ნებისმიერი ქვეყანა თავისი განვითარების ყველა ეტაპზე სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პიროვნებებზე დგას, მით უფრო ჩვენი ტიპის ქვეყნები, სადაც პიროვნებას განსაკუთრებული როლი აქვს.
ჩვენი ისტორია სავსეა ღირსეული ადამიანებით, რომლებიც ქართული სახელმწიფოს იდენტობას და ერის გენეტიკურ მეხსიერებას ქმნიდნენ.
სწორედ ამ ადამიანების მოსაგონად და მათი ღვაწლის შთამომავლობისთვის გასაცნობად „თბილისი პოსტი“ იწყებს რუბრიკას „დრონი და ადამიანები.“ რუბრიკის ფარგლებში შემოგთავაზებთ ამონარიდებს ბ-ნი გია ჩაჩანიძის ამავე სახელწოდების წიგნიდან. ბატონმა გიამ შეკრიბა 1950-1990-იან წლებში მოღვაწე სახელმწიფო მოხელეების - ცენტრალური კომიტეტის მდივნების, განყოფილების გამგეების, საქალაქო თუ რაიონული კომიტეტების პირველი პირების, მინისტრთა საბჭოს, უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის, პროფსაბჭოსა და კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის ხელმძღვანელების, მინისტრების, სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარეების, მთავარი სამმართველოს უფროსების ბიოგრაფიები და ერთ საინტერესო გამოცემაში გააერთიანა.
ჩვენს მკითხველებს ვთხოვთ თუ მათ ექნებათ შენიშვნები და დამატებები, მოგვაწოდონ ინფორმაცია და ჩვენ შევიტანთ შესწორებებს მათთვის საინტერესო პიროვნებების ბიოგრაფიებში.
აბულაძე კონსტანტინე კონსტანტინეს ძე
დაიბადა 1945 წელს. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი.
1963-68 წლებში მუშაობდა საქართველოს სსრ ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტში სტუდიის გამნათებლად, ოპერატორის ასისტენტად, ოპერატორად. 1969 წლიდან იყო საქართველოს ალკკ ცენტრალური კომიტეტის ინსტრუქტორლექტორი, განყოფილების გამგის მოადგილე, განყოფილების გამგე.
1975 წლიდან მუშაობდა საქართველოს კომპარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტის ინსტრუქტორად, ინფორმაციის სექტორის გამგედ, საორგანიზაციო განყოფილების გამგის მოადგილედ; 1980 წლიდან თბილისის პარტიის გლდანის რაიკომის მეორე მდივნად, შემდეგ საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის განყოფილების გამგის მოადგილედ, ხოლო 1985 წლიდან 1989 წლამდე საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის საერთო განყოფილების გამგედ.
ადლეიბა ბორის ვიქტორის ძე
დაიბადა 1931 წელს. დაამთავრა საკავშირო იურიდიული ინსტიტუტის დაუსწრებელი განყოფილება.
1954-55 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში. 1955 წლიდან იყო კომკავშირის ოჩამჩირის რაიკომის ინსტრუქტორი, მეორე მდივანი, 1958 წლიდან კი პირველი მდივანი.
1961 წლიდან სამუშაოდ გადაიყვანეს საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის აპარატში ინსტრუქტორად, შემდეგ სექტორის გამ გედ, საქართველოს კომპარტიის სოხუმის საქალაქო კომიტეტის მეორე მდივნად. 1969 წელს დაამტკიცეს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტე ტის ორგანიზაციულპარტიული მუშაობის განყოფილების ინსპექტორად, 1971 წელს საქართველოს კომპარტიის ოჩამჩირის რაიკომის პირველ მდივნად, ხოლო 1975 წელს საქართველოს კომპარტიის ტყვარჩელის საქალაქო კომიტეტის პირველ მდივნად. 1977 წლიდან იყო აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე.
1978-89 წლებში ბ. ვ. ადლეიბა მუშაობდა საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის პირველ მდივნად.
ავაზაშვილი ალიხან ალექსის ძე
დაიბადა 1914 წელს, ყვარლის რაიონის სოფ. ყვარელში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ყვარლის რაიაღმასკომის მიწათმოქმედების განყოფილების უფროს ინსპექტორად. სტუდენტობისას შეთავსებით მუშაობდა ჟურნალ „ახალგაზრდა ბოლშევიკის” რედაქციაში. 1941 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მუშაობა დაიწყო საქართველოს კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის აპარატში. 1942 წელს დაინიშნა გლეხიახალგაზრდობის განყოფილების გამგედ, შემდეგ პარტიის ყვარლის რაიკომის მეორე მდივნად, ხოლო 1944-52 წლებში მშრომელთა დეპუტატების ყვარლის რაიონული საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარედ.
195261 წლებში ა. ა. ავაზაშვილი იყო საქართველოს კომპარიის ყვარლის რააიკომის პირველი მდივანი. შემდეგ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს განყოფილების გამგე, ხოლო 1963 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე, 1966 წლამდე ყვარლის მევენახეობის საბჭოთა მეურნეობის დირექტორი.
ავალიანი ნუგზარ შალვას ძე
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი.
დაიბადა 1942 წელს ქუთაისის (ამჟამად თერჯოლის) რაიონის სოფ. ქვედა სიმონეთში.
1958 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა ქუთაისის 1 საშ. სკოლა, 1965 წელს წარჩინებით საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი და მუშაობა დაიწყო „საქქალაქმშენსახპროექტის” ქუთაისის ფილიალში უფროს ინჟინერკონსტრუქტორად, შემდეგ ქუთაისის ელექტრომექანიკური ქარხნის კაპიტალური მშენებლობის განყოფილებაში ინჟინერტექზედამხედველად. ქუთაისის სამთოსამშენებლო ტექნიკუმში ასწავლიდა სამშენებლო სპეციალობის საგანს, შეთავსებით იყო თერჯოლის რაიონის არქიტექტორი.
საქართველოს კომპარტიის ქუთაისის საქალაქო კომიტეტთან არსებული მარქსიზმლენინიზმის უნივერსიტეტის პროპაგანდისტული ფილოსოფიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო საქართველოს კომპარტიის ქუთაისის საქალაქო კომიტეტში მრეწველობისა და ტრანსპორტის განყოფილების ინსტრუქტორად, შემდეგ ახალჩამოყალიბებული მშენებლობისა და საქალაქო მეურნეობის განყოფილების გამგედ. 1977-78 წლებში იყო ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, 1978 წელს აირჩიეს საქართველოს კომპარტიის ქუთაისის რაიონული კომიტეტის პირველ მდივნად. 1980 წლიდან ხელმძღვანელობდა წყალტუბოს საქალაქო კომიტეტს, საიდანაც 1983 წელს მიავლინეს სკკპ ცენტრალურ კომიტეტთან არსებული საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურაში. დაიცვა დისერტაცია და მოიპოვა ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი.
198691 წლებში მუშაობდა ტყიბულის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ, ხოლო 1991 წელს აირჩიეს საქართველოს კომპარტიის ტყიბულის საქალაქო კომიტეტის პირველ მდივნად.
ამჟამად ხელმძღვანელობს საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტს და ეწევა საზოგადოებრივპოლიტიკურ მოღვაწეობას.
ავიძბა ვლადიმერ ჯამალის ძე
დაიბადა 1937 წელს.
დაამთავრა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტი. 1961 წლიდან მუშაობდა კომკავშირის სოხუმის რაიკომის ინსტრუქტორად, მეორე მდივნად, ოჩამჩირის სამრეწველოსაწარმოო სამმართველოს კომკავშირის კომიტეტის მდივნის მოადგილედ. 1963-66 წლებში იყო სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ასპირანტი. დაიცვა დისერტაცია ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად.
1967 წლიდან ვ. ჯ. ავიძბა იყო გაზეთ „აფსნი ყიფშის” განყოფილების გამგე, შემდეგ რედაქტორის მოადგილე. 1975 წლიდან ეკავა საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის ვაჭრობის, საყოფაცხოვრებო მომსახურების, საგეგმო და საფინანსო ორგანოების, პროპაგანდისა და აგიტაციის განყოფილების გამგის თანამდებობები. 1977 წლიდან 1982 წლამდე იყო საქართველოს კომპარტიის ტყვარჩელის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი, შემდეგ საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის პროპაგანდისა და აგიტაციის განყოფილების გამგე.
აზაურაშვილი გივი ევგენის ძე
დაიბადა 1928 წელს თელავის რაიონის სოფ. წინანდალში.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1952 წლიდან მუშაობდა კომკავშირის თბილისის საოლქო კომიტეტის ინსტრუქტორად, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის კომკავშირის კომიტეტის მდივნის მოადგილედ, კომკავშირის თბილისის საქალაქო კომიტეტის ინსტრუქტორად, საქართველოს ალკკ ცენტრალური კომიტეტის ინსტრუქტორად, საქართველოს სასოფლოსამეურნეო ინსტიტუტის კომკავშირის კომიტეტის მდივნად. პარალელურად დაამთავრა საქართველოს სასოფლოსამეურნეო ინსტიტუტი.
1958-61 წლებში გ. ე. აზაურაშვილი მუშაობდა პარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტში ინსტრუქტორად, ხოლო 1961-62 წლებში საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ინსტრუქტორად. 1962 წლიდან იყო საქართველოს კომპარტიის გურჯაანის რაიკომის პირველი მდივანი. იმავე წელს დაამტკიცეს გურჯაანის კოლმეურნეობებისა და საბჭოთა მეურნეობების საწარმოო სამმართველოში საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პარტორგად, 1963 წლის იანვარში პარტიული კომიტეტის მდივნად, ხოლო 1964-70 წლებში იყო საქართველოს კომპარტიის გურჯაანის რაიკომის პირველი მდივანი. იმ პერიოდში რაიონში აშენდა მრავალი ობიექტი, ხიდი, რომელმაც დააკავშირა გურჯაანისა და ლაგოდეხის რაიონები.
1970 წლიდან 80იანი წლების დასასრულამდე გ. ე. აზაურაშვილი მუშაობდა საქართველოს სსრ დამზადების მინისტრის პირველ მოადგილედ.
აზიროვი არტემ ივანეს ძე
დაიბადა 1922 წელს.
დაამთავრა სრულიად საკავშირო დაუსწრებელი იურიდიული ინსტიტუტი და სკკპ ცენტრალურ კომიტეტთან არსებული უმაღლესი პარტიული სკოლა. ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი.
1941-44 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიაში, მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში, იმყოფებოდა დივიზიაში ლ. ი. ბრეჟნევთან ერთად.
1945 წლიდან იყო პარტიულპოლიტიკურ სამუ შაოზე საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თბილისის ტრამვაიტროლეიბუსების სამმართველოს სისტემაში.
1947 წლიდან მუშაობდა პარტიის თბილისის 26 კომისრის რაიკომის ინსტრუქტორად, შემდეგ პარ ტიის 26 კომისრის რაიკომის მეორე მდივნად, საქარ თველოს კომპარტიის ორგანიზაციულპარტიული მუშაობის განყოფილების ინსპექტორად, საქართ ველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ორგანიზაციულპარტიული მუშაობის განყოფილების გამგის მოადგილედ.
197388 წლებში იყო პარტიის თბილისის ოქტომბრის რაიკომის პირველი მდივანი.
ალავერდაშვილი მიხეილ ბესარიონის ძე
დაიბადა 1905 წელს სიღნაღის რაიონის სოფ. ტიბაანში. საშუალო განათლების მიღების შემდეგ დაამთავრა პარტიული სკოლა და საკავშირო მნიშვნელობის საბჭოთა მეურნეობის დირექტორობის ერთწლიანი კურსები შუა აზიაში.
1931 წლიდან მუშაობდა რაიკოლმეურნეობათა კავშირის თავმჯდომარის მოადგილედ, 1933 წელს კი დააწინაურეს პარტიის სიღნაღის რაიკომის კადრების განყოფილების გამგედ. 1935-36 წლებში იყო საბჭოთა მეურნეობის დირექტორი, 1936-40 წლებში ულიანოვკის მტს-ს დირექტორი. 1940 წლის მაისში დაინიშნა საქართველოს სსრ მიწათმოქმედების სახალხო კომისრის მოადგილედ, ხოლო 1941 წლის მარტში საქართველოს კომპარტიის სიღნაღის რაიკომის პირველ მდივნად, სადაც მუშაობდა 50-იანი წლების პირველ ნახევრამდე.
გაგრძელება იქნება