოციაციის წევრები ობიექტურად აფქსირებდნენ დარღვევებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროსაც, მაშინ მათი პოზიცია პოლიტიკურად მიუკერძოებლად  უნდა ჩაითვალოს. ეს სერიოზული არგუმენტია“, - ამბობს მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი.

დღემდე ევროკავშირს თავისი მტკიცე პოზიცია დაფიქსირებული არ აქვს. „ალბათ, ეს იმას უკავშირდება, რომ ჯერ-ჯერობით მოსმენები კომისიებში ისევ მიმდინარეობს... საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნებაზეა დამოკიდებული. ამჟამად რაიმე კონფრონტაცია არ შეიმჩნევა“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი.

ევროპარლამენტში 13 ნოემბერს დებატების დროს აზრდტა სხვადასხვაობა დაფიქსირდა აღმოსავლეთევროპელ მემარჯვენეთა შორის. უნგრელი პოლიტიკოსის ანდრაშ ლასლოს აზრით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის კურსის ერთგულია და რომ არჩევნების შედეგები ევროკავშირმა უნდა აღიაროს. პოლონელმა მალგოჟატა ჰოსევსკამ ყოფილი მმართველი პარტიიდან „კანონი და სამართლიანობა“, პირიქით, განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლებაში არის პიროვნება, რომელსაც [რუსეთთან] გაურკვეველი კავშირები აქვს“ (იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი). პოლონელმა დეპუტატმა ევროკავშირს მოუწოდა, რომ „საქართველოს მმართველი რეჟიმის ირგვლივ სანიტარული კორდონი უნდა შეიქმნას“.

წყარო: https://www.lauterbacher-anzeiger.de/politik/georgien-rueckt-in-putins-umlaufbahn-begehen-die-eu-einen-error-zr-93415845.html

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way