USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
ცენტრალურ ევროპაში წყალდიდობას სულ მცირე16 ადამიანი ემსხვერპლა
дата:  210

ევროპის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში, წყალდიდობამ სულ მცირე16 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა რუმინეთში, პოლონეთში, ჩეხეთსა და ავსტრიაში.

პოლონეთის მთავრობამ დაზარალებული რაიონები კატასტროფის ზონებად გამოაცხადა და საგანგებო მდგომარეობა აამოქმედა. BBC-ს ცნობით, ნისას მერმა ევაკუაციისკენ მოუწოდა ქალაქის მთლიან მოსახლეობას - 44 ათას ადამიანს.

ჩეხეთში მოსახლეობის ევაკუაციისთვის, სტიქიის ზონაში სამაშველო ვერტმფრენები გაიგზავნა. ავსტრიამ ზარალის ასანაზღაურებლად 300 მილიონი ევრო გამოყო. სტიქიას ებრძვიან უნგრეთსა და სლოვაკეთშიც. ბუდაპეშტში დუნაის მახლობლად გზების ჩაკეტვა გადაწყვიტეს, რადგან მდინარეში წყლის დონე ყოველ 24 საათში დაახლოებით 1 მეტრით იწევს.

Тбилиси
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати