რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი შესაძლოა 27 აპრილს თურქეთში ჩავიდეს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
მისივე თქმით, 27 აპრილს თურქეთი თავის პირველ ატომურ ელექტროსადგურს გახსნის, ცერემონიას კი შესაძლოა პუტინი დაესწროს, ვინაიდან „აკუიუს“ ელექტროსადგურის მშენებლობაში რუსული კომპანია „როსატომი“ მონაწილეობდა.
„27 აპრილს პუტინი შეიძლება ჩამოვიდეს, ან ინტერნეტის საშუალებით დავუკავშირდებით და ერთად გადავდგამთ პირველ ნაბიჯს „აკუიუს“ ელექტროსადგურზე“, - განაცხადა ერდოღანმა.
ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.
როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.