USD 2.7334
EUR 3.0969
RUB 3.4746
Tbilisi
ექსპერტებმა XXI საუკუნის პირველი ოცი წლის საუკეთესო ფილმი დაასახელეს
Date:  1642

ჟურნალმა Empire- მა  XXI საუკუნის 10 საუკეთესო ფილმი დაასახელა. პირველი ადგილი დაიკავა ფილმმა "შეშლილი მაქსი: მრისხანების გზა“, რომელიც  2015 წელს გამოვიდა. რეიტინგის ავტორების აზრით, ეს ფილმი გახდა ექშენის ჟანრში შექმნილი ნამდვილი ხელოვნების ნიმუში.

მეორე ადგილზეა - „ბეჭდების მბრძანებელი: ბეჭედის საძმო“ (2001). ფილმი შესანიშნავად გადმოცემს წინგში მონათხრობ ამბავს და მასში შენარჩუნებულია ჯონა ტოლკინის  იუმორით და გულისხმიერებით შექმნილი სამყარო.

ტოპ სამეულში მოხვდა კრისტოფერ ნოლანის ფილმი "შავი რაინდი" (2008). ფილმში აღსანიშნავია  ჰიტ ლეჯერის მიერ ბრწყინვალედ ნათამაშები ჯოკერის როლი.

პირველ ხუთეულში მოხვდნენ იყო ლეონარდო დიკაპრიოს „დასაწყისი“  და ბარი ჯენკინსის "მთვარის შუქი".

საუკუნის საუკეთესო ფილმების ათეულში ასევე შევიდა ფილმები:  "სოციალური ქსელი", რომელშიც, ჟურნალისტების თქმით, აღწერილია "ფეისბუქის წარმოშობის ისტორიის კლასიკური ტრაგედია", "შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი", რომელსაც ეწოდება "21-ე საუკუნის ყველაზე წარმოუდგენელი მეგა-ბლოკბასტერი",  ისევე როგორც ფილმები "თავს უშველე ”,” ფავნის ლაბირინთი ”და” „თარგმანის სირთულეები ”.

 წყარო: https://www.empireonline.com/movies/features/best-movies-century-page-10/

tbilisi
გლდანის რაიონშის მესამე მიკრორაიონის N3ა – 3ბ კორპუსებთან, დაახლოებით 1 500 კვ.მ ფართობზე, სკვერის მოწყობა დაასრულდა
გლდანის რაიონის გამგეობამ მესამე მიკრორაიონის N3ა – 3ბ კორპუსებთან, დაახლოებით 1 500 კვ.მ ფართობზე, სკვერის მოწყობა დაასრულა.
 
პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე არსებული უკანონო ავტოფარეხების, შენობა-ნაგებობისა და ძველი კონსტრუქციების დემონტაჟი განხორციელდა, მათ ნაცვლად კი მრავალფუნქციური რეკრეაციული სივრცე მოეწყო.
 
მოსახლეობისთვის გაკეთდა მოსასვენებელი პავილიონი, ბავშვთა გასართობი და ფიტნეს ზონები, ასევე დაიდგა ღია სივრცის მაგიდის ჩოგბურთი. დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, კერძოდ, დაიგო ბალახი და დაირგო ხე-მცენარეები. სკვერში განთავსდა სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურაც.
აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 368 704 ლარი დაიხარჯა.
 
ამასთან, მომავალ წელს დაგეგმილია მეორე ეტაპის განხორციელება, რომლის ფარგლებში, მე-3ბ კორპუსის მიმდებარედ უკანონო შემოღობვები მოიხსნება და 4000 კვ.მეტრამდე სივრცე სრულად მოწესრიგდება.
 
დასრულებულ პროექტს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way