USD 2.7523
EUR 3.1274
RUB 3.3392
Тбилиси
ელენე და მარიამ ღვინეფაძე -პოსტერი „ის აქ არის“ შეიქმნა გია ყანჩელის ხსოვნის პატივსაცემად და ბევრი ადამიანის ინტერიერის ნაწილი გახდა.
дата:  2671

არქიტექტურული სტუდია “აუდიტორიუმი”, დამწყებმა არქიტექტორებმა – ელენე და მარიამ ღვინეფაძეებმა დაარსეს. სწორედ არქიტექტურის სიყვარულის გამო შექმნეს მათ ონლაინ სივრცე თავიანთი ნამუშევრებისთვის, სადაც გამოაქვეყნებდნენ არამხოლოდ არქიტექტურულ პროექტებს, არამედ სხვადასხვა საინტერესო და ინფორმატიულ ნამუშევრებს. ისინი ქართველ მომხმარებელს განსხვავებულ და უნიკალურ პროდუქციას სთავაზობენ.

ელენე და მარიამი თვლიან, რომ არქიტექტურის ფართო სპექტრი ხელოვნების სხვადასხვა დარგების სინთეზის საშუალებას იძლევა, ამიტომ თავიანთ ხედვას ამ მიმართულებით მუდმივად ავითარებენ. სწორედ აქედან გამომდინარე გაუჩნდათ მათ იდეა, შეექმნათ პოსტერები, რომლებიც როგორც მათ მიერ შექმნილ ინტერიერის დიზაინს, ასევე სხვა ხედვის მქონე ადამიანების სივრცეებსაც გააცოცხლებდა და უნიკალურობას შემატებდა.

„აუდიტორიუმელების“  აზრით, პოსტერის მნიშვნელობა საცხოვრებელ თუ საზოგადოებრივ სივრცეებში საინტერესო ფენომენია და საკმაოდ კარგი საშუალებაა ვიზუალური კომუნიკაციისთვის. სხვადასხვა შინაარსის ილუსტრაცია ინტერიერის მნიშვნელოვან დეტალად შეიძლება იქცეს და მისცეს მას რადიკალურად განსხვავებული ხასიათი.

„აუდიტორიუმის“ მიერ შექმნილი პოსტერები ძირითადად სხვადასხვა თემატიკისაა, მაგალითად 2019 წელს შექმნილი პოსტერი „ის აქ არის“ შეიქმნა გია ყანჩელის ხსოვნის პატივსაცემად, ძალიან სპონტანურად, რომელსაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ბევრი ადამიანის ინტერიერის ნაწილი გახდა.

ბევრი მფლობელი გამოუჩნდა, ასევე, ინოლა გურგულიას სიყვარულით შექმნილ პოსტერსაც. „აუდიტიურიუმში“ გვაქვს რამდენიმე კონკრეტული ილუსტრაცია, რომელიც სპეციალურად ჩვენ მიერ დაპროექტებული სივრცეებისთვის შევქმენით, რაც შედარებით განსხვავებულ მუშაობას მოითხოვს. ამ შემთხვევაში ვითვალისწინებთ დამკვეთის მოთხოვნებს და ჩვენს კონცეფციას ვუსადაგებთ,“- ამბობენ ელენე და მარიამი.

ელენესა და მარიამის აზრით, პოსტერის ზომა კონკრეტული ინტერიერისთვის დამოკიდებულია პირველ რიგში სივრცით გეგმარებაზე და შემდგომ უკვე ავეჯის წყობაზე. კედელი მათ ინტერიერებში ყოველთვის სადაა, რაც იძლევა საშუალებას, რომ ილუსტრაციამ შეიტანოს კონკრეტული ხასიათი და ემოცია მასში.

“აუდიტორიუმის” განხორციელებული პროექტები იხილეთ ფეისბუკ გვერდზე .

культура
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати