ნებისმიერი ქვეყანა თავისი განვითარების ყველა ეტაპზე სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პიროვნებებზე დგას, მით უფრო ჩვენი ტიპის ქვეყნები, სადაც პიროვნებას განსაკუთრებული როლი აქვს.
ჩვენი ისტორია სავსეა ღირსეული ადამიანებით, რომლებიც ქართული სახელმწიფოს იდენტობას და ერის გენეტიკურ მეხსიერებას ქმნიდნენ.
სწორედ ამ ადამიანების მოსაგონად და მათი ღვაწლის შთამომავლობისთვის გასაცნობად „თბილისი პოსტი“ იწყებს რუბრიკას „დრონი და ადამიანები.“ რუბრიკის ფარგლებში შემოგთავაზებთ ამონარიდებს ბ-ნი გია ჩაჩანიძის ამავე სახელწოდების წიგნიდან. ბატონმა გიამ შეკრიბა 1950-1990-იან წლებში მოღვაწე სახელმწიფო მოხელეების - ცენტრალური კომიტეტის მდივნების, განყოფილების გამგეების, საქალაქო თუ რაიონული კომიტეტების პირველი პირების, მინისტრთა საბჭოს, უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის, პროფსაბჭოსა და კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის ხელმძღვანელების, მინისტრების, სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარეების, მთავარი სამმართველოს უფროსების ბიოგრაფიები და ერთ საინტერესო გამოცემაში გააერთიანა.
ჩვენს მკითხველებს ვთხოვთ თუ მათ ექნებათ შენიშვნები და დამატებები, მოგვაწოდონ ინფორმაცია და ჩვენ შევიტანთ შესწორებებს მათთვის საინტერესო პიროვნებების ბიოგრაფიებში.
აბაზაძე ზაალ დავითის ძე
მუშაობდა სხვადასხვა პასუხსაგებ თანამდებობაზე: 1960იან წლებში იყო საქართველოს კომპარტიის ხაშურის რაიკომის პირველი მდივანი.
შემდგომში მუშაობდა საქართველოს სსრ მებაღეობის ამხანაგობის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარედ.
აბაიშვილი გივი ანტონის ძე
დაიბადა 1924 წელს, ონში. 1943 წლიდან მუშაობდა საქართველოს კომპარტიის ონის რაიკომის ინსტრუქტორპროპაგანდისტად. 1946 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 194651 წლებში იყო კომკავშირის ონის რაიკომის პირველი მდივანი, პარტიის ონის რაიკომის პროპაგანდისა და აგიტაციის განყოფილების გამგე.
1952 წლიდან მუშაობდა ქუთაისის ა. წულუკიძის სახ. პედაგოგიური ინსტიტუტის ლექტორად. 1953 წელს დაინიშნა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს რეფერენტად, 1959 წლიდან — გამომცემლობა „საბჭოთა საქართველოს” პოლიტიკური ლიტერატურის რედაქციის გამგედ.
1964 წლის დეკემბრიდან 1969 წლამდე გ. ა. აბაიშვილი იყო საქართველოს კომპარტიის ონის რაიკომის პირველი მდივანი.
აბაიშვილი შალვა ვასილის ძე
დაიბადა 1907 წელს ამბროლაურის რაიონის სოფ. კვაცხუთში.
1929 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი. 193033 წლებში სწავლობდა ლენინგრადის საინჟინროეკონომიკური ინსტიტუტის ასპირანტურაში, რომლის დამთავრების შემდეგ, 193341 წლებში მუშაობდა საქართველოს სარეწაო კავშირის ცენტრალურ აპარატში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. 1941 წელს აირჩიეს საქართველოს სარეწაო კოოპერაციის საფეიქროსამკერვალო კავშირის პრეზიდიუმის თავმჯდომარედ, ხოლო 1943 წლის აპრილიდან — საქართველოს კოოპერაციის რესპუბლიკური საბჭოს თავმჯდომარედ, სადაც მუშაობდა 1953 წლამდე. 1953 წლის მეორე ნახევრიდან იყო საქართველოს სსრ საბინაოსამოქალაქო მშენებლობის მინისტრის მოადგილე, 1955 წლიდან კი მუშაობდა სახელმწიფოსაგეგმო კომიტეტში სხვადასხვა პასუხსაგებ თანამდებობაზე.
აბესაძე ოთარ გრიგოლის ძე
დაიბადა 1928 წელს, ყვარლის რაიონის სოფ. აფენში. 1950 წლიდან მუშაობდა სპეციალობით — ინჟინერ¬ ტექნოლოგად, მთავარ ტექნოლოგად; 1952-55 წლებში იყო გალის რაიონის ნაბაკევის ჩაის ფაბრიკის დირექ¬ტორი. 1955 წელს აირჩიეს საქართველოს კომპარტიის გალის რაიკომის მდივნად მტს¬ის ზონაში, ხოლო 1956 წლიდან 1959 წლამდე იყო წყალტუბოს რაიონის მაღლაკის ჩაის ფაბრიკის დირექტორი. 1959 წლის სექ¬ტემბრიდან მუშაობდა საქართველოს კომპარტიის წყალტუბოს რაიკომის მეორე მდივნად, 1961 წლის აპრილიდაან კი წყალტუბოს მშრომელთა დეპუტატების რაიონული საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარედ.
1962 წლის მარტში ო. გ. აბესაძე წყალტუბოს კოლმეურნეობებისა და საბჭოთა მეურნეობების ტერი¬ტორიულ საწარმოო სამმართველოში საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პარტორგად, ხოლო 1963 წლის იანვარში პარტიული კომიტეტის მდივნად დაამტკიცეს. 1964-65 წლებში ეკავა საქარ¬თველოს კომპარტიის წყალტუბოს რაიკომის პირველი მდივნის თანამდებობა. 1965-70 წლებში იყო საქართველოს სსრ კვების მრეწველობის მინისტრის პირველი მოადგილე; 1971-73 წლებში — საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის კვებისა და მსუბუქი მრეწველობის განყოფილების გამგე; 1973-77 წლებში — „საქჩაის” ტრესტის მმართველი.
აბესაძე პლატონ სილიონის ძე
დაიბადა 1915 წელს, ჭიათურის რაიონის სოფ. ღვითორში.
დაამთავრა კაცხის შვიდწლიანი სკოლა და ჭიათურის პედაგოგიური ტექნიკუმი. 1937 წლამდე მუშაობდა ვაჭევისა და ქორეთის შვიდწლიან სკოლებში ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებლად და სასწავლო ნაწილის გამგედ. 1937 წელს ჩაირიცხა სარატოვის საფინანსო-ეკონომიკურ ინსტიტუტში, მომდევნო წელს კი გადავიდა ყაზანის საფინანსო-ეკონომიკურ ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა 1941 წელს. იმავე წლიდან მუშაობა დაიწყო გორის რაიონის საფინანსო განყოფილების უფროს საბიუჯეტო ინსპექტორად. სამამულო ომის წლებში მონაწილეობდა ბრძოლებში, ეწეოდა პარტიულპოლიტიკურ მუშაობას საბჭოთა მეომრებში. დემობილიზაციის შემდეგ (ფრონტზე მძიმედ დაიჭრა) მუშაობდა ჭიათურის რაიონის სოფ. მელუშეთის კოლმეურნეობის თავმჯდომარედ, ხოლო შემდეგ ჭიათურის სამომხმარებლო კოოპერატივის გამგეობის თავმჯდომარედ. 1949 წლის მაისიდან იყო ჭიათურის მშრომელთა დეპუტატების რაიონული საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე, 1952 წლის თებერვლიდან 1958 წლამდე კი საქართველოს კომპარტიის ჭიათურის რაიკომის პირველი მდივანი. ქ. ჭიათურისა და ჭიათურის რაიონის ერთ ადმინისტრაციულ ერთე¬ულად გაერთიანების შემდეგ, 1958 წლის ივნისიდან მუშაობდა მშრომელთა დეპუტატების ჭიათურის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარედ.
1961 წლის მარტიდან იყო საქართველოს კომპარტიის მაიაკოვსკის რაიკომის პირველი მდივანი, ხოლო 1967 წლის სექტემბრიდან 1973 წლამდე — საქართველოს კომპარტიის ჭიათურის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი.
აბზიანიძე გივი სერგოს ძე
დაიბადა 1939 წელს. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი.
შრომითი საქმიანობა დაიწყო 1962 წელს სტამბის ოსტატად. 1963 წლიდან მუშაობდა საქართველოს კომპარტიის ქუთაისის საქალაქო კომიტეტის ინსტრუქტორად, განყოფილების გამგის მოადგილედ. 1973 წლიდან იყო ქუთაისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს კომპარტიის ქუთაისის საქალაქო კომიტეტის მეორე მდივანი, 1978 წლიდან — ქუთაისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე.
1983 წლიდან გ. ს. აბზიანიძე მუშაობდა საქართველოს კომპარტიის წყალტუბოს საქალაქო კომიტეტის პირველ მდივნად; 1988-89 წლებში იყო საქართველოს კომპარტიის ქუთაისის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი.
აბრამიშვილი ვაჟა პავლეს ძე
დაიბადა 1932 წელს. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი.არის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი.
შრომითი საქმიანობა 1951 წელს დაიწყო — იყო მუშა, 1959 წლიდან — დიღმის სასწავლო-საცდელი მეურნეობის ბრიგადირი; 1961-75 წლებში — საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, სწავლული მდივანი, დირექტორის მოადგილე. 1975 წელს სამუშაოდ გადაიყვანეს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის სოფლის მეურნეობის განყოფილებაში ინსტრუქტორად. 1978 წლიდან 1990 წლამდე, პარტიული სტრუქტურების ცვლილებამდე იყო საქართველოს კომპარტიის გორის რაიკომის პირველი მდივანი.
აბუთიძე დავით გიორგის ძე
დაიბადა 1920 წელს, ამბროლაურის რაიონის სოფ. დერჩში.
192737 წლებში სწავლობდა თბილისის ვაჟთა მე18 საშუალო სკოლაში. 1942 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი და მუშაობა დაიწყო თბილისის სტალინის სახ. ვაგონშემკეთებელ ქარხანაში. 1955-60 წლებში იყო იმავე ქარხნის პარტიული ორგანიზაციის მდივანი; 196063 წლებში — საქართველოს კომპარტიის თბილისის ორგანიზაციის ლენინის რაიკომის მეორე მდივანი, ხოლო 1963 წლიდან 1969 წლამდე პირველი მდივანი.
შემდგომ წლებში დ. გ. აბუთიძე მუშაობდა საქართველოს სსრ ადგილობრივი მრეწველობის მინისტრის მოადგილედ, 1975 წლიდან კი ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტსა და პროფესიულ ტექნიკურ სასწავლებელში. 1985-91 წლებში იყო კიბერნეტიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე.
გარდაიცვალა 1992 წელს.
(გაგრძელება იქნება)