USD 2.7061
EUR 3.0936
RUB 3.3761
Тбилиси
დონალდ ტრამპის განცხადებები ამერიკის კონგრესში
дата:  312

ამერიკა დაბრუნდა.

მე ვაცხადებ ყველა საერთაშორისო დახმარების გაყინვას
ვწყვეტ ამერიკის მონაწილეობას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში (WHO).
ვწყვეტთ ყველა შეზღუდვას, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციამ დააწესა.
ამერიკა აღარ იქნება ღია გენდერული მრავალფეროვნებისთვის.
ჩვენ გვყავს 130 000-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც 160 წელზე მეტი ასაკის არიან და ერთი ადამიანი გვყავს ამერიკაში, რომელიც 300 წელზე მეტი ხნისაა.
ამასობაში კი დემოკრატები ტრამპის გამოსვლას ასეთი პლაკატებით უსმენდნენ: "ტყუილია", "არასწორია", "მასკი იპარავს."]
ყველა ქვეყანა, რომელიც ჩვენზე ტარიფებს აწესებს, მიიღებს საპასუხო ტარიფებს ჩვენგან - ტრამპმა გამოაცხადა საბაჟო პოლიტიკა, რომელიც ძალაში შევა 2 აპრილიდან.
ჩვენ თითქმის ყველა ქვეყანა გვძარცვავს მსოფლიოში, ამას აღარ დავუშვებთ.
ამ კვირაში გავაკეთებ ისტორიულ განცხადებას, რათა გაიზარდოს მნიშვნელოვანი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება ამერიკაში.
ამერიკა ომის მდგომარეობაშია მექსიკურ ნარკოკარტელებთან.
მე ხელი მოვაწერე განკარგულებას სიკვდილით დასჯის შესახებ ნებისმიერი პირისთვის, ვინც პოლიციელს მოკლავს, და მსურს ეს გახდეს მუდმივმოქმედი კანონი.
34 დღეში უფრო მეტს მივაღწიეთ, ვიდრე სხვა ადმინისტრაციებმა.
ტრამპმა ისაუბრა იმაზე, რაც უკვე განახორციელა - მექსიკის ყურის გადარქმევა ამერიკის ყურედ, კლიმატის საერთაშორისო პროგრამებიდან გასვლა, ინგლისური ენის სახელმწიფო ენად აღიარება.
ჩვენი ტემპი, ჩვენი სული, ჩვენი სიამაყე და თავდაჯერებულობა დაბრუნდა.
ჩვენი ქვეყანა დაბრუნების პროცესის დასაწყისშია.
უკვე მოვაწერე ხელი 100-ზე მეტ განკარგულებას. ხალხმა ამირჩია, რომ ჩემი საქმე გამეკეთებინა და ამას ვაკეთებ.
ჩემი პრეზიდენტობის პირველი თვე ყველაზე წარმატებული იყო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. მეორე ასეთი წარმატება ჯორჯ ვაშინგტონს ჰქონდა.
ჩვენი საზღვრების უკანონო გადაკვეთები ისტორიულ მინიმუმზეა.
ჯო ბაიდენი იყო ამერიკის ყველაზე ცუდი პრეზიდენტი.
ჩვენ გავაძლიერებთ ეკონომიკას და შევამცირებთ დანაშაულს.
ამერიკამ მოიცილა ეკოლოგიური შეზღუდვები, რაც ქვეყანას უფრო მობილურს გახდის.
ხალხმა თავისი საქმე უნდა აკეთოს, რომ სამსახურიდან არ გაუშვან.
გავაუქმე ცენზურა და ამერიკას სიტყვის თავისუფლება დავუბრუნე.
ჩემი მთავარი პრიორიტეტი ამერიკის ეკონომიკაა.
ბაიდენმა დაკარგა კონტროლი კვერცხების ფასებზე.
ქარის ენერგია, პატარა, ქარის ენერგია – ქვეყნის ენერგოსექტორს ვაღორძინებთ. ელექტროენერგიის ფასები შემცირდება.
ვაფართოებთ სასარგებლო წიაღისეულისა და ლითონების მოპოვებას ამერიკაში.
ილონ მასკი ჩვენთან ერთად იმყოფება. ის ხელმძღვანელობს ახალ დეპარტამენტს, რომელიც ინფლაციის დაძლევას ემსახურება. მადლობა, ილონ! აქ მყოფი მეორე მხარეც კი [დემოკრატები] მადლობას გიხდის.
ბაიდენის ადმინისტრაცია ფულის ფლანგვით იყო დაკავებული.
ამერიკა იწყებს გაზსადენის მშენებლობას ალასკაზე.
ის, რაც ახლა ხდება, საღი აზრის რევოლუციაა.
აღმოვაჩინეთ ასობით მილიარდი დოლარის თაღლითობა. მადლობა, ილონ.
აღმოჩნდა, რომ ფულს 120-190 წლის ადამიანები იღებდნენ. ასეთები არ მყავს.
დარწმუნებული ვარ, კონგრესი მიიღებს გადასახადების შემცირების კანონს.
ავტომწარმოებელი ინდუსტრია გაიზრდება. დარწმუნებული ვარ, ხალხი ამას ელოდება და კმაყოფილი დარჩება.
გავიმარჯვებთ ინფლაციაზე, შევამცირებთ იპოთეკის პროცენტებს, ავტომობილების გადასახადებს, საკვების ფასებს, დავიცავთ ჩვენს პენსიონერებს და ამერიკელ ოჯახებს უფრო მეტი ფული დარჩებათ.
ამერიკა უპირველეს ყოვლისა, ნებისმიერ ფასად.
ამერიკის ახალი სავაჭრო პოლიტიკა სასარგებლო იქნება ფერმერებისთვის. მიყვარს ფერმერები.
21-მა მილიონმა მიგრანტმა გადაკვეთა აშშ-ის საზღვარი ბოლო 4 წლის განმავლობაში.
მოვაწერე ხელი კანონს, რომელიც გვაძლევს უფლებას, დავაკავოთ ყველა არალეგალი მიგრანტი, რომელიც ეროვნულ უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს.
მექსიკამ და კანადამ უნდა შეწყვიტონ ფენტანილის გავრცელება აშშ-ში.
ამერიკამ 30 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა მოლდოვაში მემარცხენე იდეების პოპულარიზაციაზე.
გამოვუშვებთ „ოქროს ბარათს“ 5 მილიონ დოლარად მათთვის, ვისაც ამერიკის მოქალაქეობის მიღება სურს.
ჩემი ადმინისტრაცია დაიბრუნებს პანამის არხს, და ჩვენ უკვე დავიწყეთ ამაზე მუშაობა.
გრენლანდია შეიძლება გახდეს ამერიკის ნაწილი. ასე თუ ისე, ჩვენ მას მივიღებთ. ჩვენ თქვენ განგავითარებთ. თქვენს ქვეყანას უზარმაზარი ტერიტორია აქვს, რომელიც ამერიკელი სამხედროებისთვის მნიშვნელოვანია.
მილიონობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა უკრაინაში, და ამას ბოლო არ უჩანს.
მივიღე მნიშვნელოვანი წერილი ზელენსკისგან. უკრაინა მზადაა რაც შეიძლება სწრაფად დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან.
მადლობელი ვარ ამ წერილისთვის. დროა დავასრულოთ ეს სიგიჟე, შევწყვიტოთ ეს მკვლელობები.
ჩვენ გვქონდა სერიოზული საუბრები რუსებთან, მივიღეთ სერიოზული სიგნალები, რომ ისინი მზად არიან მშვიდობისთვის. განა ეს შესანიშნავი არ არის?
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ "თუ გსურთ ომის დასრულება, უნდა ილაპარაკოთ ორივე მხარესთან".
უკრაინა მზადაა ამერიკასთან ხელშეკრულება გააფორმოს ბუნებრივი რესურსების შესახებ.
მედია და ჩვენი მეგობრები დემოკრატიული პარტიიდან მუდმივად ამბობდნენ, რომ ჩვენ ახალი კანონმდებლობა გვჭირდებოდა საზღვრის დაცვისთვის
მაგრამ აღმოჩნდა, რომ რაც ნამდვილად გვჭირდებოდა, ეს იყო ახალი პრეზიდენტი.
გინდათ, რომ ეს სიგიჟე [რუსეთ-უკრაინის ომი] კიდევ 5 წელი გაგრძელდეს?
ევროპამ მეტი დახარჯა რუსული ნავთობისა და გაზის შეძენაზე, ვიდრე უკრაინის დახმარებასა და თავდაცვის უზრუნველყოფაზე. დაფიქრდით.
ღმერთმა იმისთვის გადამარჩინა, რომ ამერიკა გავხადო კვლავ დიადი.
4 წლის განმავლობაში ჩვენ შევქმნით უფრო დომინანტურ ქვეყანას, ყველაზე ჯანმრთელ და უსაფრთხო საზოგადოებას. მივაღწევთ მარსამდე და უფრო შორსაც წავალთ.
ამერიკის ოქროს ხანა მხოლოდ იწყება. ის იქნება ისეთი, როგორიც არასდროს უნახავთ. ღმერთმა დალოცოს ამერიკა!
უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერებაზე ტრამპს არაფერი უთქვამს.
аналитика
The Daily Telegraph - ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს

ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.

დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.

აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.

კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.

უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?

როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.

რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.

ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან)  ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.

არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.

იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.

ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.

თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати