არქიტექტურული სტუდია “აუდიტორიუმი”, დამწყებმა არქიტექტორებმა – ელენე და მარიამ ღვინეფაძეებმა დაარსეს. სწორედ არქიტექტურის სიყვარულის გამო შექმნეს მათ ონლაინ სივრცე თავიანთი ნამუშევრებისთვის, სადაც გამოაქვეყნებდნენ არამხოლოდ არქიტექტურულ პროექტებს, არამედ სხვადასხვა საინტერესო და ინფორმატიულ ნამუშევრებს. ისინი ქართველ მომხმარებელს განსხვავებულ და უნიკალურ პროდუქციას სთავაზობენ.

ელენე და მარიამი თვლიან, რომ არქიტექტურის ფართო სპექტრი ხელოვნების სხვადასხვა დარგების სინთეზის საშუალებას იძლევა, ამიტომ თავიანთ ხედვას ამ მიმართულებით მუდმივად ავითარებენ. სწორედ აქედან გამომდინარე გაუჩნდათ მათ იდეა, შეექმნათ პოსტერები, რომლებიც როგორც მათ მიერ შექმნილ ინტერიერის დიზაინს, ასევე სხვა ხედვის მქონე ადამიანების სივრცეებსაც გააცოცხლებდა და უნიკალურობას შემატებდა.
„აუდიტორიუმელების“ აზრით, პოსტერის მნიშვნელობა საცხოვრებელ თუ საზოგადოებრივ სივრცეებში საინტერესო ფენომენია და საკმაოდ კარგი საშუალებაა ვიზუალური კომუნიკაციისთვის. სხვადასხვა შინაარსის ილუსტრაცია ინტერიერის მნიშვნელოვან დეტალად შეიძლება იქცეს და მისცეს მას რადიკალურად განსხვავებული ხასიათი.
„აუდიტორიუმის“ მიერ შექმნილი პოსტერები ძირითადად სხვადასხვა თემატიკისაა, მაგალითად 2019 წელს შექმნილი პოსტერი „ის აქ არის“ შეიქმნა გია ყანჩელის ხსოვნის პატივსაცემად, ძალიან სპონტანურად, რომელსაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ბევრი ადამიანის ინტერიერის ნაწილი გახდა.

ბევრი მფლობელი გამოუჩნდა, ასევე, ინოლა გურგულიას სიყვარულით შექმნილ პოსტერსაც. „აუდიტიურიუმში“ გვაქვს რამდენიმე კონკრეტული ილუსტრაცია, რომელიც სპეციალურად ჩვენ მიერ დაპროექტებული სივრცეებისთვის შევქმენით, რაც შედარებით განსხვავებულ მუშაობას მოითხოვს. ამ შემთხვევაში ვითვალისწინებთ დამკვეთის მოთხოვნებს და ჩვენს კონცეფციას ვუსადაგებთ,“- ამბობენ ელენე და მარიამი.

ელენესა და მარიამის აზრით, პოსტერის ზომა კონკრეტული ინტერიერისთვის დამოკიდებულია პირველ რიგში სივრცით გეგმარებაზე და შემდგომ უკვე ავეჯის წყობაზე. კედელი მათ ინტერიერებში ყოველთვის სადაა, რაც იძლევა საშუალებას, რომ ილუსტრაციამ შეიტანოს კონკრეტული ხასიათი და ემოცია მასში.

“აუდიტორიუმის” განხორციელებული პროექტები იხილეთ ფეისბუკ გვერდზე .
ირანში ხუთკვირიანი სამხედრო კამპანიის განმავლობაში 365 ამერიკელი სამხედრო დაიჭრა, ხოლო 13 გარდაიცვალა. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი პენტაგონზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ირანში ომის დაწყების დღიდან დღემდე აშშ-ის სახმელეთო სარდლობის 247 სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა, სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების 63-მა მოსამსახურემ.
გარდა ამისა, როგორც The Wall Street Journal-ი იუწყება, დაშავებულთა შორის არიან საზღვაო ქვეითები, სულ 19 ადამიანი. საჰაერო ძალების პირადი შემადგენლობის 36 ადამიანიც დაიჭრა.