USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
Tbilisi
დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას განათლების დეპარტამენტის დაშლის პროცესის დაწყების შესახებ
Date:  984

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც განათლების დეპარტამენტის დაშლის პროცესის დაწყებას ითვალისწინებს.

”ვაპირებთ, რაც შეიძლება სწრაფად დავხუროთ ის. მას ჩვენთვის არაფერი კარგი არ მოაქვს. აშშ გაცილებით მეტ ფულს ხარჯავს განათლებაზე, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყანა, თუმცა სტუდენტები წარმატების თვალსაზრისით სიაში ბოლო ადგილზე არიან“, - აღნიშნა ტრამპმა.

აღმასრულებელი ბრძანების ტექსტში არ არის დაკონკრეტებული, თუ რა ქმედებებს განახორციელებს ადმინისტრაცია და რომელი პროგრამები შეიძლება შეჩერდეს.

დოკუმენტი დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ლინდა მაკმაჰონს ავალებს, გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი, რათა ხელი შეუწყოს დეპარტამენტის დახურვას და განათლების საკითხებზე უფლებამოსილების შტატებისთვის დაბრუნებას.

ტრამპმა დოკუმენტს ხელი თეთრ სახლში, სკოლის მერხებთან მსხდომი, ფორმაში გამოწყობილი მოსწავლეების გარემოცვაში მოაწერა.

CNN-ი წერს, რომ თანამედროვე ისტორიაში არცერთ პრეზიდენტს არ უცდია კაბინეტის დონის უწყების დახურვა. დეპარტამენტის გაუქმება მოითხოვს კონგრესის აქტს, რომელმაც შექმნა უწყება 1979 წელს. ტრამპის ოფიციალური პირები აღიარებენ, რომ მათ არ აქვთ საჭირო ხმები დეპარტამენტის ამ გზით დასაშლელად.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way