USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
ელისო ხარჩილავას ტრენინგ კურსი თსუ-ში - „ლანდშაფტის დიზაინი და ინტერიერის გამწვანება“
თარიღი:  4764
ტრენინგკურსი „ლანდშაფტის დიზაინი და ინტერიერის გამწვანება“
 
ტრენინგ კურსის ტრენერი: ელისო ხარჩილავა, ლანდშაფტის დიზაინერი.
 
კურსი განკუთვნილია: კურსის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდს  ნებისმიერი ადამიანი ვინც დაინტერესებულია ლანდშაფტის და ინტერიერის დიზაინით, ასევე მცენარეთა მოყვარულები. ვისაც აქვს სურვილი ჰქონდეს ქალაქში, სოფლად, აგარაკზე , ოფისში/საჯარო სივრცეებში, სასტუმროებსა თუ ბარების/კაფეების მიმდებარე ტერიტორია კეთილმოწყობილი და სწორად დაგეგმილი შერჩეული მცენარეებით. ასევე ამ სფეროში დასაქმების მაძიებლები და სხვა დაინტერესებული პირნი;
 
კურსში ჩართვის წინაპირობა მსმენელთათვის: კურსში ჩართულობის წინაპირობა არ არსებობს;
 
კურსის მიზანია: დაეხმაროს მცენარეთა მოყვარულებს სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით სწორად შეარჩიონ მცენარეები, კეთილგონიერად დაგეგმოს ბიუჯეტი და ამის მიხედვით გაალამაზოს თავისი სივრცე, ქალაქის პირობებში ბინაში, პარატა ეზოში აგარაკზე. ოფისის/სასტუმროების/საჯარო სივრცეების პირობებში ლამაზი ყვავილნარის გასაშენებლად და ინტერიერის მოსაწყობად თანამედროვე დიზაინის გამოყენებით.
 
კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს ეცოდინებათ: 
კურსის წარმატებით დამთავრების შემდეგ მიღებული ცოდნა მსმენელს დაეხმარება თეორიული და პრაქტიკული კომპეტენციების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში საბაზისო პრინციპების გამოყენებისთვის    სახლისა და ოფისების/ სააჯარო სივრცეების მოსაწყობად, მსმენელი შეიძენეს უნარ– ჩვევებს იმისთვის რომ დამოუკიდებლად სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით სწორად შეარჩიონ მცენარეები და გაამწვანონ თავის გარშემო გარემო, შეძლებენ ბინის/აგარაკის/ ბარების/კაფეების/ოფისის/სასტუმროების/საჯარო სივრცეების პირობებში ლამაზი ყვავილნარის გასაშენებლად და ინტერიერის მოსაწყობად.
მსმენელები შეისწავლიან:
-     ლანდშაფტის განვითარების ისტორიას;
-     ლანდშაფტის სტატისტიკას;
-     კლასიკა და მოდერნი კონცეფცია;
-     მცირე ეზოს დაგეგმვას;
-     მცირე არქიტექტურილი ნაგებობების, აგარაკებისა და მცირე ეზოების მოწყობა/სხვაობას;
-     მცენარეების გაცნობას (მარადმწვანეები, ფოთოლდეკორატიულები);
-     საყვავილეების მოწყობას (ალპინარიუმი, როკარიუმი, კლუმბა, კომპოზიცია);
-     ლამაზი აივნის ადვილად და იაფად მოწყობას;
-     ინტერიერის მცენარეებით მოწყობას;
-     ინტერიერში მცენარეების გამოყენებას;
 
მსმენელი გაერკვევა ლანდშაფტის დაგეგმარიების სტილისტიკაში, მიმართულებაში და სურვილის შემთხვევაში შეძლებს დაგეგმოს თავისი სააგარაკე ან ტერასა, აივანი, მენეჯერს შეეძლება თავისი სასტუმროს, ოფისებისა და საჯარო დაწესებულებების, რესტორნების, ქალაქსა და სოფლად/აგარაკებზე  ინტერიერის დაგეგმვა და მწვანე სივრცეებით მოწყობა.
 მსმენელები შეძლებენ მიაწოდოს შესაბამისი რჩევები და რეკომენდაციები ბინის/აგარაკის/ოფისის/საჯარო სივრცეების, სასტუმროების, ჰოსტელების, ბარებისა თუ კაფეების ინტერიერის მცენარეთა მოწყობით დაინტერესებულ ადამიანს.
 
კურსის მოცულობა: სრული  კურსის მოცულობა  12    საათი;
კურსი შედგება 2 (ორი) მოდულისაგან; პირველი მოდული „ლანდშაფტის    არქიტექტურა“   მოცულობა - 7 საათი; მე-2  მოდული „ინტერიერის   გამწვანება, კეთილმოწყობა/დიზაინი“  მოცულობა - 5 საათი;
 
კურსის ღირებულება:  100 ლარი.
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სერტიფიკატი.
საკონტაქტო ინფორმაცია: თსუ  უწყვეტი განათლების ცენტრი (ი.ჭავჭავაძის გამზ. N1). ტელ.: 2250484 (შიდა ნომერი 1464 ). ;  ელფოსტა: registration@tsu.ge 
ცენტრი უფლებას იტოვებს,საჭიროების შემთხვევაში გააუქმოს ან შეცვალოს კურსის დაწყების თარიღი. ცვლილების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობებათ უკვე დარეგისტრირებულ მსმენელებს.
თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის