USD 2.6229
EUR 2.9925
RUB 3.1138
Тбилиси
ძველი თბილისის მხატვრები
дата:  6721

ძველი თბილისის ყოფა საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა ეროვნების მხატვართა შემოქმედებაში

ავტორი: დალი ლებანიძე

XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში ქართულ სახვით ხელოვნებაში ძირითადი ჟანრების და დარგების ჩამოყალიბება იწყება. სწორედ ამ დროს გამოვლინდა მხატვრების ინტერესი ყოფითი ჟანრის მიმართაც. ფერმწერებისა და გრაფიკოსების ყურადღება მიიპყრო საქართველოს ეთნოგრაფიული სინამდვილის მრავალფეროვნებამ,განსაკუთრებით მიმზიდველი აღმოჩნდა ქალაქ თბილისის თავისებური ყოფა. თბილისი, საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული მისი სახე, თავისებური მდებარეობა და ხუროთმოძღვრების განსაკუთრებული სილამაზე, მრავალფეროვანი მოსახლეობის ყოფა-ცხოვრება, ძველთაგანვე ხიბლავდა მნახველს.

ძველი თბილისის ვიწრო, ქაოტურად განლაგებული ქუჩები, სახელოსნოებით, დუქნებითა და ფარდულებით, შუა ბაზარი, სადაც ყოველთვის ჩქეფდა სიცოცხლე, მოსახლეობა სხვადასხვა იერით და კოლორიტული ჩაცმულობით იზიდავდა მოგზაურებს, განსაკუთრებით მწერლებისა და მხატვრების ყურადღებას. მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობოდა ქართველ მხატვართა შემოქმედებაში ძველი თბილისის ყოფა-ცხოვრების ასახავს (ნ. ფიროსმანი, ლ. გუდიაშვილი, დ. კაკაბაძე, ელ. ახვლედიანი, გ. ზაზიაშვილი და სხვა).

ამ თემას მიუძღვნეს თავისი ნამუშევრები არა მარტო ქართველმა მხატვრებმა, არამედ თბილისში მცხოვრებმა არაქართველმა მხატვრებმაც. მათ შორის საინტერესოა თავისი ინდივიდუალობით ერთმანეთისაგან განსხვავებული სამი მხატვარი - ვანო ხოჯაბეგოვი, ოსკარ შმერლინგი და ბორის რომანოვსკი. ისინი მკვეთრად განირჩევიან ერთმანეთისაგან მხატვრული მიდგომითა და ხელწერით, მაგრამ მათ საერთო თემა - თბილისური ყოფის ასახვისადმი ინტერესი აერთიანებს. ამ მხატვრების შემოქმედებაში XX საუკუნის 10-20-იანი წლების თბილისის ცხოვრება და სპეციფიკური კოლორიტი აისახა.

ვანო ხოჯაბეგოვი და ოსკარ შმერლინგი თბილისის მკვიდრნი იყვნენ. ვ. ხოჯაბეგოვი, თბილისის ხელოსნების ფენიდან გამოსული, თვითნასწავლი მხატვარი იყო და მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე თბილისს არ განშორებია. ო. შმერლინგმა კი პეტერბურგისა და მიუნხენის სამხატვრო აკადემიებში მიიღო განათლება და სწავლის დასრულების შემდეგ კვლავ თბილისში დაბრუნდა. თუ ვანო ხოჯაბეგოვი და ოსკარ შმერლინგი მთელი თავისი ცხოვრებით დაკავშირებული იყვნენ თბილისთან, რომელიც მათთვის მშობლიური ქალაქი იყო, რუსი მხატვარი ბორის რომანოვსკი მხოლოდ 20-იანი წლების დასაწყისში ჩამოდის თბილისში. იმ რთულ ისტორიულ პერიოდში თბილისისათვის არა ერთსა და ორ უცხოელს შეუფარებია თავი. მათ რიცხვს მიეკუთვნება ბორის რომანოვსკიც.

ვანო ხოჯაბეგოვი წვრილვაჭართა და ხელოსანთა წრიდან იყო გამოსული და მთელი თავისი არსებით ამ ხალხთან იყო შესისხლხორცებული. მათი ყოველდღიური შრომა, დღესასწაულები, სიხარული და მწუხარება - აი, ის თემატიკა, რომელსაც უძღვნა მხატვარმა მთელი თავისი შემოქმედება.

ვ. ხოჯაბეგოვის მიერ შესრულებულ ათობით ნახატზე იშლება ძველი თბილისის ყოფაცხოვრება. მათზე გამოსახულია: ნახშირის გამყიდველები, ყასბები, მეკურტნე რაჭველები, ყარაჩოხელები, მეთულუხჩეები და სხვა. განსაკუთრებით აინტერესებდა მხატვარს თბილისელთა ლხინისა და დროსტარების სცენები. ამ თემაზეა დახატული „ჭიდაობა“, „მუშტი-კრივი“, „მამლების ჩხუბი“, „ვერძების ჭიდილი“ და სხვა.

ვ. ხოჯაბეგოვის ნაწარმოებები უმეტესწილად ოსტატურადაა შესრულებული. იგი ხატავდა ქაღალდზე მხოლოდ ფანქრით. მხატვარი ძირითადად მიმართავს კონტურულ ნახატს, შუქ-ჩრდილით ფორმის მოდელირების გარეშე. დაძაბული კონტურით იგი გამოკვეთს საგნის მოცულობას. სასურათო სიბრტყეზე ფიგურების განაწილებით იქმნება სიღრმისა და სივრცის შთაბეჭდილება. ამ ნახატების მთავარი მიმზიდველობა თხრობის გამომსახველობაშია. ვანო მათ მეხსიერებით ქმნიდა. იმახსოვრებდა თავისი გმირების ყოველ ჟესტს, მიმიკას, მოძრაობას, აფიქსირებდა ყველაზე სახასიათოს, იშორებდა შემთხვევითს, მეორეხარისხოვანსა და ქმნიდა ძველი თბილისის მცხოვრებთა განზოგადებულ სახეებს.

აი რას იგონებდა ვ. ხოჯაბეგოვის შესახებ მხატვარი ჯოტო გრიგორიანი: „ვანოს ძალიან უჭირდა ნატურიდან ხატვა, მაგრამ თუ ვინმე სთხოვდა მეხსიერებით რაიმე დაეხატა, იგი იღებდა ფანქარს და ხატავდა დიდი გატაცებით და თავისუფლებით მისთვის ახლობელ სცენებს თბილისის ცხოვრებიდან“ 

 ოსკარ შმერლინგი 

 ვ. ხოჯაბეგოვი აქტიური, დამკვირვებელი მხატვარი იყო. იგი აფიქსირებდა მოვლენის ყოველ ცალკეულ მნიშვნელოვან მომენტს. ერთი ამბის მოყოლის დროს იგი ხშირად რამდენიმე ვარიანტს ხატავდა, თითქოს კინოკადრებს ქმნიდა. მაგალითად, სურათებში - „ვერძების ჭიდილი“, „ქართული ჭიდაობა“, მხატვარმა აღბეჭდა მოქმედების სხვადასხვა ეტაპი: ბრძოლის დასაწყისი, შერკინება და ფინალი.

მხატვარი მწვავედ გრძნობდა ძველი თბილისის საზოგადოების მკვეთრ სოციალურ დიფერენციაციას და უბრალო ხალხის მიმართ თანაგრძნობას თავის ნახატებში გამოხატავდა. ასეთია სურათები: „ყასაბთან“, „აღდგომისწინა ბაზარი“, „კინტო ომამდე და იმის შემდეგ“ და სხვა.

ვანო ხოჯაბეგოვი უაღრესად ნიჭიერი მხატვარი იყო. იგი საზრდოობდა კონკრეტული ყოფითი მოტივებით, და აღწევდა მათში გარკვეულ განზოგადებას, სახეთა ტიპიზირებას. წუთით შეჩერებული ჟანრული სცენები, მხატვრის შემოქმედებითი ალღოს წყალობით თბილისის ყოფის დამახასიათებელ კრებით სახედ იქცევა, სადაც ყურადღება მთავარზეა გამახვილებული.

სხვაგვარად შეიგრძნობდა თბილისის ყოფას მხატვარი ოსკარ შმერლინგი. მისთვის თბილისი ეთნოგრაფიული მრავალფეროვნებით მდიდარ გარემოს წარმოადგენდა. ო. შმერლინგი სიცოცხლის მოყვარე, უშრეტი იუმორის მქონე მხატვარი გრაფიკოსი იყო. იგი თანაბარი ინტერესით მუშაობდა, როგორც პოლიტიკური კარიკატურის, ასევე ყოფით ჟანრში.

1910-იან წლებში თბილისში გამოიცა ო. შმერლინგის მიერ შესრულებული ღია ბარათების კრებული „წარმავალი ტფილისი“, ამ ღია ბარათების პოპულარობა ძალზე დიდი იყო.4  კრებული რამდენჯერმე განმეორებით გამოიცა. ბოლო, 1983 წლის გამოცემას წამძღვარებული აქვს ო. შმერლინგის სიტყვები: „დაე ქართველი ერის ცხოვრება მუდამ იყოს მხიარული, ბედნიერი და ყველა ქართველმა იცინოს იმაზე, რაც სასაცილოა. ვიყოთ, მხიარულნი და ვიცინოთ“5 ამ სიტყვებით მხატვარმა სრულად გამოხატა თავისი შემოქმედების ძირითადი ხასიათი.

ოსკარ შმერლინგი „ძველი თბილისის სურათები“, კომპლექტში შესულ ყოველ სურათში მხატვარი თბილისური ცხოვრების ამსახველ მხიარულ ამბავს მოგვითხრობს. აქ მას ეხმარება კარიკატურისტის მახვილი თვალი. იგი ცდილობს მონახოს თბილისის მკვიდრთა ყველაზე გამომსახველი სახეები. ძირითადად მას იზიდავს საზოგადოების დაბალი ფენიდან გამოსული ადამიანები. მხატვარი მათში საინტერესო პორტრეტებს ეძებს. ო. შმერლინგი თანაბარ ყურადღებას აქცევდა, როგორც გარეგნობას, ასევე მათ შინაგან განწყობილებას. მხატვრის მიერ ასახული ქალაქური სცენები დროის დინების განცდითაა შესრულებული. მაყურებელი ყოველთვის შეიგრძნობს ასახული სცენის, მასში მოქმედი ადამიანების დიალოგის ხასიათსა და მოძრაობის ცვალებადობას.

ოსკარ შმერლინგი, რეალისტი მხატვარია, რომლის საუკეთესო ნახატებში მისი იუმორის გრძნობა და კარიკატურისათვის კანონზომიერი თხრობის სიმძაფრე ვლინდება.

მხატვარს ყოველთვის სურდა ობიექტურად აღექვა და დაეფიქსირებინა თბილისის მკვიდრთა გარკვეული სოციალური წრის წარმომადგენლობის თავისებური, ტიპიური სახეები, მაგრამ მაინც, იგი ყოველთვის შორიდან დამკვირვებლის პოზიციიდან აღიქვამდა თბილისის ცხოვრებას.

შორიდან დამკვირვებლის თვალი, „ეგზოტიკური“ გარემოს მიმართ ინტერესი ო. შმერლინგის შემოქმედებასთან აახლოებს მხატვარ ბორის რომანოვსკის, რომლის შემოქმედება დღემდე თითქმის უცნობ მასალას წარმოადგენდა6 1927-30 წელში  რომანოვსკიმ შეასრულა გრაფიკული სერია „ძველი თბილისი“, სავარაუდოა, რომ ეს ციკლი მხატვარმა კომუნალური მუზეუმის დაკვეთით დახატა.

მხატვრის ყურადღება, ვ. ხოჯაბეგოვის და ო. შმერლინგის მსგავსად, თბილისის დაბალი ფენების ცხოვრებამ მიიპყრო. კინტოების, ყარაჩოხელების, სხვადასხვა ხელოსნების საქმიანობა, მათი ცხოვრების წეს-ჩვეულებანი გადმოგვცა რომანოვსკიმ თავის ნახატებში. სერია შესრულებულია ტუშით, კალმით და აკვარელით. სურათების მაჟორული ფერადოვნება, ნახატის მკაფიოება და მთხრობელის მახვილი ხედვა იმთავითვე იზიდავს მაყურებელს, სერიის ფურცლებზე დიდი მრავალფეროვნებით აისახა თბილისის ყოფის სხვადასხვა ეპიზოდი. მხატვარი უდავოდ ბევრს აკვირდებოდა ხალხის ზნე-ჩვეულებებს, ქალაქის ქუჩებს, ლანდშაფტს, მისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ტიპაჟს, ხალხის ჩაცმულობასა და ეროვნულ თავისებურებებს. რომანოვსკის აღნიშნულ ციკლში ლადო გუდიაშვილის შემოქმედების გამოძახილი შეიმჩნევა. ეს მჟღავნდება როგორც თემატიკაში, ასევე სახვითი ენის ერთგვარ მსგავსებაშიც. საფიქრალია, რომ რომანოვსკი 1926 წელს თბილისში ლ. გუდიაშვილის პერსონალურ გამოფენას გაეცნო.

ბორის რომანოვსკი

ლადო გუდიაშვილი, მისი შემოქმედების განუმეორებლობა და, განსაკუთრებით, თბილისის ბოჰემისადმი მიძღვნილი მისი სურათები, უცხოეთიდან ჩამოსულ მხატვარს გულგრილს ვერ დატოვებდა. ჯერ კიდევ პარიზში ცხოვრების დროს ბ. რომანივსკის ეთნოგრაფიული და ნაციონალური თვისებების გამომხატველი ხელოვნება იტაცებდა. პარიზში იგი რუსული ყოფის ამსახველ სურათებს ქმნიდა. ეს სურათები მოწმობს, რომ რომანოვსკი რუსული რეალისტური სკოლის ტრადიციებზე იყო აღზრდილი.

უდაოა ისიც, რომ პარიზში მცხოვრები მხატვრისთვის პარიზული სკოლის მიმდინარეობისთვის ჩვეული პლასტიკური ფორმის დეფორმაცია, ფერწერის დეკორატიულ-სიბრტყობრივი მანერა, კარგად ნაცნობ მხატვრულ ხერხებს წარმოადგენდა. გრაფიკულ ციკლში „ძველი თბილისი“ ბ. რომანოვსკი ცვლის ხატვის რეალისტურ მანერას და მიმართავს გროტესკს, ფორმის გაზვიადებას და მის ხაზგასმულ დეფორმაციას. იგი დიდ ყურადღებას აქცევს კინტოების და ყარაჩოხელების მოძრაობის პლასტიკას. ეს ის თვისებებია, რომლებიც ბ. რომანოვსკის შემოქმედებას ლ. გუდიაშვილის მხატვრულ ხედვასთან აახლოევებენ.

ეს სიახლოვე ბ. რომანოვსკის ნახატებისა გუდიაშვილთან უფრო გარეგნულია და სახვითი ენის მსგავსებით შემოიფარგლება, ხოლო მათი მხატვრული პოზიცია მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისაგან. ლ. გუდიაშვილის გმირები მხატვრის ფანტაზიით შექმნილ გარემოში არსებობენ. ამ სურათებში ძველი თბილისის წარმავალი ცხოვრების მიმართ სევდაა გამოხატული. ლ. გუდიაშვილი კინტოების, ყარაჩოხელების და ქალების სახეების შექმნის დროს იყენებს დეფორმაციას, მოძრაობის გაზვიადებულ პლასტიკას, ეს სახვითი ხერხები მხატვარს სახეთა სულიერი სიმარტოვის და ტრაგიზმის გადმოცემაში ეხმარება.

რომანოვსკი  გუდიაშვილისაგან განსხვავებით, თბილისის ყოველი კუთხე-კუნჭულის ობიექტურად ფიქსირებას ცდილობს. მისთვის ამა თუ იმ სცენის დამაჯერებელი გარეგნული ასახვაა მნიშვნელოვანი. მხატვარი განსაკუთრებული სიყვარულით გადმოგვცემს ყოფით დეტალებს, გულისყურით აფიქსირებს არქიტექტურას, ცდილობს ზუსტად დაახასიათოს გარემო. მას იტაცებს თბილისის ვიწრო ქუჩები, პატარ-პატარა უსისტემოდ ნაშენი სახლები და ხის აივნების ათასგვარი მოხაზულობა. მხატვარი თითქმის ერთნაირი ყურადღებით გადმოგვცემს როგორც ადამიანთა საქმიანობას, ასევე მათი მოქმედების გარემოს. რომანოვსკის არც გუდიაშვილის ნამუშევართა მონუმენტური მასშტაბურობა გააჩნია. ბ. რომანოვსკის მცირე ზომის სურათები კამერული ჟანრული ხასიათისაა.

მხატვარი ყველა საგანს ფორმის შემომსაზღვრელი კონტურით გამოჰკვეთს, რაც გამოსახულებებს სიბრტყესთან აახლოვებს და მათ დეკორაციულ ხასიათს ანიჭებს. ამ დეკორაციულობის შეგრძნობას სურათთა ფერადოვნებაც ეთანხმება. ფერების კომპოზიცია სურათების საერთო ტონალობის ერთიანობაზე და მკვეთრ ლაქათა აქცენტებზეა აგებული. მხატვარი დასრულებულ ნახატებს ყვითელი, გამჭვირვალე ლაქით ფარავდა, რაც მათ ფერადოვან ერთიანობას უწყობდა ხელს.

ვანო ხოჯაბეგოვი

ბორის რომანოვსკის მიერ შესრულებული გრაფიკული ციკლი „ძველი თბილისი“ მაღალი მხატვრული დონით გამოირჩევა. იგი ბევრი ნიშნით ეხმიანება ვ. ხოჯაბეგოვისა და ო. შმერლინგის ნაწარმოებებს. ეს თანხვედრა უპირველეს ყოვლისა საერთო თემატიკაში მჟღავნდება. სამივე მხატვარს თბილისის ბოჰემა, მისი დაბალი მრავალფეროვანი სოციალური ფენა და ძველი აზიური უბნები აინტერესებს. სწორედ ქალაქის ამ ნაწილში ხედავდნენ ისინი შთაგონების წყაროს და თბილისისათვის დამახასიათებელი ცხოვრების ყაიდას.

მათ ბევრი აქვთ საერთო სახვითი ენის მხრივაც. სამივე ოსტატისთვის უმთავრესი ხაზია, მისი გამომსახველობა და პლასტიკურობა. სამივე მხატვარი მიისწრაფის ტიპიურისაკენ, მაგრამ ვ. ხოჯაბეგოვისთვის ტიპიური მისი ახლობელი უბრალო ხალხის წრიდან გამოსული იდილიზირებული გმირია, ო. შმერლინგი ყოველთვის შორიდან აკვირდება თბილისის დაბალ ფენას და კარიკატურული ელემენტების გაძლიერებით თბილისელი მოქალაქეების ტიპებს ქმნის. ბორის რომანოვსკისთვის კი, არსებობდა გარკვეული, ეგზოტიკური თბილისის პერსონაჟები, რომლებიც მის ნახატებში უფრო მეტად მოძრაობის პლასტიკით, ატრიბუტების გამოვლენით და ფორმათა დეფორმაციითაა გადმოცემული.

ვ. ხოჯაბეგოვის, ო. შმერლინგის და ბ. რომანოვსკის ნაწარმოებები XX საუკუნის 10-20-იანი წლების ქართული სახვითი ხელოვნების, ყოფითი ჟანრის ჩამოყალიბების რთულ პროცესში გარკვეულ როლს თამაშობდნენ. ამ მხატვართა შემოქმედებითი ძიებები თანხვდება იმდროინდელი ქართული სახვითი ხელოვნების განვითარების პროცესს და ჩვენი ეროვნული კულტურის ნაწილს წარმოადგენს.

мир
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати