USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Tbilisi
Reuter: აშშ-მა და საუდის არაბეთმა 142 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის პაკეტზე შეთანხმება გააფორმეს
Date:  1177

შეერთებული შტატები საუდის არაბეთისთვის 142 მილიარდ აშშ დოლარამდე ღირებულების იარაღის პაკეტის მიყიდვას დათანხმდა, - ინფორმაციას Reuters-ი თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს.

თეთრი სახლის ცნობით, შეთანხმება, რომელსაც ხელი მოეწერა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში ვიზიტის დროს, თავდაცვის თანამშრომლობის სფეროში ყველაზე მასშტაბური შეთანხმებაა, რაც ვაშინგტონს ოდესმე დაუდევს.

„დღეს ხელმოწერილი პაკეტი, რომელიც აშშ-ის ისტორიაში თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ყველაზე დიდი შეთანხმებაა, ჩვენი პარტნიორობის გაძლიერების მიმართ ჩვენი ერთგულების ნათელი დემონსტრირებაა“, - აცხადებენ თეთრ სახლში.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ შეთანხმება მოიცავს გარიგებებს ათზე მეტ ამერიკულ თავდაცვის კომპანიასთან ისეთ სფეროებში, როგორიცაა საჰაერო და სარაკეტო თავდაცვა, საჰაერო ძალებისა და კოსმოსური სივრცის განვითარება, საზღვაო უსაფრთხოება და კომუნიკაციები.

tbilisi
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
By the way