ელიავას ბაზრობაზე PCR-ტესტირება დასრულდა. ეპიდემიოლოგებმა 550-მდე ადამიანის ნიმუში შეამოწმეს და როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, კორონავირუსი ბაზრობის არც ერთ თანამშრომელს არ გამოუვლინდა. მისივე თქმით, ბაზრობებზე კორონავირუსის გავრცელების რისკი მაღალია და საჭიროების შემთხვევაში მსგავსი კვლევები კვლავ ჩატარდება.
„ბაზრობები, მოგეხსენებათ, სერიოზული თავშეყრის ადგილებია და მომატებული რისკია. ამიტომ, ამ ტიპის ე.წ. რანდომული კვლევები შესაძლებელია, თუ ამის საჭიროება იქნა, ჩატარდეს სხვადასხვა ბაზრობაზე მომავალში. მაგრამ ამ ეტაპზე, ჩვენ ვნახეთ, რომ მიუხედავად დიდი მობილობისა ბაზრობებზე, სიმშვიდეა და პანიკის საფუძველი არ არის“, - განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, ბაზრებზე მონიტორინგი გამკაცრებულია.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.