USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
ენტონი ბლინკენი - ჩინეთი პირობას დებს, რომ რუსეთს იარაღს არ მიაწვდის
თარიღი:  425

ჩინეთში ვიზიტით მყოფი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ჩინეთის ხელისუფლებამ დაარწმუნა ამერიკული მხარე იმაში, რომ არ მიუწვდია და არც მომავალში მიაწვდის რუსეთს ლეტალურ იარაღს.

„მაგრამ ვაშინგტონი შეშფოთებულია იმით, რომ ამის გაკეთება ცალკეულ ჩინურ კომპანიებს შეუძლიათ“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

დიპლომატის თქმით, ის მოხარულია იმით, რომ მიიღო ასეთი დაპირება და ამჟამად აშშ-ს არ აქვს არანაირი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ჩინეთი ამ პირობას არ ასრულებს.

"ამასთან, ჩვენს შეშფოთებას იწვევს ჩინური ფირმები -კომპანიები, რომლებსაც შეუძლიათ ტექნოლოგიების მიწოდება, რომლებსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისთვის გამოიყენებს. ჩვენ მივმართეთ ჩინურ მხარეს თხოვნით, უფრო ყურადღებით იყონ ამასთან დაკავშირებით ", - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის