USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
ესპანეთის პრემიერი ყოფილი მეფის ხუან კარლოს პირველის ქვეყნიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილებას, პატივისცემას უცხადებს
дата:  723

3 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ესპანეთის ყოფილმა მეფემ ხუან კარლოს პირველმა ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ზოგიერთმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყოფილი მეფე პორტუგალიაში გადავიდა. ხუან კარლოსის განცხადებით, ის საჭიროების შემთხვევაში, პროკურატურასთან ითანამშრომლებს.

შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში 82 წლის ხუან კარლოს პირველის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებებმა იჩინა თავი. „როიტერის“ ინფორმაციით, ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ გამოკვლევა დაიწყო მონაწილეობდა თუ არა ხუან კარლოს პირველი ჩქაროსნული რკინიგზის ხელშეკრულების საქმეში, რომელიც საუდის არაბეთთან გაფორმდა. მანამდე შვეიცარულმა გაზეთმა დაწერა, რომ ხუან კარლოსმა ამ საქმეში მონაწილეობისთვის საუდის არაბეთის აწ უკვე გარდაცვლილი მეფისგან 100 მილიონი აშშ დოლარი მიიღო.

ცნობისთვის, მონარქის სავარძელი ხუან კარლოს პირველმა 1975 წელს დაიკავა. 2014 წლის ივნისში იგი ტახტიდან ოფიციალურად გადადგა და ესპანეთის მეფე მისი ვაჟი, ფილიპე VI გახდა.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის პედრო სანჩესის განცხადებით, ყოფილი მეფის, ხუან კარლოს პირველის ქვეყნიდან წასვლასთან დაკავშირებით, ის სრულ პატივისცემას უცხადებს სამეფო სახლის გადაწყვეტილებას.

მისივე თქმით, ყოფილი მეფის წასვლის გადაწყვეტილება შესაბამისობაში მოდის ძლიერ დემოკრატიასთან. სანჩესის განმარტებით, „ადამიანები სამართლდებიან და არა ინსტიტუტები“.

„პირველ რიგში, მთავრობას და მე, როგორც პრემიერ-მინისტრს, სრული პატივისცემა გვაქვს სამეფო სახლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიმართ. ასევე, ასამართლებენ ადამიანებს და არა ინსტიტუტებს. ამ შემთხვევაში ბატონმა ხუან კარლოსმა ნათლად გამოხატა, რომ თუკი საჭირო გახდება, ის სასამართლოს განკარგულებაშია ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ესპანელი“, - განაცხადა პედრო სანჩესმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ არ ფლობს ინფორმაციას, იმყოფება თუ არა ხუან კარლოს პირველი პორტუგალიაში.

Тбилиси
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати