USD 2.7085
EUR 3.1462
RUB 3.3432
Tbilisi
ელიავას ბაზრობის არც ერთ თანამშრომელს კორონავირუსი არ გამოუვლინდა
Date:  1078

ელიავას ბაზრობაზე PCR-ტესტირება დასრულდა. ეპიდემიოლოგებმა 550-მდე ადამიანის ნიმუში შეამოწმეს და როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, კორონავირუსი ბაზრობის არც ერთ თანამშრომელს არ გამოუვლინდა. მისივე თქმით, ბაზრობებზე კორონავირუსის გავრცელების რისკი მაღალია და საჭიროების შემთხვევაში მსგავსი კვლევები კვლავ ჩატარდება.

„ბაზრობები, მოგეხსენებათ, სერიოზული თავშეყრის ადგილებია და მომატებული რისკია. ამიტომ, ამ ტიპის ე.წ. რანდომული კვლევები შესაძლებელია, თუ ამის საჭიროება იქნა, ჩატარდეს სხვადასხვა ბაზრობაზე მომავალში. მაგრამ ამ ეტაპზე, ჩვენ ვნახეთ, რომ მიუხედავად დიდი მობილობისა ბაზრობებზე, სიმშვიდეა და პანიკის საფუძველი არ არის“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ბაზრებზე მონიტორინგი გამკაცრებულია.

Survey
By the way