USD 2.7125
EUR 3.1517
RUB 3.3359
Тбилиси
"ეგ ისეთი მამაძაღლი ჩანს, უთუოდ დიდი კაცი დადგებაო..." - ილია ჭავჭავაძის და სტალინის შეხვედრის უცნობი ეპიზოდები
дата:  2251
ილია ჭავ­ჭა­ვა­ძი­სა და იო­სებ სტა­ლი­ნის ურ­თი­ერ­თო­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ხში­რად არა­ერ­თგვა­რო­ვან რე­აქ­ცი­ას იწ­ვევს...
ფი­ლო­ლო­გი მა­დი­ნა კარ­ტო­ზია ამ ორი ის­ტო­რი­უ­ლი ფი­გუ­რის ურ­თი­ერ­თო­ბი­სა და შეხ­ვედ­რის რამ­დე­ნი­მე ეპი­ზოდს გვიამბობს, მათი თა­ნა­მედ­რო­ვე­ე­ბის ნა­ამ­ბობ­ზე დაყ­რდნო­ბით...
 
- რო­გორც ცნო­ბი­ლია, ილი­ამ თა­ვის "ივე­რი­ა­ში" 1895 წელს ხუთი ლექ­სი და­ბეჭ­და, რო­მელ­თა შო­რის, ჯუ­ღაშ­ვი­ლის ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლი "ვარდს გა­ე­ფურ­ჩქნა კო­კო­რი" იყო.
 
ისიც ცნო­ბი­ლია, რომ 1895 წლის 22 ოქ­ტომ­ბერს რა­ფი­ელ ერის­თა­ვის სა­ი­უ­ბი­ლეო სა­ღა­მო­ზე გა­მო­იყ­ვა­ნეს იმ­ხა­ნად დამ­წყე­ბი პო­ე­ტი იო­სებ ჯუ­ღაშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც წა­ი­კი­თხა ლექ­სი "თ.რ.ერის­თა­ვი­სას". ილია სა­ი­უ­ბი­ლეო კო­მი­ტე­ტის წევ­რი გახ­ლდათ და სა­ვა­რა­უ­დოა, რომ ახალ­ბე­და პო­ე­ტი იქ მისი უშუ­ა­ლო რე­კო­მენ­და­ცი­ით მოხ­ვდა.
 
ამ­ბო­ბენ, შემ­დეგ მათი გზე­ბი გა­ი­ყოო, თუმ­ცა ამ მო­საზ­რე­ბას რამ­დე­ნი­მე მო­გო­ნე­ბა აბა­თი­ლებს...
კერ­ძოდ, ილი­ას ყო­ფი­ლი მზა­რე­უ­ლი მაქ­სი­მე მეტ­რე­ვე­ლი იგო­ნებ­და (ჩა­ი­წე­რა ილი­ას სახლ-მუ­ზე­უ­მის თა­ნამ­შრო­მელ­მა შალ­ვა მარ­კო­ზაშ­ვილ­მა. სა­ვა­რა­უ­დოდ, პირ­ვე­ლად გა­მო­აქ­ვეყ­ნა გუ­რამ ყო­რა­ნაშ­ვილ­მა წიგნ­ში "ილი­ას ფე­ნო­მე­ნი" 2007 წ.):
"ერთ დღეს, რო­დე­საც მე წყა­როს­თან ახ­ლოს ბოსტნე­ულს ვარ­ჩევ­დი, იქვე იყ­ვნენ სა­გუ­რა­მო­ე­ლი გლე­ხე­ბიც, რომ­ლე­ბიც ილი­ას ესა­უბ­რე­ბოდ­ნენ. მო­უ­ლოდ­ნე­ლად, გა­მოჩ­ნდა ჩვენ­სკენ მო­მა­ვა­ლი იო­სებ ჯუ­ღაშ­ვი­ლი. ილი­ამ გლე­ხებს უთხრა: ამ ყმაწ­ვილ­თან მარ­ტო დამ­ტო­ვეთ, უნდა ვე­სა­უბ­როო. გლე­ხე­ბი იქა­უ­რო­ბას მოს­ცილ­დნენ და მეც გან­ზე გავ­დე­ქი.
 
სოსო ახ­ლობ­ლუ­რად მი­ე­სალ­მა ილი­ას, მაგ­რამ წყა­როს ხმა­ურ­ში მათი სა­უ­ბა­რი არ მეს­მო­და. მათ კარ­გა ხანს ილა­პა­რა­კეს, მერე წას­ვლის წინ სტუ­მარ­მა წყა­ლი და­ლია, ილი­ას გა­მო­ე­თხო­ვა და დაღ­მარ­თზე და­ეშ­ვა. ილია გლე­ხებ­თან ახ­ლოს მი­ვი­და და უთხრა: "ხომ შე­ხე­დეთ იმ ყმაწ­ვილს? სა­ხით არა­ფე­რია, მაგ­რამ ისე­თი მო­აზ­როვ­ნეა, თუ დას­ცალ­და, მსოფ­ლი­ო­ში სა­ხელს გა­ით­ქვამ­სო" მერე კი და­უ­მა­ტა: "ეგ ისე­თი მა­მა­ძაღ­ლი ჩანს, რომ უთუ­ოდ დიდი კაცი დად­გე­ბა და ღმერ­თმა ქნა­სო" - გვიყ­ვე­ბა ქალ­ბა­ტო­ნი მა­დი­ნა ილი­ას ყო­ფი­ლი მზა­რე­უ­ლის მო­გო­ნებას:
"1987 წელს ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ილი­ას და­ბა­დე­ბი­დან 150 და ტრა­გი­კუ­ლად გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 80 წლის­თავს აღ­ნიშ­ნავ­და. შემ­თხვე­ვით კო­მი­სი­ის ერთ-ერთი წევ­რის, აკა­დე­მი­კოს იური კა­ჭა­რა­ვას სა­უ­ბარს შე­ვეს­წა­რი. ბა­ტო­ნი იური ყვე­ბო­და ამ­ბავს, რო­მე­ლიც თა­ვად დემ­ნა შენ­გე­ლა­ი­ას­გან მო­უს­მე­ნია. შემ­დგომ­ში იგი­ვე მო­გო­ნე­ბა ბა­ტონ­მა გუ­რამ ყო­რა­ნაშ­ვილ­მა თა­ვის წიგნ­ში "ილი­ას ფე­ნო­მე­ნი" გა­მო­აქ­ვეყ­ნა.
 
ხნი­ერ კაცს ბა­ტონ დემ­ნა­სათ­ვის უამ­ბნია: "მე ილი­ას­თან და­რა­ჯად ვმუ­შა­ობ­დი. ერთ დღე­საც ილი­ამ და­მა­ვა­ლა გზად სა­გუ­რა­მოს­კენ ერთ კაცს დავ­ხვედ­რო­დი, რო­მე­ლიც ილი­ას­თან ღა­მით უნდა მო­სუ­ლი­ყო. დავ­ხვდი სტუ­მარს და ილი­ას­თან მო­ვა­ცი­ლე. თა­ნაც და­მა­ვა­ლეს - არ­სად წავ­სუ­ლი­ყა­ვი. სა­უ­ბა­რი დიდ­ხანს გაგ­რძელ­და. უკვე შუ­ა­ღა­მეს გა­დას­ცდა, რო­დე­საც ილი­ას მე­უღ­ლე ოლღა შე­წუხ­და და ქმრის კა­ბი­ნეტ­ში შე­ი­ხე­და. მას ოლ­ღას­თვის უნიშ­ნე­ბია, გა­სუ­ლი­ყო. თან, უთ­ქვამს: ნუ შე­მოხ­ვალ, სე­რი­ო­ზუ­ლი სა­ლა­პა­რა­კო გვაქ­ვსო. სა­უ­ბა­რი გაგ­რძელ­და გა­რიჟ­რა­ჟამ­დე.
 
სტუ­მა­რი მე გა­ვიყ­ვა­ნე სოფ­ლი­დან და გზამ­დე ჩა­ვა­ცი­ლე. შემ­დეგ­ში, რო­დე­საც სტა­ლი­ნის სუ­რა­თი ვნა­ხე, ად­ვი­ლად ვი­ცა­ნი მას­ში ილი­ას მა­შინ­დე­ლი სტუ­მა­რი... რა სა­კი­თხზე სა­უბ­რობ­და ეს ორი ქარ­თვე­ლი, ძნე­ლი მი­სახ­ვედ­რია. ფაქ­ტი ერ­თია, დრომ, ეპო­ქამ, მათი გზე­ბი გა­ყა­რა..."
общество
შსს -ს ინფორმაციით, 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 8 პირი დააკავეს - ჯამში დაკავებულია 44 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 8 პირი დააკავა. ამის შესახებ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.

უწყების თანახმად, სულ დაკავებულია 44 პირი, 4 კი მიმალვაშია.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აგრძელებენ იმ პირების გამოვლენასა და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას, რომლებმაც მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს, თბილისში კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს.

გამოძიების ფარგლებში, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველების მიერ დაკავებულია კიდევ 8 პირი: ზ.ა., ⁠ა. დ., ⁠ი. ჩ.,⁠ ხ.გ., გ.ჩ., გ.მ., რ.მ., ი.დ., ხოლო 4 პირი მიმალვაში იმყოფება.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ჯამში დაკავებულია სულ 44 პირი.

სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 4 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აქციის მონაწილეების მიმართ გავრცელებული არაერთი საჯარო მოწოდების მიუხედავად - შეკრება-მანიფესტაცია ყოფილიყო მშვიდობიანი და არ გასცდენოდა კანონით დადგენილ ფარგლებს, ბრალდებულებმა ათონელის ქუჩაზე კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს.

ვიდეოსამეთვალყურეო მასალების გაშიფვრისა და სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებული კადრებიდან ირკვევა, რომ ბრალდებულების ნაწილი სამართალდამცველებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა და პოლიციელების მისამართით ისროდა სხვადასხვა მძიმე საგანსა და ქვებს. გარდა ამისა, ისინი ცდილობდნენ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში შეჭრას, რა დროსაც დააზიანეს სასახლის ეზოს ჯებირები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე, 222-ე, 225-ე და 317-ე მუხლებით მიმდინარეობს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აგრძელებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს, დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სიახლეებს საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати