USD 2.7440
EUR 3.0464
RUB 3.4087
Тбилиси
Reuter: აშშ-მა და საუდის არაბეთმა 142 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის პაკეტზე შეთანხმება გააფორმეს
дата:  263

შეერთებული შტატები საუდის არაბეთისთვის 142 მილიარდ აშშ დოლარამდე ღირებულების იარაღის პაკეტის მიყიდვას დათანხმდა, - ინფორმაციას Reuters-ი თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს.

თეთრი სახლის ცნობით, შეთანხმება, რომელსაც ხელი მოეწერა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში ვიზიტის დროს, თავდაცვის თანამშრომლობის სფეროში ყველაზე მასშტაბური შეთანხმებაა, რაც ვაშინგტონს ოდესმე დაუდევს.

„დღეს ხელმოწერილი პაკეტი, რომელიც აშშ-ის ისტორიაში თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ყველაზე დიდი შეთანხმებაა, ჩვენი პარტნიორობის გაძლიერების მიმართ ჩვენი ერთგულების ნათელი დემონსტრირებაა“, - აცხადებენ თეთრ სახლში.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ შეთანხმება მოიცავს გარიგებებს ათზე მეტ ამერიკულ თავდაცვის კომპანიასთან ისეთ სფეროებში, როგორიცაა საჰაერო და სარაკეტო თავდაცვა, საჰაერო ძალებისა და კოსმოსური სივრცის განვითარება, საზღვაო უსაფრთხოება და კომუნიკაციები.

Тбилиси
თბილისის ქუჩები რომელთაც 14 მაისს დენი გაეთიშებათ

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 15 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის  დასახლების XI მიკრორაიონის III კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის IV კვარტლის, მეტრო „ნაძალადევი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, ცოტნე დადიანის, ქავთარაძის და რჩეულიშვილის ქუჩების მოსახლეობას. 

ვაკის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შატბერაშვილის, კეკელიძის, ჟვანიას, მარაბდის, შროშის, შენგელაიას, ღოღობერიძის, მარუხის გმირთა, ჯანაშვილის, ქუთათელაძის, მცხეთის, ქობულეთის, ბურკიაშვილის, ბაზალეთის, ნაფარეულის, ბარნოვის, ფალიაშვილის, აბაშიძის, ერისთავის და თაქთაქიშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

საბურთალოს რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), იოსელიანის, მინდელის, საბურთალოს, ალექსიძის, მარიჯანის, ნადირაძის, ჯიქიას, ანაკლიის, ანჯაფარიძის, სანდრო ეულის, შავიშვილის, ქავთარაძის, უნივერსიტეტის, მამასახლისოვის, დანელიას, სურგულაძის, პოლიტკოვსკაიას, ფხაკაძის და წმინდა მოწამე ვასილისკოს ქუჩების მოსახლეობას.  

მთაწმინდის რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩიტაძის,  ბესიკის, არსენას, ინგოროყვას, კრავეიშვილის, უკლებას, მესხის, კოტეტიშვილის, მთაწმინდის, ყიფიანის, ჭონქაძის, მოსიძის, ბერიძის, ვეძინის და ძმები ზუბალაშვილების   ქუჩების მოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამოსამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებ

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати