USD 2.7223
EUR 3.1274
RUB 3.3150
თბილისი
დონალდ ტრამპი - პოლიციის მიერ კოლუმბიის უნივერსიტეტში მომიტინგე სტუდენტების დარბევა „მშვენიერი საყურებელი იყო“
თარიღი:  404

აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ნიუ-იორკის პოლიციის ოფიცრების მიერ კოლუმბიის უნივერსიტეტის შენობაში პალესტინის მხარდამჭერი სტუდენტების დარბევა „მშვენიერი საყურებელი იყო“.

ტრამპმა შეაქო სამართალდამცავები ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტისა და „სითი კოლეჯის“ დაახლოებით 300 მომიტინგის დაკავებისთვის.

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა აქციის მონაწილეებს გაბრაზებული შეშლილები და „ჰამასის“ თანამგრძნობები უწოდა.

აშშ-ში ღაზაში მიმდინარე ომის წინააღმდეგ სტუდენტების პროტესტი რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. „რესპუბლიკელმა "კანონმდებლებმა ზოგიერთი უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ანტისემიტური რიტორიკისა და შევიწროების უგულებელყოფაში დაადანაშაულეს.

მსოფლიო
პესკოვი: ირანის ლიდერების მკვლელობებს "მძიმე შედეგები“ ექნება

ირანის ლიდერების მკვლელობები ამერიკა-ისრაელის ოპერაციის დროს ძალიან მძიმე შედეგებს გამოიწვევს. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი იმედოვნებს, რომ მსგავსი სიტუაციები ნორმად არ გადაიქცევა.

„ეს მართლაც ის რეალობაა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ეს ნორმა არ გახდება. და ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არ არის ნორმა. ამას მომავალშიც ექნება ძალიან ღრმა შედეგები, — განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ ადრე Axios წერდა, რომ ირანის ახალი უმაღლესი ლიდერის დანიშვნის შემდეგ მოჯტაბა ხამენეი პრაქტიკულად არ ჩნდება საჯაროდ. ეს ფაქტი კითხვებს ბადებს საერთაშორისო სადაზვერვო სამსახურისა და ანალიტიკოსების მხრიდან.

Axios-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი აღნიშნავდა, რომ აშშ-სა და ისრაელს აქვთ ინფორმაცია, რომ მოჯტაბა ხამენეი კვლავ ცოცხალია. აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ იგი დაღუპულია ან სრულად ქმედუუნაროა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის