USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Тбилиси
დონალდ ტრამპი - წინ არაფერი დაგვიდგება, რადგან ამერიკელები ვართ, მომავალი ჩვენია - დღეიდან აშშ თავისუფალი, სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო იქნება
дата:  719

წინ არაფერი დაგვიდგება, რადგან ამერიკელები ვართ და მომავალი ჩვენია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ინაუგურაციის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„გაბედულად დავდგებით, ამაყად ვიცხოვრებთ, თამამად ვიოცნებებთ და წინ არაფერი დაგვიდგება, რადგან ამერიკელები ვართ, მომავალი ჩვენია და ჩვენი ოქროს ხანა ახლახან დაიწყო“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, „დღეიდან აშშ თავისუფალი, სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო იქნება“.

„ბოლო წლებში ჩვენმა ქვეყანამ ბევრი ტანჯვა განიცადა, მაგრამ ჩვენ მას დიდებას დავუბრუნებთ. ისეთი ქვეყანა ვიქნებით, როგორიც არავინაა, სავსე თანაგრძნობით, გამბედაობითა და განსაკუთრებულობით. ჩვენი ძლიერება ყველა ომს შეაჩერებს და სამყაროს, რომელიც განრისხებული, სასტიკი და არაპროგნოზირებადი იყო, ერთიანობის ახალ სულს მოუტანს“, - აღნიშნა ტრამპმა.

общество
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати