USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
თბილისი
«Le Figaro» (საფრანგეთი): „გაწევრიანებიდან 20 წლის შემდეგ უნგრეთი ევროკავშირს შეშფოთებით უყურებს“
თარიღი:  371

„უნგრეთის ევროკავშირში გაწევრიანებიდან 20 წლის შემდეგ საერთოევროპულმა ორგანიზაციამ სხვადასხვა მიზეზების გამო უნგრელთა თვალში ძველებური მიმზიდველობა დაკარგა - ფინანსური და მიგრაციული კრიზისების, ასევე ისლამისტური შეტევების სერიის შემდეგ“, - ნათქვამია ფრანგული გაზეთის „ლე ფიგაროს“ (Le Figaro) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „გაწევრიანებიდან 20 წლის შემდეგ უნგრეთი ევროკავშირს შეშფოთებით უყურებს“ (ავტორი - ალბერტ კორნელი). „პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის ანტიდასავლური რიტორიკა ხელს უწყობს უნგრეთის დაახლოებას რუსეთთან და აზიურ ქვეყნებთან“, - ხაზგასმულია მასალაში.

პუბლიკაციის დასაწყისში სიტუაცია ჰიპოთეტურად არის აღწერილი მომავლის უნგრეთში - 2034 წელს, შემდეგ კი საუბარია 2024 წლის მდგომარეობაზე.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

„ოთხი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც თავისუფლებისა და მშვიდობის მოყვარე უნგრელმა ხალხმა ხმა მისცა ევროკავშირიდან გამოსვლას. ამჟამად ქვეყანა ეროვნული სუვერენიტეტისა და სრული დამოუკიდებლობის აღდგენის დამამთავრებელ სტადიაზე იმყოფება. უნგრეთის ლიდერმა საბოლოო მიიღო იმის შესაძლებლობა, რომ თავისი დიადი გეგმა „უნგრეთი -მშვიდობის კუნძული“ განახორციელოს, რომელიც მსოფლიოს ყველა კრიზისს და უბედურებას თავს აარიდებს.  იდეის თეატრალიზებული წარმოდგენა გაზაფხულზე მოხდა, რომლისთვისაც ცნობილმა უნგრელა რეჟისორმა არპად შილინგმა სპეციალურად იქირავა ყოფილი „ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის“ შენობა (უფრო სწორად ის ნაშთები, რაც მისგან დარჩა), რომლის მფლობელი იყო უნგრული წარმოშობის ლიბერალი მილიარდელი ჯორჯ სოროსი და რომელიც ვიქტორ ორბანმა უნგრეთიდან 2019 წელს გააძევა (...) თუმცა უმჯობესია ისევ 2024 წლის რეალობაში დავბრუნდეთ და ამჟამინდელ პრობლემებზე ვისაუბროთ.

რა თქმა უნდა, ვიქტორ ორბანის მწვავე რიტორიკის მიუხედავად, დღეს „უნგქსითი“ («Huxit») დღის წესრიგში არ დგას. უნგრეთი ევროკავშირის შემადგენლობაშია და ამ ეტაპზე, დიდი ბრიტანეთივით, გასვლას არ აპირებს, მაგრამ აშკარად შეიმჩნევა ერთგვარი გაუცხოება: გასულ თვეში თითქმის არ აღნიშნულა გაწევრიანების საიუბილეო 20 წლისთავი; ვიქტორ ორბანი ამკაცრებს ბრიუსელთან რიტორიკას - ეროვნული დღესასწაულის დროს მან განაცხადა, რომ „არავის არ მივცემ სახელმწიფოს ფუქციების შეკვეცის უფლებას, ჩვენი სოფლის მეურნეობის განადგურებისა და საშუალო კლასის გაძარცვის ნებას, უნგრული კომპანიების გაჩანაგებას, ჩვენი შვილების გაწირვას სამომავლო ვალების გადახდისათვის და ევროპის ომში ჩათრევას“.

ევროკავშირის შემადგენლობაში 20-წლიანი ყოფნა დღეს განიხილება როგორც გარდაუვალ ბოროტებად, თუმცა, ალბათ, მხოლოდ დროებითად. სანამ ევროკავშირის წევრი გახდებოდა. უნგრეთს მძიმე ეკონომიკური გარდაქმნების განხორციელება მოუწია, რომლის შედეგადაც 1990-იან წლებში მილიონობით სამუშაო ადგილი გაქრა და ათეულ ათასობით მოქალაქის ნაადრევი სიკვდილი გამოიწვია. რეფერენდუმში მონაწილეობა მოსახლეობის რაოდენობის ნახევარზე ნაკლებმა მიიღო (45,5%), თუმცა მაშინდელი სოციალისთური მთავრობა ურნებთან ამომრჩეველთა 70%-იან მისვლას პროგნოზირებდა. ურნებთან მისულების 45,5%-დან ევროკავშირში გაწევრიანებას ხმა მისცა 83,3%-მა. საბოლოოდ, გარკვეული კონსენსუსი მიღწეული იქნა, მაგრამ ოფიციალურ წევრად მიღების თარიღი - 2004 წლის პირველი მაისი -  ენთუზიაზმის გარეშე იზეიმეს.

ამასობაში, ორი ათეული წლის შემდეგ, დასავლეთმა უნგრელების თვაში მიმზიდველობა დაკარგა: 2008 წლის ფინანსურმა კრიზისმაუამრავი უნგრელი დატოვა უცხოურვალუტიანი ვალებით, რაც კიდევ უფრო გააღრმავა ჩამორჩენა მსოფლიო ლიდერებისაგან. 2015 წლის მიგრაციულმა კრიზისმა და ისლამისტურმა შეტევებმა დასავლეთ ევროპაზე ხელი შეუწყო მის დესაკრალიზაციას. სულ უფრო შხამიანმა ანტიდასავლურმა რიტორიკამ არასრულყოფილების ცენტრალურევროპული კომპლექსი თანდათან გადააქცია უპირატესობის კომპლექსად იმის მიმართ, რომელსაც ვიქტორ ორბანი „პოსტ-დასავლეთს“ უწოდებს.

უნგრეთის პრემიერის აქტიურმა ძალისხმევამ „აღმოსავლეთის გაღების“ მიზნით ქვეყანას შესაძლებლობა მისცა რუსეთს და აზიის ქვეყნებს დაახლოებოდა.

წყარო: https://www.lefigaro.fr/international/vingt-ans-apres-l-adhesion-le-malaise-hongrois-envers-l-ue-20240530

თბილისი
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის