USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ პანდემია გაუარესდება
თარიღი:  1290

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ პანდემია გაუარესდება, სანამ უკეთესობისკენ წავა. თეთრ სახლში, კორონავირუსის საკითხთან დაკავშირებით გამართული ბრიფინგის დროს, დონალდ ტრამპმა ამერიკელებს მოუწოდა, პატრიოტიზმი გამოიჩინონ და პირბადეები ატარონ.

„სამწუხაროდ, გაუმჯობესებამდე ის გაუარესდება. მოგიწოდებთ ყველას, რომ როცა სოციალური დისტანციის დაცვის საშუალება არ გაქვთ, ატაროთ პირბადეები. მოგწონთ თუ არა პირბადე, მას ზეგავლენის მოხდენა შეუძლია და მის ტარებას შედეგი მოაქვს,“- განაცხადა დონალდ ტრამპმა.

პრეზიდენტმა ახალგაზრდა ამერიკელებს მოუწოდა, გამოიჩინონ სიფრთხილე და თავიდან აუცილონ ბარებსა და სხვა ხალხმრავალ დახურული ტიპის სივრცეებში სიარული.

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის