USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Тбилиси
ერევანი აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ცალმხრივად იცავს
дата:  928

“სომხური მხარე ცეცხლის ჰუმანიტარული მიზნით შეწყვეტის რეჟიმს იცავს და აზერბაიჯანის ამ რეჟიმის დამრღვევი მოქმედებების აღკვეთას ცდილობს”, – წერს თავდაცვის სამინისტროს პრეს-სპიკერი შუშან სტეფანიანი ფეისბუკის გვერდზე.

ამასთან, მისი განცხადებით ერევანი უარყოფს ბაქოს ბრალდებას სომხეთის მიერ ტერტარის რაიონის მიმართულებით ბრძოლის წარმოებაზე.

“ამ აბსოლუტურად ცრუ ინფორმაციით, აზერბაიჯანული მხარე მშვიდობიანი მოსახლეობის წინაარმდეგ აგრესიული ქმედებებისთვის საფუძველს ამზადებს. ამბები იმის შესახებ, რომ აღჯაბედის რაიონიც დაიბომბა, ასევე არ შეესაბამება სიმართლეს”, – წერს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი შუშან სტეფანიანი.

ტერტერის რაიონში, სომხური მხარის მიერ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის შესახებ ინფორმაცია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ დღეს, 13 ოქტომბერს დილით გაავრცელა.

კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შორის ოფიციალურად ჰუმანიტარული ზავი მოქმედებს, რომელიც მოსკოვში, ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ჩართულობით, დაახლოებით 11 საათიანი მოლაპარაკებების შედეგად მიაღწიეს, თუმცა ორივე მხარე აცხადებს, რომ მოწინააღმდეგე ზავის პირობებს არღვევს.

27 სექტემბერს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიან ყარაბაღში დაწყებული საბრძოლო მოქმედებები დღემდე გრძელდება. ორივე მხარეს გარდაცვლილთა ოფიციალური რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია. სხვადასხვა არაოფიციალური ცნობით, გარდაცვლილ სამხედროთა რაოდენობა საერთო რამდენიმე ათასია.

კონფლიქტის დაწყების შემდეგ, ოფიციალური ბაქო პერიოდულად იწყება აზერბაიჯანული ქალაქების დაბომბვის შესახებ, რომლებიც კონფლიქტის ზონის გარეთ მდებარეობს, მათ შორის: განჯა, მინგეჩაური, ბელაქანი, ბარდა. ასევე, აფშერონისა და ხიზის რაიონები. თავის მხრივ, სომხური მხარისა და დე ფაქტო მთიანი ყარაბაღის განცხადებით, იბომბება შუშა და სტეფანაკერტი. ასევე, ერთხელ დაიბომბა სომხეთის რესპუბლიკის ქალაქი ვარდენისი.

სამხრეთ კავკასიის ამ ორ ქვეყანას შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, — აზერბაიჯანის 20%, — სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი.

1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის დღემდე წარუმატებლად მიიჩნევა.

общество
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати