USD 2.6883
EUR 3.1749
RUB 3.5050
Тбилиси
«Der Standard» (ავსტრია): „ძველრომაული ღვინის რეპუტაცია, შესაძლოა, იმაზე უფრო უკეთესი იყო, როგორც დღეს აფასებენ // რით ჰგავს ღვინის დაყენების რომაული წესი ქართულს“.
дата:  355

ავსტრიულ გაზეთ „დერ სტანდარდში“ (Der Standard) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ძველრომაული ღვინის რეპუტაცია, შესაძლოა, იმაზე უფრო უკეთესი იყო, როგორც დღეს აფასებენ. რით ჰგავს ღვინის დაყენების რომაული წესი ქართულს“ (ავტორი - რეინჰარდ კლინდლი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებული სახით:

ძველ რომში ღვინო ფართოდ გამოიყენებოდა - რომაელი დიდკაცები, ზოგიერთი შეფასებით, დღეში ერთ ლიტრა ღვინოს მაინც სვამდნენ. მაგრამ რაც შეეხება რომაული ღვინოს გემოს, ამ საკითხში სპეციალისტების აზრი ერთმანეთისაგან განსხვავდება: მწკლარტეობიდან მოძმარებულამდე.

მაგრამ ბოლო გამოკვლევებმა ადრინდელი შეფასებები შეცვალა. ჟურნალ „ანტიქვითში“ (Antiquity) ახლახანს გამოქვეყნდა გამოკვლევა, რომელშიც გატარებულია პარალელები რომაულ და ქართულ ღვინოსა და მეღვინეობას შორის, მოცემული და განხილულია ის მეთოდები, რომლთაც საქართველოში სარგებლობენ ღვინის დასაყენებლად. ამასთან, აშკარაა, რომ ძველი რომაული და ქართული მეღვინეობის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ თიხის დიდი ჭურჭლები, ქართულად - ქვევრები.

ტრადიციული „ქვევრი“

საქართველოში მაღალხასიხიანი ღვინო ქვევრში მზადდება, რომელიც მიწაში ჩაფლულ თიხის დიდ ჭურჭელს წარმოადგენს, ამფორის მსგავსს. ეს მეთოდი, რომელიც 2013 წლიდან იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი, ფართოდ იყო და არის გავრცელებული ათასობით წლის განმავლობაში. თანამედროვე საქართველო მსოფლიოში ღვინის დამზადების ერთ-ერთ აკვნად ითვლება: ამ ქვეყანაში მიაკვლიეს ღვინის ჭურჭლებს, რომელთა ასაკი 8 ათასი წელია, ანუ ჯერ კიდევ ნეოლითის ხანიდან.

ფოლადისაგან დამზადებული საწყაოებისაგან განსხვავებით, რომლებიც ღვინოზე არავითარ გავლენას არ ახდენენ, თიხის ჭურჭლები უზრუნველყოფენ განსაზღვრულ ჰაერცვლას, რაც ღვინის გემოზე და არომატზე აისახება. მსგავსი ჭურჭლები ძველ რომშიც არსებობდა („დოლიების“ სახელწოდებით) და როგორც გამოკვლევა მოწმობს, ღვინის წარმოებაც მსგავსი მეთოდებით ხდებოდა. ქვევრებს და დოლიებს ჯერ თავახდილად ტოვებდნენ ორი კვირით, ფერმენტაციით გამოყოფილი ნახშირორჟანგა გაზის გამოყოფის გამო, შემდეგ კი ჰერმეტულად ხურავდნენ 6-7 თვის განმავლობაში.

ქართული ქვევრი და რომაული დოლია თიხისაგან არიან დამზადებულნი და მსგავსი მინერალებისაგან შედგებიან, რომელიც საუკუნეების განმავლობაში არ იცვლებოდა.

ფორმას და ზომას მნიშვნელობა აქვს...

ქვევრებისა და დოლიების მრგვალი ფორმა მნიშვნელოვანი ფუქციის შესრულებას ემსახურებოდა: ფერმენტაციის დროს ჭურჭლებში ჩასხმული ყურძნის სითხისაგან ბუნებრივად გამოცემული გაზი წრიულად მოძრაობდა და უფრო იოლად ამოდიოდა. გარდა ამისა, ჭურჭლის ზომა დამოკიდებული იყო იმაზე, თუ რამდენად გრილად იქნებოდა ჭურჭელში სითხე მიწაში  შენახული. რომში და საქართველოში ბევრი იყო დოლიები და ქვევრები 150 ლიტრიანიდან 2 ათასლიტრიანამდე.

ძველი ღვინოების ფერზე ახლაც ბევრს დაობენ. რომაელი ისტორიკოსი პლინიუსი წერს, რომ არსებობდა მოთეთრო და მოწითალო, მოყვითალო და შავი ღვინოები, თუმცა ყველაზე მეტად ნათელფერებიანი სპირტიანი სასმელები იყო გავრცელებული. საქართველოშიც და რომშიც და კარგად იცნობდნენ ყურძნის მწიფე ნაყოფის დაწურვის შედეგად მიღებული წვენის („ტკბილის“) შენახვისა და მისი ღვინოდ გადაქცევის წესებს, ნარჩენების (ჭაჭის) გამოყენებას და ა.შ. მოკლედ, უძველესი ღვინის წარმოების ყველა პროცესი - ფერმენტაციიდან დაწყებული და ჭაჭიდან გასუფთავებით დამთავრებული - დღესაც აქტუალურია.

რომის იმპერიის „საფირმო“ ღვინოები

ვერონის (იტალია) უნივერსიტეტის პროფესორი დიმიტრი ლიმბერგენი ხაზს უსვამს, რომ რომაულ ღვინოს დაუმსახურებლად ჰქონდა მიღებული არასასიამოვნო სასმლის რეპუტაცია. როგორც ბრიტანული „დეილი ტელეგრაფისადმი“ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს, რომაულ ღვინოებს, სხვადასხვა მონაცემების გათვალისწინებით, რთული გემო ჰქონდათ: დაწყებული დაბრაწული პურის, გარგარ-ჭერამის ჩირისა და შემწვარი თხილის გემოდან - ნუშისა და ნიგვზის, სხვადასხვა არომატული ბალახის გემოთი დამთავრებული, მაგრამ იგრძნობოდა სასმელის მწკლარტეობაც - ყურძნის კანისა და წიპწების დიდი რაოდენობის გამო.

რასაკვირველია, ასეთი გემო-არომატები უჩვეულო იქნებოდა დღევანდელი ღვინის მოყვარულებისათვის, რომლებსაც საფირმო სასმელები მოსწონთ, თუმცა ვინ იცის, იქნებ დღესაც არიან ღვინის ისეთი მოყვარულები, რომლებიც ძველი რომაული რეცეპტებით დამზადებულ ღვთიურ სასმელს არ დაიწუნებენ. 

წყარო: https://www.derstandard.de/story/3000000216667/altroemischer-wein-war-wohl-besser-als-sein-ruf

 

 

мир
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати