USD 2.7456
EUR 3.1012
RUB 3.3356
Tbilisi
ერდოღანი: 27 აპრილს თურქეთში შესაძლოა ვლადიმირ პუტინი ჩავიდეს
Date:  

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი შესაძლოა 27 აპრილს თურქეთში ჩავიდეს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

მისივე თქმით, 27 აპრილს თურქეთი თავის პირველ ატომურ ელექტროსადგურს გახსნის, ცერემონიას კი შესაძლოა პუტინი დაესწროს, ვინაიდან „აკუიუს“ ელექტროსადგურის მშენებლობაში რუსული კომპანია „როსატომი“ მონაწილეობდა.

„27 აპრილს პუტინი შეიძლება ჩამოვიდეს, ან ინტერნეტის საშუალებით დავუკავშირდებით და ერთად გადავდგამთ პირველ ნაბიჯს „აკუიუს“ ელექტროსადგურზე“, - განაცხადა ერდოღანმა.

Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way