USD 2.6424
EUR 3.0144
RUB 3.4007
Tbilisi
ეს დღე ისტორიაში
Date:  1014

14 სექტემბერი — გრიგორიანული კალენდრის 257-ე დღე (ნაკიან წლებში – 258-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 108 დღე.

დღის მოვლენები

  • ძვ. წ. 5509 : ეპოქა ბიზანტიური კალენდრით.
  • 1752 : ბრიტანეთის იმპერია გრიგორიანულ კალენდარზე გადადის, 11 დღის გამოტოვებით (წინა თარიღი იყო 2 სექტემბერი).
  • 1812 : ნაპოლეონის ჯარები მოსკოვში შედიან.
  • 1829 : ოსმალეთის იმპერია ხელს აწერს ადრიანოპოლისის ხელშეკრულებას რუსეთთან, რითაც მთავრდება რუსეთ-თურქეთის ომი.
  • 1847 : მექსიკა-ამერიკის ომი — უინფრიდ სკოტი მეხიკოს იღებს.
  • 1886 : საბეჭდი მანქანის ლენტა დაპატენტდა.
  • 1917 : დროებითმა მთავრობამ რუსეთი რესპუბლიკად გამოცხადდა.
  • 1923 : მიგელ პრიმო დე რივერა ესპანეთის დიქტატორი ხდება.
  • 1948 : საფუძველი ჩაეყარა გაეროს შენობას ნიუ-იორკში.
  • 1959 : საბჭოთა კოსმოსური ხომალდი ლუნა-2 პირველი ხელოვნური ობიექტი გახდა, რომელმაც მთვარეს მიაღწია.
  • 1960 : ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია (ოპეკი) დაარსდა.
  • 1975 : პირველი ამერიკელი წმინდანის, ელისაბედ ანა სეტონის, კანონიზაცია პაპი პავლე VI-ეს მიერ.
  • 2003 : რეფერენდუმით შვედეთი ევროს გადასვლაზე უარს აცხადებს.
  • 2003 : რეფერენდუმით ესტონეთი ევროკავშირში შესვლაზე თანხმობას აცხადებს.
  • 2007 : იაპონური კოსმოსური ზონდი კაგუია გაუშვეს ტანეგაშიმას კოსმოდრომიდან მთვარის კვლევის მისიაზე.
  • 2009 : ჩოგბურთში, კიმ კლეისტერსი და ხუან მარტინ დელ პოტრო აშშ-ის ღია ჩემპიონატის გამარჯვებულები გახდნენ.
  • 2014 : შვედეთის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ, სტეფან ლევენის მეთაურობით საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1762 : ჩერუბინი, ლუიჯი — იტალიელი კომპოზიტორი
  • 1769 : ჰუმბოლდტი, ალექსანდერ — გერმანელი ბუნებისმეტყველი და მოგზაური
  • 1771 : რაევსკი, ნიკოლოზ — რუსი გენერალი და სახელმწიფო მოღვაწე
  • 1849 : პავლოვი, ივანე — რუსი ფიზიოლოგი, ნობელის პრემიის ლაურეატი
  • 1886 : ჰიოპნერი, ერიხ — გერმანელი სამხედრო მოღვაწე
  • 1926 : ბიუტორი, მიშელ — ფრანგი მწერალი
  • 1942 : ვირსალაძე, ელისო — ქართველი პიანისტი
  • 1947 : ნილი, სემ — ახალ ზელანდიელი მსახიობი

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • ძვ. წ. 9 : ნერონ კლავდიუს დრუზუსი — რომაელი პოლიტიკოსი (დ. ძვ. წ. 38)
  • 258 : მღვდელმოწამე კვიპრიანე — კართაგენის ეპისკოპოსი
  • 585 : ბიდაცუ — იაპონიის იმპერატორი
  • 775 : კონსტანტინე V — ბიზანტიის იმპერატორი
  • 891 : სტეფანე V — რომის პაპი
  • 1164 : სუტოკუ — იაპონიის იმპერატორი
  • 1523 : ადრეანე VI — რომის პაპი
  • 1712 : კასინი, ჯოვანი დომენიკო — იტალიელი ასტრონომი
  • 1851 : ჯეიმზ ფენიმორ კუპერი — ამერიკელი მწერალი
  • 1852 : ართურ უელესლი, I ჰერცოგი უელინგტონი — ბრიტანეთის საგარეო საქმეთა და პრემიერ-მინისტრი
  • 1927 : აისედორა დუნკანი — ამერიკელი ბალერინა, ესენინის მეუღლე
  • 1940 : ემილ არგანი — შვეიცარიელი გეოლოგი
  • 1958 : ანდღულაძე, ვასილ — ქართველი თერაპევტი
  • 1966 : ჯემალ გიურსელი — თურქეთის საზოგადო მოღვაწე, რესპუბლიკის პრეზიდენტი, გენერალი
  • 1984 : ნოდარ დუმბაძე — ქართველი მწერალი
  • 2009 : პატრიკ სუეიზი — ამერიკელი მსახიობი, მოცეკვავე და მომღერალი

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • ძვ. სტ. 1 სექტემბერი — ბიზანტიური კალენდრის ერთ-ერთი ვარიანტის მიხედვით ახალი წლის დასაწყისი, გამოიყენებოდა საეკლესიო პრაქტიკაშიც
    • ‎წმინდა აითალე
    • 40 ქალწული და ამონა დიაკონი
    • კალისტა, ევოდი და ერმოგენი
    • მართალი ისუ
society
საბაჟო გამშვებ პუნქტ „წითელი ხიდის“ ცვლის უფროსი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასა და შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტ „წითელი ხიდის“ ცვლის უფროსი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბრალდებული მოქალაქეს სავალდებულო დეკლარირების გარეშე 200 000 აშშ დოლარის შემოტანაში ხელის შეწყობას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც 8 ათასი აშშ დოლარი მოითხოვა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მოქალაქეს დაჰპირდა, რომ ხელს შეუწყობდა სავალდებულო დეკლარირების გარეშე 200 000 აშშ დოლარის შემოტანაში. აღნიშნული მფარველობის სანაცვლოდ, საჯარო მოხელემ ქრთამის სახით, ყოველ ერთეულ შემთხვევაში, 8 000 აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა.

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბრალდებული წინასწარ მოთხოვნილი თანხის ნაწილის - 4 000 აშშ დოლარის აღებისთანავე დააკავეს.

სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ამსახველი აუდიო და ვიდეო მტკიცებულებები.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-იდან 11 წლამდე ვადით.

მოუწოდებს საჯარო მოხელეებსა და მათთან დანაშაულებრივ გარიგებაში შესვლის სურვილის მქონე პირებს, თავი შეიკავონ მსგავსი უკანონო ქმედებებისგან, ვინაიდან სამართალდამცავი უწყებების რეაგირება ნებისმიერ მსგავს ფაქტზე იქნება მყისიერი და კანონის შესაბამისად მკაცრი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 


See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way