თვითმფრინავი, რომელშიც კრემლის პრესსპიკერი იმყოფებოდა, მოსკოვიდან სანქტ-პეტერბურგში რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ გაფრინდა.
მიზეზი პულკოვოს აეროპორტში გამოცხადებული გეგმა „ხალიჩა’’ გახდა, რომელიც ლენინგრადის ოლქში გუშინ, დრონების თავდასხმის ფონზე ამოქმედდა. ის ყველა რეისის გაუქმებას ითვალისწინებს.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დასასწრებად სომხეთის დედაქალაქ ერევანში ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის პრესსპიკერზე სერგეი ნიკიფოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.
ნიკიფოროვის განცხადებით, იგეგმება უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრა ნორვეგიის, ფინეთის, გაერთიანებული სამეფოს და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრებთან.
პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, სამიტი ორდღიანია და შესაბამისად, ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები ღონისძიების მეორე დღესაც გაგრძელდება.