USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
დონალდ ტრამპი - თუ არჩევნებში ჯო ბაიდენი გაიმარჯვებს, ის შობის დღესასწაულს გააუქმებს
თარიღი:  941

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ჯო ბაიდენი შობის დღესასწაულს გააუქმებს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ნევადის შტატში, ქალაქ კარსონ სითიში წინასაარჩევნო მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„თუ ბაიდენი მოვა, კარსონ სითი მოჩვენებების ქალაქი გახდება და შობის დღესასწაული გაუქმდება. გახსოვთ, მე განვაცხადე, რომ შობის დღესასწაულს დავაბრუნებდი და გავაკეთე კიდევაც. მახსოვს, პოლიტიკურად კორექტულ ლექსიკას იყენებდნენ და ამბობდნენ „გისურვებთ კარგ დღესასწაულს“. მე კი უარი ვთქვი ამაზე. მსურს ვთქვა - „შობას გილოცავთ“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნები ტრამპის სწრაფ აღდგენასა და ბაიდენის დეპრესიას შორის არჩევანია.

თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის