USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Тбилиси
ელიავას ბაზრობა არსებულ ლოკაციაზე გააგრძელებს ფუნქციონირებას
дата:  2151

დღევანდელი თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ქალაქის მერმა კახი კალაძემ განცხადება გააკეთა ელიავას ბაზრობის შემდგომი განვითარების შესახებ. როგორც მერმა განაცხადა, ქალაქის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება ელიავას ბაზრობას არ შეუცვალოს ლოკაცია და მესაკუთრეებს მისცეს საშუალება ერთიანი განაშენიანების რეგულირეგის გეგმის ფარგლებში მოახდინონ ბაზრობის ტერიტორიის განვითარება და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა. „არავის არ მოგვწონს ელიავას ბაზრობის ფუნქციონირება იმ ფორმით, რა ფორმითაც ხდება დღეს.  ეს წარმოადგენს სერიოზულ დისკომფორს იქ მომუშავე ადამიანებისთვის და მყიდველებისთვის, ვინც მიდის იქ გარკვეული საქონლის შესაძენად, ასევე მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებისათვის.  ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ ამ თემაზე, გვქონდა არაერთი შეხვედრა მესაკუთრეებთან და მივიღეთ გადაწყვეტილება. პირველი- ბაზრობა ვეღარ გააგრძელებს ფუნქციონირებას ამ ფორმით. და მეორე- ქალაქის ურბანული სამსახური მოამზადებს განაშენიანების რეგულირეგის გეგმას, სადაც გათვალისწინებული იქნება გზათა ქსელი, რეკრეაციული სივრცეები და სავაჭრო ზომა, რომელიც ერთიან სტანდარტში ჩაჯდება და ამ გეგმის მიხედვით მოხდება ბაზრობის შემდგომი განვითარება. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს ხელს არ შეუშლის იქ დასაქმებულ ადამიანებს თავიანთი საქმიანობის განხორციელებაში და არავის გამოიყენოს ეს თემა სპეკულაციებისათვის, რადგან ამ ტერიტორიაზე ათასობით ადამიანია დასაქმებული“- განაცხადა ქალაქის მერმა.

Тбилиси
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати