USD 2.6922
EUR 3.1606
RUB 3.4826
Тбилиси
ერაყში საპროტესტო გამოსვლებისას 12 ადამიანი მოკლეს, დაშავდა 230
дата:  1399

უკანასკნელი 3 დღის განმავლობაში ერაყში საპროტესტო გამოსვლებისას 12 ადამიანი მოკლეს, დაშავდა 230. ინფორმაციას ამის შესახებ ერაყის ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელი უმაღლესი კომისია ავრცელებს.

 

9 მომიტინგე დაიღუპა ბაღდადში, ხოლო 3 ქალაქ ნასირიაში. გასულ კვირას ბაღდადში დემონსტრაციის დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა. აქტივისტების თქმით პოლიციის აგრესიული ქმედებები შიიტი სასულიერო პირის, მუკთადა ალ-სადრის განცხადებას მოჰყვა. მან თქვა, რომ ანტი-სამთავრობო პროტესტს მხარს აღარ დაუჭერდა. მისმა მიმდევრებმა თაჰრირის მოედანზე მიმდინარე აქცია დატოვეს.

მომიტინგეები ამბობენ, რომ პრემიერმინისტრმა ადილ აბდულ მაჰდიმ დაპირებები არ შეასრულა, მათ შორის ახალი მთავრობის დანიშვნის პირობა. მომიტინგები კორუფციის აღმოფხვრას, სამუშაო ადგილების შექმნას და საჯარო სერვისების გაუმჯობესებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები ირანს ერაყის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებენ. დემონსტრაციები ძირითადად დედაქალაქ ბაღდადში და ერაყის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქებში იმართება.

პრემიერმინისტრმა ადილ აბდულ მაჰდიმ 29 ნოემბერს თქვა, რომ პარლამენტს გადადგომის განცხადებას წარუდგენს. მან ამის შესახებ სახელმწიფო ტელევიზიაში მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ქვეყნის მთავარმა შიიტმა სასულიერო ლიდერმა აიათოლა ალი ალ-სისტანიმ თქვა, რომ პარლამენტმა, რომელმაც მაჰდი ხელისუფლებაში მოიყვანა ახალი ვარიანტები უნდა განიხილოს. აიათოლა ალი ალ-სისტანიმ თქვა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანას სამოქალაქო ომი ემუქრება. ახალი მთავრობის ჩამოყალიბებამდე მაჰდი და მისი კაბინეტი დროებით ხელისუფლებაში რჩებიან.

Amnesty International-ის მონაცემებით ოქტომბრის შემდეგ ერაყში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა რიცხვმა ექვსასს გადააჭარბა.

Тбилиси
ვაკის გამგეობა - უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს
უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. გამგეობის წარმომადგენლები, საქალაქო სამსახურებთან და კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად, მონიტორინგსა და ადგილზე შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ.
 
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს შიდა ქუჩების თოვლისგან დასუფთავება, საერთო ჯამში, რეაგირება განხორციელდა რამდენიმე ათეულ ქუჩაზე, სადაც მოსახლეობის გადაადგილება განსაკუთრებით პრობლემური იყო.
 
ამ დროისთვის, 50-მდე ქუჩაზე გზა გასუფთავებულია, ხოლო 20-ზე მეტ მისამართზე სამუშაოები დაგეგმილია
.
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული, საფრთხის შემცველი ხეების სხვლა, დამუშავება და გატანა. მერიის ცხელი ხაზის და საგანგებო სამსახურის, 112-ის საშულებით, დაახლოებით, 200-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა.
 
მოსახლეობას შევახსენებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე, ნომერზე 032 2 72 22 22.
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати