USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
Тбилиси
დონალდ ტრამპი - უკრაინაში ომი შეიძლება ძალიან მალე, რამდენიმე კვირაში დასრულდეს
дата:  530

უკრაინაში ომი შეიძლება ძალიან მალე, რამდენიმე კვირაში დასრულდეს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან შეხვედრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

„ვფიქრობ, უკრაინაში ომი შეიძლება ძალიან მალე დასრულდეს, რამდენიმე კვირაში, თუ ჭკვიანები ვიქნებით. თუ ჭკვიანები არ ვიქნებით, ეს გაგრძელდება. ეს ჩვენ არ გვინდა. შეიძლება მესამე მსოფლიო ომში გადაიზარდოს და არც ეს გვინდა“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ამასთან, მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ევროპელი სამშვიდობოების განთავსებას დათანხმდება და აღნიშნა, რომ აშშ უკრაინაში განთავსებულ ევროპულ ჯარებს „გარკვეული სახის მხარდაჭერას გაუწევს“.

„დიახ, ის ამას დათანხმდება. მე მას ეს ვკითხე. არა მგონია, რომ ეს პრობლემა იყოს. როგორც კი შეთანხმება გაფორმდება, რუსეთი თავის საქმეს დაუბრუნდება, უკრაინა და ევროპა კი თავისას“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა უკრაინამ ტერიტორიები დაიბრუნოს, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ „ეს მარტივი საქმე არ არის“.

„შეიძლება ნაწილი. იმედი მაქვს, მაგრამ ამის გაკეთება მარტივი არ არის. ჩვენ ამის შესახებ ვისაუბრებთ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати