USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
ენტონი ბლინკენი- ხვალ აშშ უკრაინის დახმარების ახალ, „ძლიერ პაკეტს“ გამოაცხადებს
თარიღი:  433

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ “ძლიერ პაკეტს” აანონსებს. ამის შესახებ მან დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიმს კლევერლისთან გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

“პრეზიდენტ ბაიდენმა თქვა… რომ უკრაინასთან იმდენ ხანს ვიქნებით, რამდენიც საჭირო იქნება, და ჩვენი ორივე ქვეყანა ამისადმი ერთგულია… ამ ვალდებულების შესრულებას გავაგრძელებთ, მათ შორის ამერიკული დახმარების ახალი ძლიერი პაკეტის მეშვეობით, რომლის გამოცხადებასაც ხვალ შევძლებ”, - განაცხადა ბლინკენმა.

ცნობისთვის, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს ლონდონში უკრაინის აღდგენასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონფერენცია გაიმართება, რომელშიც 60-ზე მეტი ქვეყნიდან 1000-ზე მეტი წარმომადგენელი, და ასევე ბიზნეს ლიდერები და გლობალური ინვესტორები უკრაინის აღდგენაში დახმარების გზებს განიხილავენ.

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის