USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Тбилиси
«Reuters»: ამერიკაში იწყება მძიმე საპრეზიდენტო მატჩ-რევანში
дата:  497

ბრიტანულმა საინფორმაციო-ანალიტიკურმა სააგენტომ „როიტერმა“ (Reuters) თავის ვებ-გვერდზე გამოქვეყნა სტატია სათაურით „ჯო ბაიდენს და დონალდ ტრამპს პარტიების საპრეზიდენტო ნომინაციები პრაქტიკულად გარანტირებული აქვთ: იწყება მძიმე საპრეზიდენტო მატჩ-რევანში“ (ავტორები - ჯოზეფ აქსი და ალექსანდრა ულმერი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 12 მარტის შიდაპარტიულ არჩევნებზე საკუთარი პარტიებიდან 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ნომინაციისთვის საჭირო მხარდაჭერა პრაქტიკულად უკვე გარანტირებულად მოიპოვეს. ახლა მხოლოდ პარტიის ყრილობაზე კანდიდატად მათი ფორმალურად დასახელება რჩება. ამით შეერთებულ შტატებში კანდიდატთა ხელმეორე რევანშის ისტორიული მომენტი, ბოლო თითქმის 70 წლის განმავლობაში კიდევ ერთხელ იქნება.

81 წლის ბაიდენს ნომინაციის მოსაპოვებლად დემოკრატიული პარტიიდან 1 968 დელეგატის ხმა ესაჭიროებოდა. კვლევითი ორგანიზაცია "ედისონ რისერჩის" შეფასებით, ეს ზღვარი მან სამშაბათს, 12 მარტის საღამოს გადალახა, როგორც კი ცნობილი გახდა ჯორჯიის შტატში შიდაპარტიული არჩევნების პირველი შედეგები. სამშაბათსვე ჩატარდა არჩევნები მისისიპისა და ვაშინგტონის შტატებში, ასევე - უცხოეთში მცხოვრებ ამერიკელ ამომრჩევლებში.

სულ რამდენიმე საათში, რესპუბლიკელთა ნომინაციისთვის საჭირო 1 215 დელეგატის ხმა შეაგროვა 77 წლის დონალდ ტრამპმაც, ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა. მან გაიმარჯვება ჯორჯიის შტატშიც კი მოიპოვა, სადაც ექსპრეზიდენტს, შტატის 2020 წლის არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობის ბრალდებით, სისხლის სამართლის საქმეზე ასამართლებენ.

12 მარტის კენჭისყრის შედეგი ძირითადად ორივე პარტიაში წინასწარ იყო განსაზღვრული. დონალდ ტრამპის ნომინირების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ გასული კვირის ე.წ. სუპერ-სამშაბათის შემდეგ აღარ იდგა, რადგან მისმა ოპონენტმა, გაეროში ამერიკის ყოფილმა ელჩმა ნიკი ჰეილიმ 15-დან 14 შტატში დამარცხების შემდეგ, საპრეზიდენტო კამპანია შეწყვიტა.

ორივე პარტიიდან საპრეზიდენტო კანდიდატის ნომინირება ზაფხულში იგეგმება. რესპუბლიკელთა ყრილობა 15-18 ივლისს ჩატარდება, დემოკრატთა ყრილობა კი - 19-22 აგვისტოს. ამერიკის 47-ე პრეზიდენტის ასარჩევად საყოველთაო არჩევნები კი შეერთებულ შტატებში 5 ნოემბერს გაიმართება.

წყარო: https://www.reuters.com/world/us/biden-trump-poised-clinch-nominations-set-up-bruising-presidential-rematch-2024-03-12/

общество
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати