USD 2.6908
EUR 3.1593
RUB 3.5880
Тбилиси
დრონებით თავდასხმის გამო, პესკოვი მოსკოვიდან სანქტ-პეტერბუგში რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ გაფრინდა
дата:  2035

თვითმფრინავი, რომელშიც კრემლის პრესსპიკერი იმყოფებოდა, მოსკოვიდან სანქტ-პეტერბურგში რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ გაფრინდა.

მიზეზი პულკოვოს აეროპორტში გამოცხადებული გეგმა „ხალიჩა’’ გახდა, რომელიც ლენინგრადის ოლქში გუშინ, დრონების თავდასხმის ფონზე ამოქმედდა. ის ყველა რეისის გაუქმებას ითვალისწინებს.

мир
ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დასასწრებად ერევანში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დასასწრებად სომხეთის დედაქალაქ ერევანში ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის პრესსპიკერზე სერგეი ნიკიფოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.

ნიკიფოროვის განცხადებით, იგეგმება უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრა ნორვეგიის, ფინეთის, გაერთიანებული სამეფოს და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრებთან.

პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, სამიტი ორდღიანია და შესაბამისად, ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები ღონისძიების მეორე დღესაც გაგრძელდება.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати