USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
Тбилиси
«ABC»(ესპანეთი): „ვიყოთ რეალისტები“: ევროპელები არ აღიარებენ, მაგრამ უკრაინაში ომი უკვე მთავრდება“
дата:  475

ესპანურ ABC-ში, რომელიც პოპულარობით და ტირაჟით ქვეყნის გაზეთების სამეულში შედის - El País-სა და El Mundo-სთან ერთად, გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ვიყოთ რეალისტები“: ევროპელები არ აღიარებენ, მაგრამ უკრაინაში ომი უკვე მთავრდება“, რომლის ავტორია ხუან მანუელ დე პრადა, ესპანელი მწერალი და ლიტერატურული კრიტიკოსი.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

თითქმის 30 წლის წინათ, როცა გულწრფელი და ოპტიმიზმით აღსავსე ახალგაზრდა ვიყავი, კამილო ხოსე სელამ (ესპანელი კლასიკოსი მწერალი, 1989 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი) ერთ-ერთი მეგობრული საუბრის დროს ასეთი რამ მითხრა: „მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ყოველთვის გვთავაზობენ რეალობას იმ ვერსიით, რომელიც მათ იდეოლოგიას შეესაბამება.  მათი ერთმანეთთან შედარება და გაანალიზება აუცილებელია, რათა ტყუილი სინამდვილისაგან გავარჩიოთ“.

კამილო ხოსე სელას სიტყვები იმ დროს გამახსენდა, როცა მასმედიის ერთსულოვნება დავინახე ოვალურ კაბინეტში მომხდარი უცნაური შეხლა-შემოხლის შემდეგ - დონალდ ტრამპმა  ვოლოდიმირ ზელენსკის შეახსენა, რომ მან ომი უკვე წააგო და თუ იგი საომარ მოქმედებებს გააგრძელებს, ფრონტზე ათასობით ადამიანს ისევ გაგზავნის, ამით მესამე მსოფლიო ომის პროვოცირება შეიძლება მოხდესო.

კაცმა რომ თქვას, უკრაინაში მიმდინარე ომმა უკვე გამოავლინა, თუ ვინაა მოგებული და ვინაა წაგებული - მიუხედავად იმისა, რომ გონებადაბინდულ ევროპელ პოლიტიკოსებს ამის აღიარება არ სურთ. ომი, შეიძლება ითქვას, დასრულებულია - დონალდ ტრამპს აღარ სურს, რომ კონფლიქტის მთელი სიმძიმე ამერიკამ თავისი მხრებით ატაროს. მან იცის, რომ ომი წაგებულია: როგორც კი აშშ-ის დახმარება შეწყდება, მთელი ეს აბსურდის თეატრი დასრულდება.

ვრცელდება ინფორმაციები პატრიოტული მოწოდებებით, „ომი სისხლის უკანასკნელ წვეთამდე“, „იბრძოლე, უკრაინა, ჩვენ შენთან ვართ“, ამასობაში კი ისინი, ვისაც ევროპა მხარდაჭერას უცხადებს, ყოველდღიურად ათასობით იხოცებიან. პოლიტიკოსებს იმედი აქვთ, რომ ახალგაზრდები ამ პატრიოტული მოწოდებების ფონზე ჯარში წასვლას გადაწყვეტენ მარიუპოლის, ბახმუტის, ავდეევკას და შეიძლება ყირიმის დასაბრუნებლადაც კი... თუმცა ვეჭვობ, რომ უკრაინელებს უკვე ვერავინ ვერ მოატყუებს, განსაკუთრებით კი ისინი, ვინც მათ მომავალი წაართვა.

ესპანური მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის, რომელიც მოვლენებს „ვარდისფერი სათვალით“ უყურებს, უმჯობესი იქნებოდა მოვლენებისათვის რეალურად შეეხედა და ჩვენი მმართველი ზედაფენისათვის რჩევა მიეცა, რომ მთავრობამ მკაცრი ნეიტრალიტეტის პოლიტიკა გაატაროს. ესპანეთისათვის ნეიტრალიტეტის დაცვა ომის პერიოდში ყოველთვის ისტორიულად მომგებიანი იყო. უმჯობესი იქნებოდა, რომ ესპანურმა მედიამ გროტესკულად არ წარმოაჩინოს და დამცინავად აღწეროს უკრაინის კონფლიქტი მეორე მსოფლიო ომის მოძველებული მიდგომებით - თითქოსდა ის სამშვიდობო მოლაპარაკება, რომლის დაწყებაც დონალდ ტრამპს სურს, „მიუნჰენის 1938 წლის გარიგებას მოგვაგონებსო“.

თუ ჩვენ რუსეთ-უკრაინის ომს ობიექტური თვალსაზრისით მივუდგებით, მაშინ ისიც ვთქვათ, რომ მეორე მსოფლიო ომში აშშ და რუსეთი საერთო მტრის წინააღმდეგ იყვნენ გაერთიანებულები. ვშიშობ, რომ თუ ისტორია განმეორდება, იმ როლს, რომლის შესრულებაც მესამე რაიხს მოუწია, დღეს ევროპა გაიმეორებს. ალბათ, არ არის საჭირო ომის გაგრძელებაზე ლაპარაკი იმ სახლში, სადაც ომის შედეგად ჩამოხრჩობილი უკვე გყავს.

წყარო: 

общество
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати