USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
თბილისი
«Der Standard» (ავსტრია): „საქართველოს ბრძოლა დემოკრატიის შესანარჩუნებლად“
თარიღი:  206

„თბილისი კარგი ადგილია თანამედროვე კლუბური კულტურის გასაცნობად: წვეულებები და გასართობი საღამოები გვიანობამდე გრძელდება. თუმცა ბოლო კვირეების განმავლობაში ბევრ ახალგაზრდა ქართველს ღამ-ღამობით არ სძინავს არა კლუბში გართობის გამო, არამედ ქვეყნის სამომავლო ბედზე დარდით - ისინი საქართველოს დემოკრატიულ კურსს იცავენ“, - ასე იწყება ავსტრიის გაზეთ „დერ სტანდარდში“ (Der Standard) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „საქართველოს ბრძოლა დემოკრატიის შესანარჩუნებლად“ (ავტორი - ფაბიან სომავილა).

პუბლიკაციაში განხილულია თბილისში მიმდინარე ხალხმრავალი საპროტესტო აქცია-დემონსტრაციების მიზეზი - კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც მმართველმა პარტიამ შეიმუშავა და უკვე მეორედ ცდილობს მის მიღებას“. მასალაში აღწერილია პოლიციისა და საპროტესტო აქციების მონაწილეების ურთიერთდაპირისპირების ფაქტები, რომელიც სადაო (რუსული კანონის მსგავსი) კანონპროექტის პარლამენტში შეტანამ გამოიწვია. „საპროტესტო აქციის მონაწილენი კანონპროექტს „სახელმწიფოს ღალატის კანონს“ უწოდებენ“, - აღნიშნავს ავტორი.

„ქართული ოცნების“ ინიცირებულმა კანონპროექტმა ნეგატიური შეფასება დაიმსახურა როგორც ევროპარლამენტში და ევროკავშირის ქვეყნებში, აშშ-ის ხელისუფლების მხრიდანაც. „დასავლელი პოლიტიკოსებისა და ექსპერტებისა აზრით, დოკუმენტი, მისი ძალაში შესვლის შემთხვევაში, ხელს შეუშლის საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, ამიტომ მისი მიღება არ უნდა მოხდეს“, - წერს ავტორი და ხაზს უსვამს, რომ პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა კანონპროექტი მესამე მოსმენით „სულ რაღაც 67 წამში მიიღო“.

სტატიაში აღნიშნულია, რომ არადემოკრატიული კანონპროექტი შეიმუშავა მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ „ქართულმა ოცნებამ“ - პრორუსულმა და არალიბერალურმა პარტიამ, რომლის უკან ძლიერი პიროვნება - მილიარდერი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი დგას. „საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები, მაგალითად „ფრიდომ ჰაუსი“ ოლიგარქს იმაში ადანაშაულებს, რომ მან თავისი ქონება რუსეთში 1990-იან წლებში დააგროვა, ბოლო წლებში კი საქართველოს [კულისებიდან] აკონტროლებს. ბიძინა ივანიშვილმა მინისტრებად დანიშნა თავისი სანდო პირები, ხოლო მისი ერთგული ადამიანები ფლობენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, ბანკებს და ა.შ.“, - წერს ავტორი.

„რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დღიდან „ქართული ოცნება“ ქვეყნის მოსახლეობას შიშს უნერგავს და ავრცელებს პრომოსკოვურ იდეებს, რომ დასავლეთთან  ინტეგრირება კრემლს განარისხებს და და საქართველოსაც უკრაინის მსგავსი ბედი ელოდება. არადა, ქვეყნის მთავრობის ასეთი პოზიცია გასაკვირია, რადგან სიტუაცია პირიქით არის: სწორედ უკრაინამ „გაიზიარა“ საქართველოს ბედი - იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინაზე ადრე, 1992 და 2008 წლებში რუსეთის აგრესიის მსხვერპლი საქართველო აღმოჩნდა. 2013 წელს როცა ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი იყო, ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ მას არ სჯერა, რომ რუსეთის სტრატეგიას მეზობელი ქვეყნების მიწა-წყლის მიტაცება წარმოადგენს. არ გასულა ერთი წელიც, რომ რუსეთმა მისი „ისტორიული პროგნოზი“ უარყო - კრემლმა დონბასში ომი გააჩაღა, ყირიმი კი მიიტაცა.

საქართველოს მთავრობის ოპორტუნისტული კურსი, რომელიც სიტყვით ევროკავშირისა და ნატოს წევრობის სურვილს ამჟღავნებს, საქმით კი ევროინტეგრაციის წინააღმდეგ გამოდის, ქართველთა უმრავლესობას უკვე აღარ იზიდავს.  თუმცა ამჟამად ისეთი მდგომარეობაა, რომ კანონპროექტის მიღება პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით მაინც განხორციელდება. სწორედ ამიტომ საპროტესტო აქციის ბევრი მონაწილე და თვით ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი [რომელიც, სხვათა შორის, ამ პოსტზე „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით იქნა არჩეული], იმედით ელოდება შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს. მან მოუწოდა მომიტინგეებს, რომ იმედიანად იყვნენ: არჩევნებში [ოპოზიციის] გამარჯვების შემდეგ ჩამოყალიბებული ახალი მთავრობა „პრორუსულ“ კანონს გააუქმებს.

მაგრამ რამდენადაც ოპოზიციის მოქმედებითაც ბევრია უკმაყოფილო და ვერ ხედავს ერთიანი ოპოზიციური ლიდერის წარმოჩენის შესაძლებლობას, ხელისუფლების შეცვლის ალბათობა საკმაოდ დაბალია, მით უმეტეს, რომ კანონად ქცეულ კანონპროექტს შეუძლია ხელი შეუშალოს „ქართული ოცნების“ ოპონენტების საქმიანობას“, - ასკვნის ავტორი სტატიის დასასრულს.

წყარო: https://www.derstandard.de/story/3000000219789/georgiens-vorletzter-kampf-fuer-die-wahrung-der-demokratie

 

თბილისი
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.