USD 2.6994
EUR 3.1318
RUB 3.3536
Tbilisi
ემიგრანტების ხარჯზე, 2022 წელს საქართველოს მოსახლეობა 55 ათასით გაიზარდა
Date:  1632

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს  საქართველოს მოსახლეობის სტატისტიკას 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა 3,736,400 ადამიანს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით 1.3%-ით მეტია. მოსახლეობის ზრდის ერთადერთი მიზეზი საქართველოში უპრეცედენტო მასშტაბის მიგრაცია იყო - სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში 180 ათასი იმიგრანტი შემოვიდა, ემიგრანტების რაოდენობა კი 125 ათასი იყო. შედეგად, დადებითი მიგრაციული სალდო 55 ათასს შეადგენდა. 

თუმცა, მნიშვნელოვანია გარემოება, რომ იმიგრანტების უდიდესი ნაწილი საქართველოს მოქალაქე არ იყო, ხოლო ემიგრანტების 80%-ზე მეტს სწორედ საქართველოს მოქალაქეებს წარმოადგენდნენ. 

2022 წელს დადებითმა მიგრაციულმა სალდომ უარყოფითი ბუნებრივი მატება გადაფარა. გასულ წელს გარდაცვალების სტატისტიკა დაბადებას 6.8 ათასით აღემატებოდა. 

სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს ყველაზე ხალხმრავალი მხარე თბილისია, სადაც 1.24 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. მეორე ადგილზეა იმერეთი 463 ათასი მაცხოვრებლით, მესამე ადგილზე 442 ათასი მაცხოვრებლით ქვემო ქართლია. ყველაზე ცოტა - 27 ათასი მაცხოვრებელი კი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთშია. 

2022 წელს საქართველოში შემოსული იმიგრანტების განაწილება მოქალაქეობის მიხედვით ასე ნაწილდება:

1. რუსეთის ფედერაცია - 62,304 ადამიანი;
2. საქართველო - 54,405 ადამიანი;
3. უკრაინა - 20,716 ადამიანი;
4. ბელარუსი - 13,361 ადამიანი;
5. ინდოეთი - 3,948 ადამიანი.

წყარო:საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

World
დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს, - ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.

„ხვალ საღამოს 9 საათზე (თბილისის დროით ხუთშაბათი, 5:00 საათი), პრეზიდენტი ტრამპი ერს მიმართავს, რათა მათ მნიშვნელოვანი სიახლე გააცნოს“, - წერს ლევიტი X-ზე.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომი, ძალიან მალე დასრულდება.

„ძალიან მალე დავტოვებთ. ვიტყოდი, რომ შესაძლოა ორ კვირაში. ორ კვირაში, შესაძლოა სამ კვირაში. რეჟიმის შეცვლა მოგვიწია. რეჟიმის შეცვლა არ იყო ერთ-ერთი იმ მიზნებს შორის, რაც მე მქონდა. მე მქონდა ერთი მიზანი: მათ არ ჰქონოდათ ბირთვული იარაღი და ეს მიზანი მიღწეულია. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. მაგრამ ვასრულებთ სამუშაოს და ვფიქრობ, შესაძლოა ორ კვირაში, შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღეში, შევასრულოთ ეს სამუშაო. მაგრამ გვინდა, რომ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ“, - განაცხადა ტრამპმა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way