აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ნიუ-იორკის პოლიციის ოფიცრების მიერ კოლუმბიის უნივერსიტეტის შენობაში პალესტინის მხარდამჭერი სტუდენტების დარბევა „მშვენიერი საყურებელი იყო“.
ტრამპმა შეაქო სამართალდამცავები ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტისა და „სითი კოლეჯის“ დაახლოებით 300 მომიტინგის დაკავებისთვის.
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა აქციის მონაწილეებს გაბრაზებული შეშლილები და „ჰამასის“ თანამგრძნობები უწოდა.
აშშ-ში ღაზაში მიმდინარე ომის წინააღმდეგ სტუდენტების პროტესტი რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. „რესპუბლიკელმა "კანონმდებლებმა ზოგიერთი უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ანტისემიტური რიტორიკისა და შევიწროების უგულებელყოფაში დაადანაშაულეს.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.