ფრანგული ჟურნალი „ლე მონდ დიპლომატიკი“ (Le Monde diplomatique) აქვეყნებს სტატიას სათაურით „და ისევ ყირიმი“ (ავტორი - ელენ რიშარი). მასში ორი პოზიციაა განხილული, რომელიც ყირიმის მიმართ აშშ-ის მმართველ სამხედრო-პოლიტიკურ წრეებში არსებობს.
გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:
აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთაინებული კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი მარკ მილი რუსეთ-უკრაინის ომის ფართოების მიმართ ფრთხილად ლაპარაკობს: „ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც არ მასვენებს და მასზე ყოველდღიურად ვფიქრობ, ეს ომის ესკლაციაა ესკალაციის შეკავებაა. გთხოვთ არ დაივიწყოთ, რომ რუსებს კაცობრიობის განასგურების შესაძლებლობა აქვთ. ჩვენ ყოველი გადაწყვეტილება ღრმად უნდა ავწონ-დავწონოთ, მისი ლოგიკური შედეგების გათვალისწინებით“.
სამწუხაროდ, გენერალს, როგორც ჩანს, თეთრ სახლში არ უსმენენ. მარკ მილის ბრძნული სიტყვები წინააღმდეგობაში მოდის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლების დაუსრულებელ განცხადებებთან უკრაინისათვის იარაღის სულ ახალ-ახალი პარტიის გაგზავნის შესახებ. ლაპარაკია არა მხოლოდ „აბრამსის“ ტანკებზე, არამედ F-16 ავიაგამანაგურებლებზეც.
რა თქმა უნდა, უკრაინა ყირიმს თავის ტერიტორიად თვლის. პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ჯერ კიდევ იანვარში, დავოსის ფორუმზე განაცხადა - „მოგვეცით იარაღი და ჩვენ ტერიტორიებს დავიბრუნებთ“. თეთრი სახლი მას ეთანხმება და მიანიშნებს, რომ თუ უკრაინის არმია ყირიმს შეუტევს, ვაშინგტონი კიევს ნება მისცემს ამერიკული იარაღი გამოიყენოს. „უკრაინის უსაფრთხოების გარანტია შეუძლებელია მანამ, სანამ ყირიმი, როგორც მინიმუმი, დემილიტარიზებული არ იქნება“, - აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდი.
მოდით, ისტორიაში ჩავიხედოთ:
ვიქტორია ნულანდის განცხადება იმ სიტუაციას გვაგონებს, რომელიც ყირიმში მე-19 საუკუნის შუახანებში არსებობდა. 1856 წლის მარტში პარიზის ხელშეკრულებამ, რომელიც ყირიმის ომის შედეგების მიხედვით დაიდო, რუსეთს თავს მოახვია შავი ზღვის ნეიტრალიზების ვალდებულება, ანუ რუსეთს შავ ზღვაზე სამხედრო ფლოტი არ უნდა ჰქონოდა. ეს ყირიმის ომში რუსეთის დამარცხებამ გამოიწვია: 1953 წელს ფრანგულ-ბრიტანულმა კოალიციურმა ჯარმა, რომელიც ოსმალეთის იმპერიას დაეხმარა, ყირიმში ბრძოლების დროს რუსეთის არმია დაამარცხა. მაგრამ იმ დროს რუსეთს ისეთი დამაგრეველი იარაღი არ ჰქონდა, როგორიც დღეს აქვს, მაგალიტად, ბირთვული რაკეტები და ბომბები. თუ ვინმე ფიქრობს, რომ რუსეთი, 1856 წლის უკანდახევის მსგავსად, ისევ მუხლებზე დაიჩოქებს და არ ისარგებლებს იმ იარაღით, რომელიც მას უკიდურესი შემთხვევისთვის აქვს შემონახული, ძალიან სცდება. ამიტომ იმ ქვეყნებმა, რომლებიც კონფლიქტის მონაწილენი არ არიან, ყველაფერი უნდა გააკეთონ ომის შესაჩერებლად.
სხვათა შორის, უნდა ვთქვათ, რომ ვაშინგტონი თავდაპირველად, 1990-იანი წლებიდან დაწყებული, ფრთხილად უყურებდა კიევის მოქმედებას ყირიმის მიმართ და აფრთხილებდა, რაიმე ძალისმიერი ნაბიჯები არ გადაედგა. ეს მოხდა ჯერ კიდევ 1994 წელს, როცა ყირიმის ავტონომიის მეთაურად რუსი იური მეშკოვი იქნა არჩეული და კიევმა იქ დამატებითი ძალები გაგზავნა, სეპარატიზმის თავიდან ასაცილებლად. მოგვიანებით, კიევი და მოსკოვი მორიგდნენ და შავი ზღვის ფლოტი გაიყვეს, ხელი მოაწერეს შეთანხმებას სევასტოპოლის სტატუსის შესახებ და სიტუაცია ასე თუ ისე ჩაწყნარდა.
2008 წელს აშშ-მა ისეთი ნაბიჯი გადადგა, რომელმაც „ზვავი გამოიწვია“: მაშინდელმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშ-უმცროსმა, ნატოს ბუქარესტის სამიტზე, მხარი დაუჭირა უკრაინის მიღებას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, რითაც ხელახლა გამოაცოცხლა როგორც ყირიმის რუსულენოვანი მოსახლეობის, ასევე მთლიანად რუსეთის მოსახლეობის ნაციონალისტური, ანტიდასავლური და მილიტარისტული განწყობები. მოხდა ის, რაც ჯერ კიდევ 1997 წელს იწინასწარმეტყველა ამერიკელმა დიპლომატმა ჯორჯ ქენანმა, რომელიც მსოფლიოს რუსეთთან მშვიდობისაკენ მოუწოდებდა და ითხოვდა, რომ ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება შეჩერებულიყო. რა თქმა უნდა, ჯორჯ ქენანს არ შეიძლებოდა არ სცოდნოდა ის, რომ რუსული ექსპანსიონიზმი ხშირად იყო განპირობებული ამ ქვეყნის დასავლეთით არსებული „დიდი ვაკის“ კომპლექსით (ვაკეზე მტერი უფრო იოლად მოქმედებს, ანუ რუსეთი დაუცველია), საიდანაც რუსეთის დიდი ნაწილი ორჯერ იქნა დაპყრობილი ჯერ ნაპოლეონ ბონაპარტის, შემდეგ კი ადოლფ ჰიტლერის ჯარებით.
დღეს ვაშინგტონში თანდათან ძლიერდება იდეა იმის შესახებ, რომ უკრაინის უსაფრთხოება მოსკოვთან კომპრომისზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ რუსეთის ძლიერების განეიტრალებაზე, ანუ რუსეთი ისე უნდა დასუსტდეს, რომ აღარ შეეძლოს სხვა სახელმწიფოსადმი ზიანის მიყენება. მიდის ლაპარაკი იმაზე, რომ რუსეთს თავს მოახვიონ რაღაც შემზღუდავი დოკუმენტი - ვერსალის 1919 წლის ხელშეკრულების მსგავსი, რომლის მიხედვით, გერმანია მკაცრად დაისაჯა პირველი მსოფლიო ომის დაწყების გამო.
იმის გარდა, რომ ვერსალის ხელშეკრულების მსგავსი იდეები ისტორიულად განუხორციელებელი რჩება (მან თავისი უუნარობა ჯერ კიდევ 1930-იან წლებში გამოამჟღავნა), აშშ-მა უნდა გააცნობიეროს ერთი მნიშვნელოვანი გარემოება - გეოგრაფიული ფაქტორის რეალობა: რუსეთი წარმოადგენს ისეთ ქვეყანა-კონტინენტს, რომელიც ადგილმდებარეობას არ შეიცვლის და მუდმივად იქნება უკრაინისა და, საერთოდ, ევროპის მეზობელი.
წყარო: https://www.monde-diplomatique.fr/mav/188/RICHARD/65633