USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Тбилиси
«Regina-12» (არგენტინა): „უჩვეულო ნახტომი თეთრი სახლისაკენ: ხავიერ მილეი ვოლოდიმირ ზელენსკის მხარს აღარ უჭერს?“
дата:  763

არგენტინის გაზეთ „რეგინა-12“-ში (Regina-12) გამოქვეყნებულია სარედაქციო სტატია სათაურით „უჩვეულო ნახტომი თეთრი სახლისაკენ: მილეი ზელენსკის მხარს აღარ უჭერს?“, რომელშიც განხილულია არგენტინა-უკრაინის ურთიერთობაში მომხდარი მნიშვნელოვანი ცვლილება - ბუენოს-აირესი, უკრაინის საკითხში, ვაშინგტონის პოზიციას მიემხრო.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

პრეზიდენტმა ხავიერ მილეიმ, რომელმაც არაერთხელ გამოხატა თავისი მხარდაჭერა  უკრაინის მიმართ რუსეთთან ომის პირობებში და ვოლოდიმირ ზელენსკი თავის ინაუგურაციაზეც კი ჰყავდა მიწვეული ბუენოს-აირესში 2023 წლის დეკემბერში, მოულოდნელად მკვეთრად შეცვალა თავისი საერთაშორისო პოზიცია - მხარი არ დაუჭირა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რუსეთის ჯარების დაუყონებლივ გაყვანის მოთხოვნით უკრაინის ტერიტორიიდან. როგორც ჩანს, ჰავიერ მილეიმ უკვე დაივიწყა ის ხვევნა-კოცნაც ვოლოდიმირ ზელენსკისთან, რომლითაც სიხარული იქნა გამოხატული ერთმანეთთან „ძველი მეგობრების“ შეხვედრით დავოსშიც (შვეიცარია).

რა მოხდა გაეროში: „განხეთქილების რეზოლუცია“

პარტიის „თავისუფლება წინ“ (La Libertad Avanza) ლიდერის პოზიციის ცვლილება შემთხვევითი არ არის: მისი ნაბიჯი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე სწორების მორიგ დემონსტრაციად უნდა ჩაითვალოს იმდენად, რამდენადაც ეს მოხდა სულ რაღაც ორიოდე დღის შემდეგ, როცა დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის „დიქტატორი“ უწოდა და რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან დაახლოების მხარდამჭერად გამოვიდა.

გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომლის პროექტი ევროპის რიგმა ქვეყნებმა შეიმუშავეს და რომელიც ადასტურებს „უკრაინის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას“, მხარი დაუჭირა 98-მა სახელმწიფომ, 18 მოწინააღმდეგე იყო და 65-მა თავი შეიკავა.

იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც თავის შეკავება გადაწყვიტეს რეზოლუციისათვის ხმის მიცემის დროს, არიან ხავიერ მილეისათვის საძულველი ბრაზილია, აგრეთვე ინდოეთი, სამხრეთ აფრიკა, კუბა და კოლუმბია. ახლა მათ არგენტინაც დაემატა.

იყო ორი მეგობარი...

ბოლო დრომდე ხავიერ მილეისა და ვოლოდიმირ ზელენსკის მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ, მხარს უჭერდნენ ერთმანეთს, საჩუქრებსაც ჩუქნიდნენ (მაგალითად, არგენტინამ უკრაინას ორი ვერტმფრენი აჩუქა ხანძრების ჩასაქრობად) და ერთმანეთს ბევრ რაღაცას პირდებოდნენ. 2024 წლის შემოდგომაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ მაღალ დონეზე სეაფასა ულტრამემარჯვენე ლიბერტარიენლი ხავიერ მილეის მიერ გატარებული რეფორმები და მს მადლობა გადაუხადა რუსეთთან ომში მხარდაჭერისათვის. „ჩემი მეგობარი ხავიერი დაუღალავად მუშაობს არგენტინის მოდერნიზებისათვის და ქვეყანა მიჰყავს ეკონომიკური, ფინანსური და სოციალური პრობლემების გადაჭრისაკენ“, - აცხადებდა იმ დროს უკრაინის ლიდერი.

ხავიერ მილეი, თავის მხრივ, არაერთხელ გამოხატავდა უკრაინის მიმართ მტკიცე მხარდაჭერას: მაგალითად, იგი პირადად ჩავიდა შვეიცარიაში (ბიურგენშტოკში) გასულ წელს გამართულ „მსოფლიო დიპლომატიურ სამიტზე“ და მონაწილეებს მოუწოდა უკრაინასთან ვაჭრობა გაეფართოვებინათ, „ქვეყნის აყვავების მიზნით“.

„როგორც თავისუფლების იდეის ერთთგული დამცველები, ჩვენ ვუარყოფთ ადამიანების ყოველგვარ ჩაგვრას, მათზე ზეწოლას, მაგრამ განსაკუთრებით ვუარყოფთ ომს როგორც უკანონო მექანიზმს ხალხთა შორის კონფლიქტების დასარეგულირებლად“, - თქვა ხავიერ მილეიმ თავისი გამოსვლის დროს ბიურგენშტოკში გამართულ დიპლომატიურ სამიტზე, ვოლოდიმირ ზელენსკისა და მსოფლიოს 101 დელეგაციის წინაშე.

„და შენც, ბრუტუს[ხავიერ]?“

მაგრამ ახლა არგენტინის პრეზიდენტმა, როგორც ჩანს, თავისი პოზიცია შეიცვალა უკრაინის ლიდერის მიმართ მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა თავის სოცქსელში ვოლოდიმირ ზელენსკი „დიქტატორად“ შერაცხა და განაცხადა, რომ იგი უარს ამბობს არჩევნების ჩატარებაზე უკრაინაში და რომ მას ძალიან დაბალი რეიტინგი აქვს, თუმცა ეს ბრალდებები უკრაინელმა ლიდერმა კატეგორიულად უარყო.

ამრიგად, თეთრი სახლის რიტორიკის შესაბამისად, ულტრამემარჯვენე ხავიერ მილეიმ უჩვეულო ნახტომი განახორციელა აშშ-ის თეთრი სახლისაკენ, რაც მას იმ ქვეყნებთან აახლოებს, რომლებსაც იგი ცოტა ხნის წინათ კომუნისტურებს“ უწოდებდა: მან ზურგი აჩვენა ვოლოდიმირ ზელენსკის, როცა რუსეთის დაგმობისაგან თავი შეიკავა.

 

общество
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати