USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
თბილისი
ძველი ამბები - 1921: პრესა და მოქალაქეები მილიციელებისა და გვარდიელების თავგასულობაზე ჩივიან
თარიღი:  434

გაზ. სამუსლიმანო საქართველო, 1921 წლის 16 იანვარი, N503

ადმინისტრაციისა და გვარდიის გაწმენდისათვის

თუ სადამდის მიაღწია ჩვენი ადმინისტრაციის ზოგიერთ წევრის თავგასულობამ ამის შესახებ ყველაზე მჭერმეტყველურად აცრემლებული კირილე ნინიძე მოგახსენებთ.

წარსული წლის დეკემბრის 24-ს თვით სოციალ-დემოკრატიულ პარტიის ერთმა ლიდერთაგანმა, ბ-ნმა კირილე ნინიძემ, რომელსაც დამფუძნებელი კრების სოციალ-დემოკრატიული ფრაქცია რამდენიმე კვირის წინ გზათა მინისტრობასაც კი სთავაზობდა, შემდეგი განაცხადა დამფუძნებელი კრების ტრიბუნიდან:

„მე რამდენჯერმე გახლდით დაჭერილი (ძველი რეჟიმის დროს) და გადასახლებული, მაგრამ უნდა მოგახსენოთ, რომ ასეთი სისაძაგლე ჩემ პიროვნების წინააღმდეგ არავის არ ჩაუდენია. როდესაც მოდიოდნენ გასაჩხრეკად, მოჰქონდათ ორდერი, დაუძახებდნენ სახლის პატრონს, გამოიყვანდნენ მოწმეებს, რომ ვიცოდე, რომ ჩვენი მთვარობა ასე იქცეოდეს მე ერთ დღესაც არ გავჩერდებოდი“-ო.

ზღვაში ქვიშა და ცაზე ვარსკვლავი უფრო ადვილი დასათვლელი იქნება ვიდრე ის უძლური ცრემლები, რომლებიც ჩამოუღვრიათ მთავრობის უპასუხისმგებლო აგენტების მიერ შეურაცყოფილს, დარბეულს და გალახულს ქალს თუ კაცს.

შემდეგი თაობა ზოგიერთ გვარდიელის და მილიციელის საქციელს პროვინციაში საზეპირო საგნად გახდის და შესაძლოა მალე აკვანში ატირებულ ბავშვს დედა ასე აშინებდეს: „სუ, მილიციელი მოდის!! გაჩუმდი მოვიდა გვარდიელი“.

ჩვენ გვწამს, რომ მთავრობა ცდილობს მილიციის და გვარდიის გაწმენდას იმ მავნე ელიტებისაგან, რომლებიც თავიანთი ბოროტი მოქმედებით სახელს უტეხენ, როგორც მთავრობას, ისე მთელს საქართველოს.

ჩვენ გვწამს ყოველივე ეს, მაგრამ ის ამაღელვებელი ფაქტები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა უკანასკნელ ხანს თვით საქართველოს გულში, გვარწმუნებს, რომ მილიციის და გვარდიის სახელის გამტეხ ელემენტებთან ბრძოლას მთავრობა ჯეროვნად ვერ აწარმოებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილი არ უნდა ჰქონოდა ამ უკანასკნელ ხანის ბოროტმოქმედებებს, რომელთა შესახებ დადუმება შეუძლებელი იყო.

მაგრამ ჩვენ გაზეთში დღემდის ამის შესახებ კრინტი არ დაგვიძრავს.

გაიხსენეთ ის ცემა-ტყეპაზე, რომლითაც შეურაცყო ტფილისის მაზრის მესამე უბნის სასამართლოს გამომძიებელი გლიაროვი, მანგლისის სახალხო გვარდიის შტაბის თავმჯდომარე ალიხანოვმა.

გაიხსენეთ ის სამწუხარო ინცინდენტი-რომელიც მოხდა ტფილისში 2 იანვარს, საქართველოს სენატის სისხლის სამართლის საკასაციო დეპარტამენტის მდივნის ს. წერეთლისა და ღვინით გალეშილ ვიღაც გვარდიელს შორის, რომელიც შუა ქუჩაში ქალს სცემდა.

დასასრულს გაიხსენეთ ის სამწუხარო „სკანდალი“, რომელიც შეამთხვიეს დამფუძნებელი კრების წევრს კირილე ნინიძეს შარშან*, და რომლის შესახებაც ტფილისის პრესა დღესაც არ დადუმებულა.

ყველაფერი ეს ჩვენ ჩვენს გაზეთის ფურცლებზე განგებ არ აღგვინიშნია, რადგან არ გვინდოდა, რომ იგი ხალხში გასულიყო, რადგან ვინ იცის იგი ხალხზე როგორ იმოქმედებდა ან და ჩვენი მტრები როგორ ისარგებლებდნენ ამ გარემოებით.

ჩვენ არც დღეს გვინდოდა ყოველივე ზემოხსენებულის გაზეთის ფურცლებზე გამოტანა, მაგრამ მთავრობის ზოგიერთი უპასუხისმგებლო აგენტის მოქმედება გვაიძულებს, რომ ჩვენც სიჩუმე დავარღვიოთ და ხმა ამოვიღოთ.

როდესაც ეს ვაჟბატონები, ასე მოურიდებელნი და თავხედნი არიან თვით ისეთ თანამდებობის პირთა მიმართ, როგორიც არიან: გამომძიებელი, სენატის მოხელე და დამფუძნებელი კრების წევრი, ადვილი წარმოსადგენია, თუ სადამდის მივა მათი თავხედობა უბრალო მოქალაქის შეურაცყოფის, დაჭერის თუ ცემის დროს.

ჩვენ დღესაც დიდხანს არ შევჩერდებით იმ ამაღელვებელ და არა სასურველ მოქმედებაზე, რომელსაც იჩენენ ადგილობრივ ადმინისტრაციის ზოგიერთი წევრები მუსლიმან ქართველების მიმართ.

ჩვენ დიდხანს არ შევჩერდებით იმ მრავალ სრულიად უმიზეზო, ბრალდება წაუყენებელ შეპყრობა-დაპატიმრებაზე, რომელიც ასე გახშირდა ჩვენში ამ უკანასკნელ ხანს, მხოლოდ ვიტყვით, რომ ასეთი გარემოება ცუდად მოქმედებს ქართველ მაჰმადიანებზე და, რაც უფრო უარესია, მრავალს სასოწარკვეთილებაში აგდებს.

ერთი ასეთი თავწასული მოქმედებათაგანია ოსმან ცინცქილაშვილის** საქმე, რომელსაც დღეს გაზეთში ვბეჭდავთ.

ვფიქრობთ, რომ კეთილგონიერება და სამობლოსადმი სიყვარული უნდა გვიკარნახებდეს, რომ ასეთი ფაქტები არ მეორდებოდეს.

როგორც გვარდიაში, ისე მილიციაში ასეთი მავნე ელემენტები სასტიკად უნდა იდევნებოდნენ თვით კეთილსინდისიერ გვარდიელთა და მილიცონერების მიერ.

ამას მოითხოვს ჩვენი სამშობლოს მთლიანობის ინტერესები, ამას მოითხოვს იმ გვარდიელების სახელიც, რომლებიც დღეს ფრონტზე დგანან და სამშობლოს იცავენ.

*1920 წლის დეკემბერში დამფუძნებელი კრების წევრი კირილე ნინიძე და მისი ოჯახი მილიციელებმა ძალის გამოყენებით გამოასახლეს ბინიდან, რომელიც დაკავებული ჰქონდა დეპუტატს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბინა სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენდა და ნინიძეს თვითნებურად ეკავა. ფაქტი განიხილეს დამფუძნებელ კრებაშიც. ნინიძე მინისტრ რამიშვილს უჩიოდა, რომ მისი ბრძანებით დაირღვა დეპუტატის ხელშეუხებლობა (იმუნიტეტი). ამასთან ნინიძე, რომელიც ამ დროისთვის სოციალ-დემოკრატიული პარტიის შიდა ოპოზიციის ლიდერი იყო, ფაქტს პოლიტიკურ დევნად აფასებდა, რადგანაც 1920 წლის მაისიდან ნინიძე გაზეთ „ახალი სხივის“ ფურცლებიდან აკირტიკებდა ცალკეულ სამინისტროთა საქმიანობას და მოითხოვდა სერიოზულ გარდაქმნებს პარტიასა და მთავრობაში. 

** მოვაჭრე ოსმან ცინცქილაშვილი, რომელსაც სავაჭრო ობიექტები თფილისსა და ბათუმში გააჩნდა, თფილისში დააპატიმრა გვარდიის წარმომადგენლებმა, როგორც უსაქმური. მას ყარაიაზში სავალდებულო შრომის ბეგარის მოსახდელათ გადაყვანას უპირებდნენ . მიუხედავად იმისა, რომ ოსმან ცინცქილაშვილმა მათ გააცნო თავისი ვინაობა და საქმიანობა, ამასთან ხაზგასმით უთხრა,  რომ იყო მუსლიმი ქართველი და მასზე ისედაც არ ვრცელდებოდა სავალდებულო შრომის-ბეგარის კანონი, გვარდიელებმა მაინც ჩაამწყვდიეს ციხეში. ცინცქილაშვილმა (ცინცქილაძემ) მოახერხა პატიმრობიდან გაქცევა და ბათუმში ჩაღწევა.

თბილისი
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.