USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
ენტონი ბლინკენი - უკრაინელები გააგრძელებენ იმას, რაც უნდა გააკეთონ, რომ დაიბრუნონ მიწა, რომელიც წაართვეს, ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას
თარიღი:  699

აშშ არ ეწინააღმდეგება უკრაინის მიერ დასავლური იარაღის გამოყენებას იმ რეგიონების დასაბრუნებლად, სადაც რუსეთმა “რეფერენდუმები” ჩაატარა. ამის შესახებ დასავლური მედია წერს.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ინდოელ კოლეგასთან გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, უკრაინას აქვს უფლება დაიბრუნოს ტერიტორიები, რომელიც რუსეთმა დაიპრყო.

“ჩვენ და ბევრმა სხვა ქვეყანამ უკვე ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ: ჩვენ არ ვაღიარებთ და, რეალურად, არც არასდროს ვაღიარებთ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიას… უკრაინას აქვს სრული უფლება დაიცვას თავი მთელ თავის ტერიტორიაზე, კერძოდ, დაიბრუნოს ის ტერიტორიები, რომლებიც ამა თუ იმ გზით დაიპყრო რუსეთმა”, - განაცხადა ბლინკენმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ იარაღი, რომელსაც აშშ და სხვა ქვეყნები აწვდიან უკრაინას, ძალიან ეფექტიანად იქნა გამოყენებული ტერიტორიები დასაბრუნებლად.

“უკრაინელები გააგრძელებენ იმას, რაც უნდა გააკეთონ, რომ დაიბრუნონ მიწა, რომელიც მათ წაართვეს. ჩვენ გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას ამ ძალისხმევაში”, - აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის