ჩინეთში ვიზიტით მყოფი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ჩინეთის ხელისუფლებამ დაარწმუნა ამერიკული მხარე იმაში, რომ არ მიუწვდია და არც მომავალში მიაწვდის რუსეთს ლეტალურ იარაღს.
„მაგრამ ვაშინგტონი შეშფოთებულია იმით, რომ ამის გაკეთება ცალკეულ ჩინურ კომპანიებს შეუძლიათ“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
დიპლომატის თქმით, ის მოხარულია იმით, რომ მიიღო ასეთი დაპირება და ამჟამად აშშ-ს არ აქვს არანაირი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ჩინეთი ამ პირობას არ ასრულებს.
"ამასთან, ჩვენს შეშფოთებას იწვევს ჩინური ფირმები -კომპანიები, რომლებსაც შეუძლიათ ტექნოლოგიების მიწოდება, რომლებსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისთვის გამოიყენებს. ჩვენ მივმართეთ ჩინურ მხარეს თხოვნით, უფრო ყურადღებით იყონ ამასთან დაკავშირებით ", - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.
როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.