USD 2.7223
EUR 3.1274
RUB 3.3150
თბილისი
«Medya Günlüğü» (თურქეთი): „ფაშინიანის კითხვები 1915 წლის მოვლენებთან დაკავშირებით“
თარიღი:  500

ნიკოლ ფაშინიანმა ეჭვქვეშ დააყენა 1915 წლის ტრაგიკული ამბების ნამდვილობა და განაცხადა, რომ „სომეხთა გენოციდის“ მიმართ შეფასებები და მიდგომები უნდა შეიცვალოს’, - წერს თურქული გამოცემა Medya Günlüğü სარედაქციო სტატიაში სათაურით „ფაშინიანის კითხვები 1915 წლის მოვლენებთან დაკავშირებით“, რომელშიც ამ დღეებში მომხდარი სკანდალური ფაქტია განხილული - სომხეთის პრემიერის მიერ გამოხატული დამოკიდებულება თითქმის 110 წლის წინ მომხდარ მოვლენის მიმართ.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

როგორც აშშ-ში სომხური დიასპორის გაზეთი „ასბარეზი“ (Asbarez) იუწყება, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გასულ კვირას, შვეიცარიაში ვიზიტის დროს, სომხურ თემთან შეხვედრისას, ერთ-ერთი კითხვის პასუხად, რომელიც 1915 წლის მოვლენებს ეხებოდა, განაცხადა, რომ „ჩვენ უნდა გადავხედოთ სომხების გენოციდის საკითხს“.

„ჩვენ უნდა გავიგოთ, თუ რა მოხდა და რატომ მოხდა. როგორ აღვიქვით მომხდარი მოვლენა [გენოციდად] და ვისი ჩარევა-„დახმარებით“? როგორ მოხდა, რომ 1939 წლამდე სომხების გენოციდის საკიხი დღის წესრიგში არ იდგა, 1950 წელს კი უეცრად წარმოიქმნა? და საერთოდ, საჭიროა თუ არა ამ პრობლემით ვიყოთ დაკავებული? უნდა ვაკონტროლოთ თუ არა ჩვენი იდენტობა?“, - იკითხა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

რასაკვირველია, ნიკოლ ფაშინიანის ამგვარმა სიტყვებმა სომხურ ოპოზიციაში და საზღვარგარეთულ დიასპორაში მძაფრი რეაქცია გამოიწვია: „დააყენა რა ეჭვის ქვეშ სომეხთა გენოციდის ნამდვილობის საკიტხი და მრავალწლიანი კამპანია გენოციდის საერთაშორისო აღიარების თაობაზე, პრემიერ-მინისტრი თავისი ოპონენტებისგან კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა“, - აღნიშნულია გაზეთ Asbarez-ში 27 იანვარს გამოქვეყნებულ მასალაში.

თავის მხრივ სომხურმა რევოლუციურმა ფედერაციამ („დაშნაცუტიუნმა“) უკიდურესად ნეგატიურად შეაფასა პრემიერ-მინისტრის მიერ გამოთქმული ეჭვები და აღნიშნა, რომ „ნიკოლ ფაშინიანი სომეხთა გენოციდის არსს ამახინჯებს, ამცირებს დანაშაულის მასშტაბებს და კამპანიას ატარებს საკითხის ინტერნაციონალიზაციის წინააღმდეგ. პრემიერ-მინისტრის მოქმედება წარმოადგენს სპეკულაციას და შეურაცხყოფს უდანაშაულო მსხვეპლთა ხსოვნას“.

სომეხი მეცნიერის, გენოციდის მკვლევარის სურენ მანუკიანის აზრით, ნიკოლ ფაშინიანს ელემენტარული ცოდნაც კი არ აქვს პირველი მსოფლიო ომის წლებში მომხდარ სომეხთა ხოცვა-ჟლეტვის თაობაზე, როცა ოსმალეთის იმპერიაში დაახლოებით 1,5 მილიონი სომეხი დაიღუპა. ეს ტრაგიკული ფაქტი ამჟამად ათობით ქვეყანას და საერთაშორისო ორგანიზაციას, აგრეთვე ბევრ ცნობილ ისტორიკოსს და იურისტს აქვს აღიარებული გენოციდად.

„მე ვფიქრობ, რომ ნიკოლ ფაშინიანმა ცოტა მეტი წიგნი და გამოკვლევა უნდა წაიკითხოს. იგი თავს განათლებულად მიიჩნევს, მაგრამ სინამდვილეში ნახევრად მცოდნეა, რაც, საერთოდ, პოლიტიკაში ძალიან საშიშ მოვლენას წარმოადგენს. მან უნდა იცოდეს, რომ სიტყვა „გენოციდი“ 1939 წლამდე იმიტომ არ ფიგურირებდა, რომ თვითონ ტერმინი პირველად პოლონელ-ებრაელმა იურისტმა რაფაელ ლემკინმა იხმარა 1939 წელს, ებრაელების ჰოლოკოსტთან დაკავშირებით. იგი 1915 წლის სომეხთა ტრაგედიასაც ეყრდნობოდა. ასე რომ, ნიკოლ ფაშინიანის მინიშნება, რომ გენოციდზე ლაპარაკი მხოლოდ 1950 წელს დაიწყეს ვიღაცის მითითება-ჩარევის (იგულისხმება იოსებ სტალინი) შედეგად, არასწორია. სხვათა შორის, საბჭოთა სომხეთში გენოციდის აღნიშვნა 1965 წლიდან ხდება, სტალინის სიკვდილიდან თითქმის ოცი წლის შემდეგ, 1967 წელს კი ციცერნაკაბერდის მემორიალური ობელისკი აიგო.

1998-2008 წლებში სომხეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის ვარდან ოსკანიანის თქმით, „ნიკოლ ფაშინიანის ასეთი რიტორიკა არამარტო ისტორიული რევიზიონიზმია, არამედ ამორალური   საქციელიც. როგორც პრემიერ-მინისტრს, მას სომხეთის სუვერენიტეტის, თავისი ხალხისა და მემკვიდრეობის დაცვა ევალება, მაგრამ მისი სიტყვები სწორედ ამ პასუხისმგებლობის ძირის გამოთხრასა და უარყოფას ნიშნავს. საჯაროდ მსგავსი განცხადებების გაკეთება ხელს უწყობს რაც სიმართლის წაშლას და არღვევს სომეხი ხალხის ერთიანობას. ეს არის მშობელი ხალხის მიმართ ჩადენილი ღალატი, რაც შეუძლებელია ვინმეს ეპატიოს“, -  წერს გაზეთი „ასბარეზი“.

წყარო: https://medyagunlugu.com/pasinyandan-1915-sorulari/

მსოფლიო
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის