USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
თბილისი
დონალდ ტრამპმა ამერიკელებს ერის გადასარჩენად ლოცვისკენ მოუწოდა
თარიღი:  1744

დღეს, კათოლიკური წესით, დიდ პარასკევს, დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეს, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპმა ევანგელისტური საეკლესიო საზოგადოების თავმჯდომარე, ეპისკოპოს ჰარი ჯექსონთან შეხვედა. შეხვედრისას ნათქვამ სიტყვაში, მან თანამოქალაქეებს შეახსენა კორონავირუსით ვითარებაში ლოცვის მნიშვნელობა. ტრამპმა ამერიკელებს ერის გადასარჩენად ლოცვისკენ მოუწოდა.

„ამ წმინდა დღეს ჩვენი ერი უხილავი მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში ისე დგას ერთად, როგორც არასდროს“, - განაცხადა ტრამპმა სიტყვით გამოსვლისას.

აშშ-ის პრეზიდენტმა მოსახლეობას მოუწოდა, ლოცვის დროს მაქსიმალურად დაიცვან წესები და მოერიდონ მასობრივი თავშეყრის ადგილებს. ამასთან, ტრამპმა მადლობა გადაუხადა მათ, ვინც მისი ჯანმრთელობისთვის ლოცულობს.

„მაშინ, როდესაც მსოფლიო უხილავ მტერს ებრძვის ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ თუ რამხელა ძალა აქვს ლოცვას“, - განაცხადა ტრამპმა.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის